პროგრამა სრულად

პროგრამა: საერთაშორისო პროგრამა
დასაწყისი: 18:00 - ოთხშაბათი, 16 December
მდებარეობა: 
შექსპირის ,,მეფე ლირის’’ მიხედვით

ლირის სიმღერები

რეჟისორი - გრჟეგორჟ ბრალი
კომპოზიტორი -  ჟან-კლოდ აკვავივა, მასიეჟ რიჩლი

ფოტოგრაფი - კაროლ ჟარეკი და  ზბიგნევ ვორჟინსკი

 

მონაწილეობენ:
ანუ სალონენი, მონიკა დრილი, ჯულიანა ბლადგუდი, ემა ბონიჩი, ილენია ჩიპოლარი, კასპერ კუზევსკი, რაფალ ჰაბელი, გაბრიელ გავინი, პაოლო გავინი, პაოლო გარჰენტინო, ლუკას ვოჟჩიკი, მასიეჟ რიჩლი

 

სპექტაკლის შესახებ:

პრემიერა შედგა 2012 წლის 28 სექტემბერს
,,ლირის სიმღერები” არის დრამატული წარმოდგენა, რომელშიც ნაჩვენებია ის უხილავი ენერგია და რიტმი, რომლითაც სავსეა შექსპირის ტრაგედია. მსახიობები წარმოადგენენ მნიშვნელოვან სცენებს მეფე ლირის ცხოვრებიდან. ჟესტების, სიტყვებისა და მუსიკის ენით მოგვითხრობენ ამბავს. ყოველი ახალი სიმღერა სხვა ,,დრამატული ამბის” დასაწყისია. აქ, თავად მუსიკაა მოქმედი გმირიც, ამბავიც და ურთიერთობაც. მხატვრული პროცესი რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი: თავდაპირველად კონცერტის მომზადება, მუსიკის თანდათან დრამატიზება  (ორატორია), მოძრაობა და სანახაობა; ტექსტის, მუსიკისა და მოძრაობის ჩართვა, რაც წარმოდგენას სრულყოფილ ფორმას აძლევს.
,,ლირის სიმღერები’’ მუდმივად ცვალებადი შემოქმედებითი  პროექტია , რომელშიც მაყურებელი ძალიან ინტიმური შემოქმედებითი პროცესის მოწმე ხდება. ,,ლირის სიმღერების” საერთაშორისო პრემიერა შედგა 2012 წლის აგვისტოში ედინბურგის ფესტივალზე,  სადაც სამი პრესტიჟული ჯილდო მიიღო: Scotsman Fringe First 2012,  Herald Archangel 2012  და Musical Theatre Matters Special Award. ,,ლირის სიმღერები” 2012 წლის ედინბურგის ფესტივალის ლიდერ სპექტაკლად იქცა.

 

რეჟისორის შესავალი სცენების დაწყებისას:

1. ყოველი წარმოდგენის წინ ვაკეთებთ რაღაც ამგვარს - რაღაც ისეთს, რასაც ერთმანეთთან შეწყობას, მორგებას ვუწოდებთ - ჩვენ გვიწევს შეწყობა ერთმანეთთან, შეწყობა თქვენთან, ამინდთან, ბოლოს და ბოლოს - რადგან ამ თაღებქვეშ სხვაგვარად ჟღერს ხმები, სხვაგვარად ჟღერს ინსტრუმენტები.. ის პირველი ნაწარმოები, რომელსაც დღეს გიმღერებთ, ჯერ არ არის სპექტაკლის დრამატული სტრუქტურის ნაწილი, მაგრამ უკანასკნელ სცენაში მას გაფრთხილებას, ნიშანს ვუწოდებთ..

2.25 - თავიდან მეფე ლირის სამეფოში თანხმობაა, სიყვარული და ჰარმონია.. ჯერ ვერავინ გრძნობს ტრაგედიის, დრამატული მოვლენების მოახლოებას.

პირველ ნაწილს ვუწოდებთ In paradisum ( ,,სამოთხეში''). მაშ ასე - ნაწილი პირველი.

5.08 თუმცა, მალე სამეფოში ხმები დაირხევა, თითქოს მეფე ლირს თავისი სამი ქალიშვილისთვის განეზრახოს ტახტის გადაცემა,

შემდეგ სცენას ვიწოდებთ ,,ხმებს", ,,ჭორებს".

7.29 ირკვევა, რომ მითქმა-მოთქმა სიმართლე ყოფილა, და მეფე თავის სამ ქალიშვილს ცნობილ კითხვას უსვამს - ,, რომელ თქვენგანს ვუყვარვარ ყველაზე ძლიერ?’ პირველი, ვინც მეფის ასეთ აბსურდულ კითხვაზე რეაგირებს, მეფის მასხარაა. შემდეგ სიმღერას ,, მასხრის პირველ სიმღერას“ ვუწოდებთ.

10. 00 მასხრის შემდეგ, კორდელიას ცნობილი პასუხის დრო მოდის.  მომდევნო სცენას ეწოდება ,, კორდელიას გაფრთხილება, მეფისათვის თქმული“.

15. 50 მეფე კორდელიას სამეფოდან აგდებს, მაგრამ ლირმა არ იცის, რომ როგორც მამას, კორდელია მანამდეც ბევრჯერ ჰყავს გულიდან მოგლეჯილი. მომდევნო სცენას ,,კორდელიას მოთქმა“ ეწოდება. კორდელია მამის დაკარგვას დასტირის - 4, შემდეგ 11 და ბოლოს - 17 წლის ასაკში. ,, კორდელიას მოთქმა“.

21.10 მაშ ასე, კორდელიას სამეფოდან აგდებენ. ამის შემდეგ, ძალიან მალე, თვით მეფე ლირს აგდებს თავისი სამეფოდან დანარჩენი ორი ქალიშვილი. ოჯახში ქიშპობა და განხეთქილებაა ჩამოვარდნილი.  ვინღა დარჩება მას? მეგობრები? კაცები, ქალები - ვინ? მომდევნო სცენას ,, ,,მეფის ხსნის მოსურნე რაინდები“ ეწოდება.

24 .27  უკვე აღარავის ახსოვს, რომ ამ სამეფოში ოდესღაც სიმშვიდე, სიყვარული და ჰარმონია სუფევდა ადამიანებს შორის. მომდევნო სურათს, მოდევნო სცენას ეწოდება ,,დანაწევრებული სამოთხე“.

27.58  მომხდარი ტრაგედიის შესახებ ხმები ხალხამდე აღწევს - მეფე შეშლილია, მთელი სამეფო ოთახი შეიშალა - და რა მოჰყვება ამას? ომი.

,,ომი“

33.44 უკაცურ ადგილას ყველასაგან მიტოვებული ლირი შეიშალა. მას ახლა უცნაური ხმები ესმის, და უცნაურ რამეებს ხედავს. როდესაც მუსიკის ავტორი, ჟან-კლოდ აკვავივა ამ სცენაზე მუშაობდა, გვითხრა, თუ ხმებს ისე შეუწყობთ ერთმანეთს, როგორც საჭიროა, ანგელოზების მეხუთე სიმღერას გაიგონებთო.

 ,,ანეგლოზების მეხუთე სიმღერა.“

38. 55 ლირის სამეფოში დემონმა დაიდო ბინა. ანდა, დემონებმა. მომდევნო სცენას ,,მეთერთმეტე ფსალმუნი“ ეწოდება. აქ ნახავთ კორდელიას, და ნახავთ მეფის ყველაზე დიდ მეგობარს, რომელიც მას შეშლილობის ჟამს იცავდა. და ნახავთ მახარას, კიდევ ერთხელ.

მასხრის მეორე სიმღერა - ,,მეთერთმეტე ფსალმუნი“.

46. 22 მთელი სამეფო შეიშალა. ვინ შეეწევა სამეფოს? ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამას შეძლებდა, კორდელიაა, მაგრამ იგი ახლა სარანგეთშია: კორდელია საფრანგეთის დედოფალია - და შინიდან გაგდებული ქალიშვილი. მაგრამ კორდელია უნდა დაბრუნდეს. მომდევნოს სცენას ჩვენ ასე ვუწოდებთ -

,,დედოფლის დაბრუნება“

51.19 და ბოლოს, ფინალური სცენა, უკანასკნელი სურათი: ამ სცენაში პატივს მივაგებთ გარდაცვლილ მეფეს და დავტირით სამეფოს, რომელიც სადაცაა, დაეცემა. დავტირით სამეფოს, რომელიც კვდება. ახლა.

 

პრესა:
,,ლირის სიმღერები”  უკვე ლეგენდად იქცა...”   ,, გარდიანი ’’
,,ვროცლავის  თეატრ ,,თხის სიმღერის” სპექტაკლი ,,ლირის სიმღერები” ერთ-ერთი უაღრესად ამაღელვებელი სანახაობაა, რაც კი ოდესმე მინახავს”    - ,,ჰერალდი”                   
,,ეს არის სპექტაკლი, სადაც შექსპირის ტრაგედიის დედააზრი გადმოცემულია მოკლედ  და ლაკონურად, ამიტომ  ნაცვლად ყურებისა უნდა შეიგრძნო და სულით ხორცამდე შეისისხლხორცო’’. - მეთ ტრუმანი          
,,ეს არის განსაკუთრებული სპექტაკლი, რომლის ბგერის სილამაზემ ძალიან დიდი შთაბეჭდილება  მოახდინა. შეუძლებელია სპექტაკლი სამართლიანად შეაფასო. ამისთვის უბრალოდ უნდა წახვიდე, ნახო და შეიგძენა ის. - ედინბურგის ფესტივალის მიმოხილველი

 

ხანგრძლივობა: 65 წუთი

თეატრი ,,თხის სიმღერა’’ (Teatr Pieśń Kozła) დაარსდა 1996 წელს გრეგორ ბრალისა და ანა ზუბრზიჩკის მიერ. თეატრმა მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, როგორც ევროპის ყველაზე ინოვაციურმა თეატრალურმა დასმა, რომელიც ცდილობს შეისწავლოს რატომ არის თეატრი ასეთი გამორჩეული  ხელოვნების სხვა ფორმებისგან. თეატრის მუდმივად განახლებადი სწავლების მეთოდი, რეპეტიციის წარმართვისა და წარმოდგენის დადგმის პროცესი მიჩნეულია ლაბორატორიად, რომელშიც ღრმად იკვლევენ მსახიობისა და რეჟისორის  ხელობას, რათა განავითარონ ახალი ტექნიკა და სპექტაკლზე მუშაობის ენა. საქმისადმი ამგვარი დამოკიდებულებით ყალიბდება ახალი მიდგომა მსახიობების წვრთნის პროცესში, რომელიც გულისხმობს მოძრაობის, ხმის, სიმღერისა და ტექსტის ერთობლიობას, რაც სპექტაკლს ანიჭებს თანდაყოლილ მუსიკალობას და სათუთად აკავშირებს მაყურებელთან. ამ მეთოდის საშუალებით თეატრალური კომპანია იმდიდრებს არა მხოლოდ თავის საკუთარ გამოცდილებას და პროფესიულ დონეს, არამედ განავითარებს და ამაღლებს მსახიობთა არტისტულ მონაცემებს. თეატრმა შექმნა საკუთარი, გამორჩეული  პედაგოგიური მეთოდი, რომელიც ავსებს მის საქმიანობას და აძლევს საშუალებას სხვებსაც გაუზიაროს თავისი გამოცდილება. 

თეატრი ,,თხის სიმღერა” ახორციელებს წარმატებულ პროექტს ,,საზაფხულო სოფლის სახელოსნო” (Summer Workshop Village), რომელშიც მონაწილეობენ უცხოელი მსახიობები და სტაჟიორები. ამ საზაფხულო სკოლის წყალობით  თეატრის პედაგოგიური მეთოდი პრაქტიკაში ხორციელდება.

თეატრ ,,თხის სიმღერის’’ დასის მხატვრული დონე საყოველთაოდ არის აღიარებული, რისთვისაც მიღებული აქვს მრავალი პრესტიჟული ჯილდო. მათ შორის ედინბურგის ფესტივალზე: Scotsman Fringe First 2012  and Herald Archangel 2012  სპექტაკლისთვის ,,ლირის სიმღერები” Scotsman Fringe First 2004, and Herald Angel 2004   სპექტაკლისთვის ,,გოდების წიგნი”.