პროგრამა სრულად

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 18:00 - სამშაბათი, 22 December
მდებარეობა: 
ნიკოლას ე.ბრაერის კინო სცენარის მიხედვით

ბოლო გაჩერება

რეჟისორი  –  გაგა გოშაძე
მხატვარი  - გოგლა გოგიბერიძე 
მუსიკალური გაფორმება  - თენგიზ შამილაძე, გაგა გოშაძე 
რეჟისორის თანაშემწე - თეონა ლორთქიფანიძე 

 

მონაწილეობენ: 
პირველი ხულიგანი - დავით ჯაყელი, მეორე ხულიგანი - მამუკა მანჯგალაძე, მაწანწალა - ზურაბ ქავთარაძე, მსუქანი მამაკაცი - ტიტე კომახიძე, მსუქანი მამაკაცის ცოლი - ნინო კვიტაიშვილი, ბიჭი - დავით დიასამიძე, გოგო - მერი ნაკაშიძე, მოხუცი - ავთანდილ ქარჩავა, მოხუცის ცოლი - ნანა კიკვაძე , მამაკაცი გაზეთით - ლევან თედორაძე, მუსიკოსი - ლაშა კონცელიძე, ისტორიის მასწავლებელი - ზაზა ზოიძე, ისტორიის მასწავლებლის ცოლი - დიანა ჩახუნაშვილი, პირველი ახალწვეული - თოთი ბარამიძე, მეორე ახალწვეული - გიორგი ყურავა.

 

სპექტაკლის შესახებ: 
კინოხელოვნება ხშიად მიმართავს თეატრისათვის შექმნილი პიესების ეკრანიზაციას. არცთუ იშვიათად პირიქითაც ხდება.
რეჟისორმა გაგა გოშაძემ ნიკოლაუს რ.ბრაერის კინოსცენარზე - „ინცინდენტი, ანდა შემთხვევა მეტროში“ შეაჩერა არჩევანი, რის მიხედვითაც გახმაურებული ფილმი შეიქმნა ჰოლივუდში.
სპექტაკლი - „ბოლო გაჩერება“ 2011 წელს დაიდგა ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და იმთავითვე მიიქცია მაყურებლის ყურადღება მძაფრი სიუჟეტითა და დრამატული სიტუაციით, რომელიც მატარებლის ერთ ვაგონში ვითარდება 

 

პრემიერა შედგა: 28 ივლისს,  2020     
ხანგძლივობა: 60 წუთი, ერთ მოქმედება 

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელიც მდებარეობს ბათუმის ცენტრში, გაიხსნა 1952 წელს და არის უძველესი დრამატული თეატრი აჭარაში. თეატრი დღემდე ითვლება ქალაქისა და რეგიონის კულტურული და შემოქმედებითი ცხოვრების ცენტრად.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავთ რეჟისორი ანდრო ენუქიძე. თეატრის წარმოდგენები მოიცავს სხვადასხვა ჟანრს: კომედიას, ტრაგედიას, ფანტასმაგორიას, ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის განკუთვნილ სპექტაკლებსა და პერფორმანსებს.

2015-2018 წლებში თეატრს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია(კაპიტალური რემონტი) მას გააჩნია ძირითად შენობაში ერთი „დიდი სცენა“, რომელიც გათვლილია 483 მაყურებელზე და „ექსპერიმენტული სცენა“ გათვლილი 120 მაურებელზე. თეატრი მდებარეობს რუსთაველის №1; თეატრს, ასევე გააჩნია „ახალი სცენა“, რომელიც გათვლილია 85 მაყურებელზე. მდებარეობს ბათუმი 6000, მელაშვილის ქ № 32

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრების სამხატვრო  ხელმძღვანელები:   ანდრო ენუქიძე
საკონტაქტო პირები:  ოთარ კალანდაძე
ტელ: +995 555 366 399 / +995 577 98 08 58
E-mail:batumidramatheatre@gmail.com | gabaidzemikheil@gmail.com
www.batumitheatre.ge