პროგრამა სრულად

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - სამშაბათი, 22 December
მდებარეობა: 
ავგუსტ სტრინდბერგი

პელიკანი

რეჟისორი  –  მიხეილ ჩარკვიანი
სცენოგრაფია - მიხეილ ჩარკვიანი
კოსტიუმების მხატვარი – თინათინ კვინიკაძე
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება  - ერეკლე გეწაძე
რეჟისორის თანაშემწე –  ქეთევან ჯავახიშვილი

 

მონაწილეობენ:
ნინელი ჭანკვეტაძე, ანასტასია ჭანტურაია, ლილი მაისურაძე, სანდრო სამხარაძე, გიგა დათიაშვილი


სპექტაკლის შესახებ:

ტრაგედია “პელიკანი”,  აუგუსტ  სტრინდბერგის  პიესა-ცოდვიანი სახლის გარდაუვალ განადგურებაზე მოგვითხრობს. მამა მოკვდა. სახლში მისი ქვრივი და ობლები ცდილობენ წარსულის ცოდვებიდან არაფერი დატოვონ გაურკვეველი. შვილები დედას ავალდებულებენ, საკუთარ სქესზე, ცხოვრებაზე, უფლებებსა და ინტერესებზე უარი თქვას და თავი გაწიროს, როგორც პელიკანმა, რომელიც, ლეგენდის თანახმად, შვილებს საკუთარი გულის სისხლით კვებავს. ერთი ოჯახური საღამო უამრავ დაფარულ ცოდვას ფარდას ახდის და ცოდვიან სახლს, ისევე როგორც შექსპირთან, იბსენთან, სოფოკლესთან, ევრიპიდესთან, ესქილესთან და მრავალ სხვა ავტორთან, არაფერი უშველის განადგურების გარდა.

 

პრემიერის თარიღი:  16.10.2020
ხანგრძლივობა:  90 წ. შესვენების გარეშე
საგასტროლო ჯგუფი: 8 ადამიანი

თეატრი ათონელზე დამოუკიდებელი პროფესიული თეატრია, რომელიც 2005 წელს დაარსდა. დამფუძნებელია რევაზ სალუქვაძე, თეატრის სამხატრო ხელმძღვანელი – ნანა ფაჩუაშვილი.

თეატრს არ ჰყავს საკუთარი დასი და ხშირად უთმობს სცენას თანამედროვე ახალგაზრდა რეჟისორებს და მსახიობებს, რითიც საშუალებას აძლევს მათ საკუთარი ნამუშევრები ფართო საზოგადოებას წარუდგინონ.

თეატრში  2005 წლიდან არაერთი წარმატებული და გახმაურებული სპექტაკლი დაიდგა, მათ შორის: „ემიგრანტები”, „დილა მშვიდობისა ასდოლარიანო!”, „დედა-დედოფალი” და სხვა.  მოწვეულნი გვყავდა ისეთი ცნობილი რეჟისორები და მსახიობები, როგორებიც არიან:  თემურ ჩხეიძე, ქეთი დოლიძე,  ნანა ფაჩუაშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, რამაზ იოსელიანი, ზურა ყიფშიძე, გოგა პიპინაშვილი.

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო  ხელმძღვანელი:  ნანა ფაჩუაშვილი
საკონტაქტო პირითინათინ სალუქვაძე
ტელ: +995 599285000
E-mail: atonelith@gmail.com