პროგრამა სრულად

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 21:00 - ოთხშაბათი, 28 September
მდებარეობა: 
ივან ვირიპაევი

ზაფხულის ბზიკები ნოემბერშიც გვკბენენ

რეჟისორი: ნინო მაღლაკელიძე
სცენოგრაფია: ნინო მაღლაკელიძე
კოსტიუმების მხატვარი: ნინო მაღლაკელიძე
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება : ნინო მაღლაკელიძე
რეჟისორის თანაშემწე:  მაია მებონია

 

მონაწილეობენ:
რობერტ - გენა შონია
სარა- ნინო გოშაძე
დონალდ - გიორგი სურმავა

 

სპექტაკლის შესახებ:
ეს არის ამბავი უკომპრომისობის შესახებ. რწმენა იმისა, რომ საათის ისრები უნდა მიდიოდეს მხოლოდ ერთი მიმართულებით და არა პირიქით. ეს არის ამბავი იმაზე, რომ სამყარო ზუსტად ისეა მოწყობილი, როგორც ეს ერთ ადამიანს წარმოუდგენია და არა სხვაგვარად. ეს არის ისტორია იმის შესახებ, რომ დავის დროს მხოლოდ ერთი ადამიანია მართალი და რომ იგი იძულებულია, აირჩიოს  ორი პოზიციიდან მხოლოდ ერთი. ამ ამბის პერსონაჟები ერთად  გადიან გრძელ და რთულ გზას და სწორედ მაშინ, როდესაც თითქოს გამოსავალს ვერ პოულობენ, ერთმანეთს ღებულობენ ზუსტად ისეთებად, როგორებიც არიან.

 

პრემიერის თარიღი:  20.07.2021
ხანგრძლივობა:  75 წუთი შესვენების გარეშე

 

ქართული თეატრის ფარდა ფოთში პირველად 1882 წლის 17 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ ფოთი თეატრალურ ქალაქად იწოდება. 1925 წლის 29 ოქტომბერს ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ  იუზა ზარდალიშვილმა  დაარსა ფოთის დრამატული თეატრი.  
1928 წელს  საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით დრამატულმა თეატრმა სახელწოდება შეიცვალა და იგი  მუშათა თეატრად გადაკეთდა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ბორის გამრეკელი. 
1929 – 30  წლებში,  საბჭოთა ხელისუფლებამ,  ნიკო  ნიკოლაძის მიერ აგებული საკათედრო ტაძრის შენობა თეატრს გადასცა. მისი სარესტავრაციო სამუშოები  1936 წლის შემოდგომაზე დასრულდა, ხოლო  6 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნა თეატრის ახალი შენობა.
1936 წლის 11 ნოემბერს, ფოთის ახალი შენობის სცენაზე შედგა პირველი სპექტაკლის პრემიერა - ვაკელის ,,შამილი“
ფოთის სახელმწიფო თეატრს ვალერიან გუნიას სახელი  1963 წელს მიენიჭა..1982 წელს ფოთის თეატრმა თავისი არსებობის ასი წლისთავი აღნიშნა.
2005 წელს თეატრის შენობა ისტორიულ მეპატრონეს - საქართველოს ეკლესიას დაუბრუნდა, ხოლო თეატრალურმა დასმა ახალი შენობის მოლოდინში დროებითი ბინა კულტურის სახლის დარბაზში დაიდო.
2005 წელსთეატრს სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა ხელმძღვანელი თენგიზ ხუხია. თეატრმა სწორი მენეჯმენტის და აქტიური შემოქმედებითი ცხოვრების საშუალებით მოახერხა და ურთიერთობა ააგო, როგორც საქართველოს თეატრალურ საზოგადოებასთან, ასევე უცხოეთის სხვადასხვა თეატრებთან.
2007 წლიდან ფოთის  დრამატული თეატრი გახდა ევროპის თეატრების  საერთაშორისო ქსელის წევრი. ხოლო 2008 წლიდან  კი საქართველოს რეგიონალური  თეატრები სქსელის წევრი, რომლის თავმჯდომარეობას წორედ ფოთის თეატრის მმართველს ხვდა წილად.
2008 წლიდან ფოთის თეატრიახერხებს, რომ კოპროდუქცია შესთავაზოს თავის მაყურებელს.
2008 წელს ფოთის თეატრში  სამუშაოდ ჩამოდის გერმანელი რეჟისორი და სცენოგრაფი, რომელიც ახალ სპექტაკლს დგამს / ,,ვირთხებზე ნადირობა“/. ფოთის თეატრმა უმასპინძლა ლიტვისა და ირანის თეატრებს. მონაწილეობა მიიღო თეატრების სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე.
2013 წელს დაიდგა ბელორუსი რეჟისორის სპექტაკლი ,,ანადაანანასი“. 
2014 წლის მაისში ფოთის თეატრის ახალი შენობა გაიხსნა. შენობა, რომელსაც მთელი ცხრა წლის მანძილზე ელოდებოდა ვალერიან გუნიას სახელობის 127 წლის ისტორიის მქონე თეატრი.  პირველი პრემიერა ფოთის თეატრის ახალ შენობაში დიდი მოვლენა იყო ადგილობრივი და არა მარტო ადგილობრივი საზოგადოებისათვის.  პირველ საპრემიერო ჩვენებად ფოთის თეატრმა მაყურებელს   შექსპირის ,,ჰამლეტი“   შესთავაზა(რეჟ.დავით მღებრიშვილი)
დღეისათვის, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო თეატრის დასი კვლავ კულტურის სახლში მოღვაწეობს. მიუხედავად ამისა  თეატრი მონაწილეობს ფესტივალებში. თბილისისსაერთაშორისოფესტივალი, გორის კომედიის ფესტივალი, ახლციხის ქართული დრამატურგიის ფესტივალი, რეგიონული თეატრების ფესტივალი .
აღსაღნიშნავია, რომ თეატრი ფოთში ფაქტობრივად ერთადერთი თავშეყრის ადგილია, სადაც ყველა თაობის ადამიანი ეზიარება კულტურულ ცხოვრებას.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
დირექტორი - თენგიზ ხუხია
ტელ: (+995) 595 05 40 54
ელ-ფოსტა: tkhukhia@yandex.ru
ვებ-გვერდი: www.potitheatre.com