პროგრამა სრულად

პროგრამა: საერთაშორისო პროგრამა
დასაწყისი: 18:00 - ხუთშაბათი, 17 December
მდებარეობა: 
უილიამ შექსპირი

ყველაზე აღმაფრთოვანებელი და ნაღვლიანი ამბავი რომეოსი და ჯულიეტასი

რეჟისორი - ოსკარას კორშუნოვასი
კომპოზიტორი - ანტანას იასენკა
დიზაინერი - იურატე პაულეკაიტე
ქორეოგრაფი - ვესტა გრაბსტაიტე

 

მონაწილეობენ: 
რომეო
გიტის ივანაუსკასი ან გედრიუს სავიცკასი
ჯულიეტა რასა სამუოლიტე
მერკუციო დაინიუს კაზლაუსკასი
ბენვოლიო ტომას ჟაიბუსი
პარისი დაინიუს გავენონისი 
კაპულეტი ვაიდოტას მარტინაიტისი
ქალბატონი კაპულეტი დალია მიხელევიჩიუტე
ჯულიეტას გამდელი ეგლე მიკულიონიტე
ქალბატონი მონტეგი ვესტა გრაბსტაიტე
მონტეგი დაინიუს კაზლაუსკასი
მამა ლორენცო არვიდას დაპსისი
ტიბალტი დარიუს გუმაუსკასი
ესკარუსი, ვერონის თავადი და აფთიაქარი - გედრიუს სავიცკასი ან გიტის ივანაუსკასი
ბალთაზარი იულიუს ჟალაკევიჩუსი, იონას ვერსეცკასი
პიეტრო, ჯულიეტას გამდელის მსახური რიტის სალაძიუსი  
მსახურები, ვერონის მოქალაქეები: ვესტა გრაბსტაიტე, გიტის ივანაუსკასი ან გედრიუს სავიცსკასი, არვიდას დაპსისი

 

სპექტაკლის შესახებ: 
„ შექსპირის ,, რომეო და ჯულიეტა“, როგორც წესი, რომანტიული სიყვარულის მწვერვალად აღიქმება. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს სოციალური დრამა უფროა. დრამატულ გარემოებებში ჩვეულებრივი სიყვარული უმძაფრეს ტრაგიკულ ძალმოსილებას იძენს. ამ ტრაგედიაში ყველაზე მეტად ის იწვევს ჩემს ინტერესს, როგორ შეიძლება, ვერონას მსგავს, სიძულვილით სავსე, ან სულაც ომის ატმოსფეროში გაძლოს სიყვარულმა და თავისას მიაღწიოს. სიყვარული სიძულვილიდან იბადება, როგორც მისგან თავის დაღწევის ხერხი: ღმერთებისათვის ასეა. სიძულვილი, თავის მხრივ, შესაძლოა, სიცარიელიდან იბადებოდეს. გაიხსენეთ მონტეგისა და კაპულეტის მაგალითი - არავინ იცის, რატომ მტრობენ ისინი ერთმანეთს. მიზეზი დიდი ხნის წინ მიეცა დავიწყებას. ტიბალტი გულს უხსნის ამ სიძულვილს, ტრადიციის ნაწილად თვლის და იცავს. ადამიანები ხშირად დავკანკალებთ ტრადიციებს, რომლებიც ჩვენს ,,ვითომ“ განსხვავებულობას კონფლიქტის მასალად იყენებს და ამით სიძულვილს ვკვებავთ. ამ პრინციპს -   შიდა ერთიანობის შენარჩუნება მტრების გარეთ ძიებით - სამწუხაროდ, სულ უფრო და უფრო ხშირად ვხედავთ მოქმედებაში. 
ჩვენს ნამუშევარში მე ამის გაანალიზება მინდოდა: როგორ აყალიბებს სიძულვილი განსხვავებებს და როგორ ქმნის მისთვის ნიადაგს. ვგრძნობ, სიძულვილი ის ნიადაგია, რომლითაც საზრდოობს მონტეგებისა და კაპულეტების განსხვავებულობა. ის ილუზიაა, მაგრამ ორ ოჯახს უფრო და უფრო  აშორებს ერთმანეთს. მგონი, ყველა საზოგადოება ასე იყოფა.სიყვარულს განსხვავებულობა არ აინტერესებს. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია იმის ჩვენება, რომ, კაცმა რომ თქვას, ორ კლანს გასაყოფი არაფერი ჰქონია. სიყვარული წარმოშობს თავისუფლებას, თავისუფლებაში კი არ არსებობს დაპირისპირება. ნაღვლიანია ის ამბავი, რომ რომეო და ჯულიეტა თავიანთ თავისუფლებას მხოლოდ სიკვდილში ჰპოვებენ. ორივე თავიანთი ოჯახების ერთადერთი შთამომავალი იყო, ამიტომ ეს ორი ოჯახიც მათთან ერთად კვდება. თავისუფლებისათვის შეწირული მსხვერპლი მხოლოდ შვილების დროს კი არ სპობს, იმ ტრადიციასაც ბოლოს უღებს, მათი მშობლები რომ იცავდნენ.“ ( რეჟისორი ოსკარას კორშუნოვასი)

 

პრესა: 
,,ჩემთვის ოსკარას კორშუნოვასის ყველაზე მოულოდნელი, მართლაც უდიდესი  აღმოჩენა იყო ,,რომეო და ჯულიეტას " ახლად გამოვლენილი კონფლიქტი. სიძულვილი, აგრესია და ნაღველი უპირველეს ყოვლისა, ოჯახსა და მეგობრებში გორვდება - მტერი მხოლოდ საბაბია მრისხანებისა და შეუწყნარებლობის ,, გარეთ გამოსაშვებად“. თუ მტერი არ ჩანს, მაშ, მისი გამოგონებაა საჭირო . მერკუციო პირველ რიგში ბენვოლიოს ერჩის, ტიბალტი - კაპულეტს, და უკანასკნელი - ჯულიეტას. ამრიგად, ისინი მზად არიან სიძულვილისთვის - ეძებენ მტერს, როგორც ნარკოტიკს. და პირიქით: ძიძა ჯულიეტას, ხოლო მამა ლორენცო - რომეოს, სიყვარულისთვის ამზადებენ. სამყაროს, რომელიც სიყვარულს თავისი აგრესიულობით კლავს, მომავალი არ აქვს - ფინალში მხოლოდ რომეოსა და ჯულიეტას კი არ მიაფრქვევენ სიკვდილის ფქვილს, არამედ ვერონას ყველა მოქალაქეს. მხოლოდ ახალგაზრდა ხელოვანს შეუძლია სიყვარულის ასე განდიდება, და მეც გულწრფელად მიხარია, რომ კორშუნოვასი არ დაბერებულა. ”( ვალდას ვასილიაუსკასი / Lietuvos rytas)  
„ცომის გარდა, კორშუნოვასის დადგმაში კიდევ ერთი  დომინანტურიმეტაფორული ელემენტია - ფქვილი. თეთრი ფხვნილი, სიკვდილის თეთრი ნიღაბი, რომეოსთვის შხამი, ჯულიეტასთვის - სასწაულმოქმედი ძილის წამალი. ლორენცო მას ამ ფხვნილს თავზე ნაცარივით დააფრქვევს და ფხვნილით სავსე ქოთანი გახდება სიკვდილის, ქორწილის და სექსუალური ინიციაციის ადგილი. ამ პროდუქციაში, როგორც ეს ყოველთვის ხდება კორშუნოვასთან, არის რამდენიმე საოცრად ძლიერი სცენა. მაგალითად, სცენა, როდესაც გამდელი ჯულიეტას საქორწილო კაბას აცმევს, სანამ მას ღრმად სძინავს, შემდეგ კი, ზუსტად ამის შემდეგ, ხელებს მკერდზე დაუკრეფს: საქორწილო სარეცელი სიკვდილის სარეცლად გადაიქცევა.  გასაოცარია ბოლო სცენა, სადაც  მამა ლორენცო, მთავარი გმირების გარდაცვალების შემდეგ, უიმედოდ ცდილობს ოჯახის აკლდამაში კუბოს გახსნას. ფქვილნაფრქვევი რომეო და ჯულიეტა ამ დროს ავანსცენაზე ქვაბში ტრიალებენ. რა მშვენიერია მათი ბზრიალი! კუბოს თავსახური კი იხსნება. პერსონაჟები მაშინვე ჩერდებიან და ყუჩდებიან. სიკვდილი, როგორც ჩანს, მართლაც სიცოცხლეზე ძლიერია. ”(მარინა დავიდოვა / ,,იზვესტია’’)
კორშუნოვასის კონცეფცია ამ სპექტაკლში ( რომელსაც ლიტვურ ენაზე ნახავთ, ინგლისური სუბტიტრებით ) პიესაში ჩადებული იუმორისა და ღრმა ტრაგიკულობის კვლევასაც უკავშირდება. კორშუნოვასისა და მსახიობების მიერ დადგმულ პროლოგში კაპულეტები და მონტეკები ერთმანეთს ერკინებიან - ,,თვალი თვალისა წილ“, ეს სცენა ლორელისა და ჰარდის   ორთაბრძოლებს გვაგონებს ჯეიმს ფინლეისონსთან. მოქიშპე ოჯახები ერთმანეთს მეტყველი ჟესტებით, მოძრაობებითა და პიცის ცომისგან მოზელილი და ერეგირებული ფალოსებით ემუქრებიან. არა, ეს სუფრა სცენაზე კარგი ვახშმისთვის არაა გაშლილი, ეს თეატრის დიდებული ნადიმია. ”(ქაილ მაინორი / New Haven Register)

 

ხანგრძლივობა:  3 საათი,  ერთი ანტრაქტი.

 

ახალგაზრდა რეჟისორის, ოსკარას კორშუნოვასის პირველი სპექტაკლები ლიტვის ნაციონალური დრამის თეატრში იდგმებოდა და ხშირად გამოცალკევებულ სტრუქტურად, ,,თეატრად თეატრში’’ აღიქმებოდა. თანამედროვე თეატრის კრიტიკოსები თავიანთ სტატიებს მარტივად, ასე ასათაურებდნენ: ,,ოსკარას კორშუნოვასის თეატრი?“ და ახალი თეატრის გარდაუვალ დაბადებას წინასწარმეტყველბდნენ. 1998 წელს რეჟისორმა რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად დამოუკიდებელი თეატრი დააარსა და ოსკარას კორშუნოვასის თეატრი დაარქვა, შემოკლებით - OKT. კორშუნოვასი ასისტირებას უწევდა მოწვეულ რეჟისორებს, შეადგინა სოლიდური რეპერტუარი, რომელიც მოიცავს თანამედროვე დრამასაც და კლასიკურ დადგმებსაც. ამ შემოქმედებით პროცესში პარადიგმული გახდა რეჟისორის კრედო, კლასიკა ისე დაედგა, როგორც თანამედროვე პიესა - მანამდე ამოეცნო, თუ რა არის დროის მოცემული მონაკვეთისთვის რელევანტური - ხოლო თანამედროვე პიესები - როგორც კლასიკა,რაც უნივერსალურისა და ზედროულის გადმოსაცემად. მარკ რავენჰილის   “Shopping and Fucking” შექსპირის ,,ზაფხულის ღამის სიზმარი“,  და ,,ყველაზე აღმაფრთოვანებელი და სევდიანი ტრაგედია რომეოსა და ჯულიეტასი“, მარიუს ფონ მაიენბურგის ,, ცეცხლსახოვანი“ ,  მიხეილ ბულგაკოვის ,, ოსტატი და მარგარიტა“, სოფოკლეს ,, მეფე ოიდიპოსი“ ძმები პრესნიაკოვების ,,მსხვერპლის როლში“ და სხვა სპექტაკლები, რომლებიც თეატრის რეპერტუარის ქვაკუთხედად იქცა, ზემოთ ნახსენები კრედოთი და პრინციპებითაა დადგმული.