პროგრამა სრულად

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 18:00 - შაბათი, 01 October
მდებარეობა: 
ეჟენ იონესკო

ორთა ბოდვა

რეჟისორი: კოკო როინიშვილი
სცენოგრაფია: ბარბარა ასლამაზაშვილი
კოსტიუმების მხატვარი: ბარბარა ასლამაზაშვილი
ქორეოგრაფი : თინათინ  წულაძე
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება : ზურაბ გაგლოშვილი
რეჟისორის თანაშემწე:  ნათია ბოშიშვილი

 

მონაწილეობენ:  
თეკლა ჯავახაძე და ირაკლი გოგოლაძე

 

სპექტაკლის შესახებ:
„კოკო როინიშვილის სპექტაკლში ომი - მეტაფორაა. ურთიერთობის ნგრევასთან ერთად ინგრევა ქალაქიც. აქ არ აქვს მნიშვნელობა გამარჯვებულ მხარეს. ორი დროშა ქმნის ომობანას თამაშის ილუზიას - „ბრძოლა მოიგო იმან, ვინც არ წააგო“, „ისინი არ იყვნენ მართლები, იმიტომ რომ დამარცხდნენ“. ერთი შეხედვით, ყველაფერი ბოდვაა, რაც წყვილის ცხოვებაში ხდება - მათი გაუთავებელი კამათი, გადაბრალებები, წყრომა თუ ფიზიკური შეურაცხყოფა არაფრის გამო. უფიქრდები და ხვდები, რომ ჩვენც ასე ვცხოვრობთ, ომიც არაფრის გამო იწყება და რჩება შიში, სიკვდილის შიში.
“როცა არაფერი ხდება, მაშინ ყველაფერი ხდება“

 

პრემიერის თარიღი:  10.10.2021
ხანგრძლივობა:  60 წუთი

90 წლის ყველაზე ახალგაზრდა და ენერგიული!  - ეს ჩვენ ვართ - ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი. ჩვენ წელს 90 წელი გვისრულდება! დაბადებიდან დღემდე უნიკალურ საქმეს ვემსახურებით - ვზრდით ახალ თაობას, რომელსაც უყვარს თეატრი და ხელოვნება; თეატრის მომავალ მოღვაწეებს, ვაყალიბებთ ქართულ საზოგადოებას საერთო საკაცობრიო ფასეულობების  ზიარების გზით.
ჩვენს თეატრს ყველაზე მრავალფეროვანი აუდიტორია ჰყავს  -3 წლიდან 18 + ასაკის, ქართული  და რუსულ ენოვანი, თუ ამ ენებს არ ფლობთ, არაუშავრს, ჩვენს თეატრში თქვენთვისაც მოიძებნენბა სპექტაკლები  ტექსტის გარეშე.  არანაკლებ საინტერესოა თოჯინური სპექტაკლები. ჟანრობრივი და ტიპიური მრავალფეროვნებაა რეპერტუარის მხრივაც - დრამა, მუსიკალური, ქორეოგრაფიული, ზღაპარი, სათავგადასავლო, კომედია, რომანტიკული და სხვა.
მეგობრული გარემო, საინტერესო დადგმები, ბრწყინვალე შემოქმედებითი გუნდი  - ეს მოზარდ მაყურებელთა თეატრია.
გინდათ ახალგაზრდული ჟინი შეინარჩუნოთ? ეს მარტივია - გვეწვიეთ და იმეგობრეთ ჩვენთან.

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო  ხელმძღვანელიდიმიტრი ხვთისიაშვილი
საკონტაქტო პირი: სოფიო დეკანოზიშვილი
ტელ:+995 551087764
E-mail:Youththeatretbilisi@gmail.com
Sofiactpa@gmail.com
www.mozardi.ge