პროგრამა სრულად

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 15:00 - ორშაბათი, 21 December
მდებარეობა: 
ავთანდილ ვარსიმაშვილი

„2030”, დასაკარგი არაფერი გვაქვს

რეჟისორი  –  ავთანდილ ვარსიმაშვილი
სცენოგრაფია - მირიან შველიძე
კოსტიუმების მხატვარი - ნატალია კობახიძე
ქორეოგრაფი - თათა თავდიშვილი
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება - ლევან მიქელაძე
რეჟისორის თანაშემწე - რუსუდან შოშიტაიშვილი

 

მონაწილეობენ:
მამუკა მუმლაძე, ანი ალადაშვილი, ლაშა გურგენიძე, შაკო მირიანაშვილი, ელიზბარ ზვიადაძე

 

სპექტაკლის შესახებ:

ანტი უტოპიური სპექტაკლი, რომელიც დადგა რეჟისორმა ავთო ვარსიმაშვილი. ჟან დელლსის და ჟერალდ სიბლეირასის „გაუმარჯოს ბუშონის“ მიხედვით.
ჟანრული თვალსაზრისით ეს არი ფარსი,მოქმედება ხდება მომავალში– 2030 წელს.  თვითონ ავტორებმა პიესას „ევროპული ფარსი“ უწოდეს.   სპექტაკლი რომელშიც დასცინის საზოგადოებაში დამკვიდრებულ მანკიერებას, უსაქმურობას და სხვის ხარჯზე ცხოვრების სურვილს. სპექტაკლი, რომელიც მწვავედ ამხელს ე.წ. „ევროპული ლიბერალური ფასეულობის“ მანკიერებას და გვიჩვენებს თუ რა ტრაგიკული შედეგი მოაქვს საკუთარი, ეროვნული ფასეულობებისა და ტრადიციების დავიწყებას.

 

პრემიერის თარიღი: 19.09.2019 წ.
ხანგრძლივობა:  150 წუთი, ერთი შესვენება
საგასტროლო ჯგუფი:  12 ადამიანი

"თავისუფალი თეატრი" დაარსდა   2001 წლის 31 მარტს.

მე ვხსნი კიდევ ერთ თეატრს, რომლის დევიზი იქნება „სჯობს ცოტა, ოღონდ კარგი!“ ეს იქნება „თავისუფალი თეატრი“ თავისუფალი მაყურებლისათვის, სადაც გზა მხოლოდ ნიჭიერ შემოქმედებს მიეცემათ.
ავთო ვარსიმაშვილი. 2001წ.31 მარტი.

„თავისუფალი თეატრი“ მდებარეობს მეტრო „თავისუფლების მოედნის“ უკან, სახელმწიფო კანცელარიისაკენ მიმავალ კიბეებთან. შენობას აქვს გემის, როგორც თავისუფლების სიმბოლოს ფორმა. (არქიტექტორი პაატა ჭავჭანიძე) თეატრი კერძოა და ეკუთვნის ავთო ვარსიმაშვილს.
თეატრი მუშაობს ანტრეპრიზის პრინციპით და მუდმივად ასაქმებს 50 მდე მსახიობს.
საზოგადოება უკვე იცნობს „თავისუფალი თეატრის“ სახეებს: ნიკო გომელაურს, სლავა ნათენაძეს, აპოლონ კუბლაშვილს, კახა მიქიაშვილს, ბუბა გოგორიშვილს, კახა მიქიაშვილს, თიკო კორძაძეს, ჯაბა კილაძეს, მაია დობორჯგინიძეს, მამუკა მუმლაძეს, ქეთა ლორთქიფანიძეს, მიხეილ არჯევანიძეს, სანდრო მარგალიტაშვილს, თამუნა ნიკოლაძეს და სხვ.
ამ თეატრის სცენაზე სხვადასხვა სპექტაკლებში თამაშობენ ქართული თეატრის ისეთი ცნობილი მსახიობები როგორიცაა: გურამ საღარაძე, ჯემალ ღაღანიძე, თათული დოლიძე, მარინე ჯანაშია, ირინა მეღვინეთუხუცესი, რამაზ იოსელიანი, დიმა ჯაიანი, ევა ხუტუნაშვილი, ვანო იანტბელიძე და სხვ.
ამ თეატრის სცენაზე გადის ჩვენი ქვეყნის საუკეთესო რეჟისორების მიერ დადგმული სპექტაკლები, ავთო ვარსიმაშვილის გარდა „თავისუფალი თეატრის“ სპექტაკლების რეჟისორები არიან: დათო დოიაშვილი, გოჩა კაპანაძე, ანდრო ენუქიძე, გიორგი შალუტაშვილი, გოგი მარგველაშვილი, რობერტ სტურუა.
„თავისუფალი თეატრის“ სპექტაკლებს დღიდან დაარსების ყოველთვის ჰყავს მაყურებელი, ის ორშაბათის გარდა ყოველდღე თამაშობს სპექტაკლებს. „თავისუფალი თეატრი“ საქართველოს ერთ ერთი ყველაზე მაღალ რეიტინგული თეატრია, ის ალბათ ერთადერთი თეატრია სადაც სპექტაკლებამდე ორი სამი კვირით ადრე იყიდება ბილეთები.
„თავისუფალმა თეატრმა“ სპექტაკლები უჩვენა საქართველოს ყველა კუთხეში,ის იყო პირველი თეატრი, რომელმაც მოახერხა და უჩვენა სპექტაკლები მაყურებელს, კონფლიქტის ზონაში - ცხინვალის რეგიონში.
მრავალფეროვანია და შთამბეჭდავია „თავისუფალი თეატრის“ საგასტროლო - საფესტივალო რუკა ის არა ერთხელ იყო ისეთ ქვეყნებში როგორიცაა: რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია, ლატვია, გერმანია, საბერძნეთი, პოლონეთი, ეგვიპტე, თურქეთი, რუმინეთი. ეს ის ქვეყნებია სადაც „თავისუფალმა თეატრმა“ წარმოადგინა თავისი სპექტაკლები და მიიღო იქ ყველაზე მაღალი შეფასებები.

მიუხედავად რეჟისორული მრავალფეროვნებისა, „თავისუფალმა თეატრმა“ მოახერხა და პირველივე სპექტაკლებიდანვე ჩამოყალიბდა როგორც სოციალურ - პოლიტიკური თეატრი. სწორედ ამიტომაც „თავისუფალი თეატრი“ არის „თეატრი, რომელიც მხოლოდ სიმართლეს და დღესასწაულს სთავაზობს თავის მაყურებელს“.

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:

საკონტაქტო პირი - თორნიკე ღლონტი
ტელ: (+995) 591939956
E-Mail: tornike77@gmail.com
Website: www.theatre.ge