პროგრამა სრულად

პროგრამა: საერთაშორისო პროგრამა
დასაწყისი: 21:00 - ოთხშაბათი, 16 December
მდებარეობა: 
ნინო ხარატიშვილის რომანის სასცენო ადაპტაცია

მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)

 ადაპტირებული ვერსიის ავტორები:  იულია ლოხტე და ემილია ლინდა ჰაინრიჰი

რეჟისორი - იეტე შტეკელი
კოსტიუმების დიზაინი - პაულინ ჰიონერსი
სასცენო დიზაინი -ფლორიან ლიოხე
ვიდეო - ზაზა რუსაძე
ქორეოგრაფია -   იოჰან სტეგლი
მუსიკალური გაფორმება/ადაპტაცია - მარკ ბადური

ფოტოგრაფია -  არმინ სმაილოვიჩი

მონაწილეობენ:
ლისა ჰაგმაისტერი, ფრანციშკა ჰარტმანი, მირკო კრაიბიჰი, მარი ლიოკერი, კარინ ნოიჰაუზერი, ბარბარა ნიუსი, სებასტიან რუდოლფი, მაია შონე, ანდრე შიმანსკი.

სპექტაკლის შესახებ
საქართველო, 1900 წელი: სტასიას, ცნობილი მეშოკოლადის დაბადებით იწყება ოჯახური საგა, რომელიც ექვს თაობასა და მეოცე საუკუნის ყველა ომსა და რევოლუციას სწვდება. 
„მერვე სიცოცხლე (ბრილკასათვის)’’ ნინო ხარატიშვილის რევოლუციური, მდიდარი ენით დაწერილი რომანია. ავტორი 1983 წელს დაიბადა თბილისში, გერმანულად წერს და ჰამბურგში ცხოვრობს.  იგი მაგიური რეალიზმით ჰყვება ამბავს ისტორიის ქარტეხილებთან შეგუების, ღალატისა და წინააღმდეგობის, სიყვარულისა და სიცოცხლის ( და გადარჩენის) ჟინის შესახებ. ხარატიშვილი მოგვითხრობს კომუნისტური რეჟიმის აღზევებისა და დაცემის შესახებ. თხრობა რევოლუციის ხანიდან იწყება და  ევროპის ახალი აღდგინების წლებს მოიცავს - ესაა ერთი ქართული ოჯახის პერსპექტივიდან დანახული ამბავი, ოჯახისა, რომელიც ისტორიის ხაფანგშია მოხვედრილი, რადგან მის ბედს ქარტეხილებით სავსე მეოცე საუკუნის მოტანილი ტოტალიტარიზმი, საზოგადოებრივი რყევები და  მათ მიერ გამოწვეული ტრაგედიები განსაზღვრავს.

 

ხანგრძლივობა: 4 საათი, 55 წუთი  (ნაწილი 1:  2.15წთ /  ნაწილი 2: 2.20წთ)
სპექტკლის მსოფლიო პრემიერა 2017 წლის 8 აპრილს შედგა.

1843 წელს, როდესაც შარლ მორისს  ჰამბურგში თეატრის დასაარსებლად ოფიციალური უფლება მისცეს, მას სერიოზული პიესების დადგმა აეკრძალა - სხვა სახელმწიფო თეატრების ინტერესების დასაცავად.  მორისმა თეატრს კომედიის ძველბერძნული მუზის სახელი, თალია დაარქვა. თეატრის კარი პირველად 1843 წლის 9 ნოემბერს გაიღო, ზუსტად იმ შენობის გადაღმა, სადაც დასი დღესაა დაფუძნებული.

იოაჰიმ ლუქსი 2009 წლიდან თალიას მხატვრული ხელმძღვანელია. მან თეტრის პირველივე სეზონზე ბრწყინვალე რეჟისორების ,,გადაბირება“ მოახერხა - ლუკ პერსევალი, ნიკოლას შტემანი, იან ბოსსე, დიმიტერ გოჩევი მხოლოდ ნაწილია ამ სახელებიდან. ლუქსი თავისი ნამუშევრებით ცდილობს,, კულტურებს, სოციალურ კლასებსა და სხვადსხვა რელიგიის მიმდევრებს შორის ურთიერთგაგების შეუწყოს ხელი. იმავე მიზანს ისახავს საერთაშორისო ფესიტვალი ,, მსოფლიოსათვის - ლესინგის დღეები“. ეს ფესტივალი თეატრ ,,თალიაში“ ტარდება 2010 წლიდან ყოველწლიურად - იანვრის ბოლოდან თებერვლის პირველი რიცხვების ჩათვლით. მათი პროგრამის თემები და პიესები იმ ტენდენციას ასახავს, როდესაც ადამიანის გონება გარე სამყაროში თავისი ადგილით უფროა დაკავებული, ვიდრე შინაგანი, ფსიქოლოგიური სამყაროთი.     

ეს მკაფიო მესიჯია.

ჰამბურგს მსოფლიოს თეატრალურ ხელოვნების ნიმუშებზე ახლა ხელი ადვილად მიუწვდება. ჩვენი მიზანი საერთაშორისო თეატრის ქალაქის - კოსმოპოლიტური კულტურის პლატფორმის შექმნა.