პროგრამა სრულად

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 19:00 - კვირა, 02 October
მდებარეობა: 
პშემისლავ პილარსკი

მამა თავს იხრჩობს ტყეში

რეჟისორი: დავით ხორბალაძე
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება:  დავით ხორბალაძე, ნათია მიქაძე
რეჟისორის თანაშემწე:   ივა ფეზუაშვილი, ბექა ფეზუაშვილი

 

მონაწილეობს: სანდრო სამხარაძე

 

სპექტაკლის შესახებ:
„მამა თავს იხრჩობს ტყეში” თანამედროვე პოლონელი დრამატურგის, პშემისლავ პილარსკის პიესის მიხედვით გადაღებული ვიდეო-სპექტაკლია, რომელიც ერთი ბიჭის ტრავმირებულობის შესახებ შავი იუმორითა და სევდით გვიყვება.
მთავარი გმირი სწორედ ამ ბავშვობის ტრავმებით გარშემორტყმულ განუსაზღვრელ სივრცეშია იზოლირებული. იგი გამუდმებით ცდილობს საკუთარ თავს დაუკავშირდეს და თავიდან მოიცილოს მამა-ბეტმენის კოშმარი, თუმცა ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტად მარცხდება. 

ვიდეო წარმოადგენს მცდელობას, მაყურებელთან დისტანციური ურთიერთობა გამოიყენოს, როგორც თეატრის ახალი მედიუმი და ეძებოს ცოცხალი კონტაქტის შესაძლებლობა ამ პირობებში.
დაუსხლტება თუ არა გმირი საკუთარ ცნობიერებას და პოპ-იმიჯებით გადავსებულ კოშმარებს ამაზე დასაკვირვებლად ჯგუფი ერთსაათიანი ფსევდომედიტაციური ვიდეოს სანახავად გიწვევთ.
პროექტი განხორციელდა ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის დაფინანსებით
მხარდამჭერი - ღია სივრცე (ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი)

 

პრემიერის თარიღი:  07.12.2020
ხანგრძლივობა:  62 წთ. შესვენების გარეშე

 

 

 

თბილისის ახალი დრამის ფესტივალი დრამატურგიისა და პერფორმატიული ხელოვნების შეხვედრის პლატფორმაა, რომელიც ემსახურება სახელოვნებო ექსპერიმენტის, თავისუფალი და ალტერნატიული შემოქმედებითი პროცესის გაღვივებას საქართველოში.
თბილისის ახალი დრამის ფესტივალის ამოცანაა, შექმნას თანამედროვე, დროს და გარემოს ადეკვატური სახელოვნებო გამოცდილება, როგორც საქართველოში მცხოვრები ავტორებისთვის, ისე აუდიტორიისთვის, რომლისთვისაც ხელოვნება თავისუფალი თვითგამოხატვის, რეფლექსიის და კრიტიკული კვლევის სივრცეა.
ფესტივალის პროგრამა საგანგებოდ მისთვის დაწერილი პიესების მიხედვით შექმნილი წარმოდგენებს გვთავაზობს. ეს წარმოეგენები ახალი არტისტული ერთობის ფორმირების საწინდარი ხდება. 
თბილისის ახალი დრამის ფესტივალის დონორები არიან: ქ.თბილისის მერია. საქართველოს კულტურისა და ძელთა დაცვის სამინისტრო. ააი “დიალოგისა და განვითარების სახელი”.
პარტნიორები: ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტი (პოლონეთი). “ღია სივრცე”; “რადიო თავისუფლება”, “არტარეა”.
 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
კურატორი: სოფო კილასონიაა
ტელ: +995 555 54 14 75
E-mail: newdramafest@gmail.com