პროგრამა სრულად

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 21:00 - კვირა, 02 October
მდებარეობა: 
ვალერი ოთხოზორია, ია კელერმანი

სეჩუანელი კეთილი ადამიანი

რეჟისორი: საბა ასლამაზიშვილი
სცენოგრაფია:  საბა ასლამაზიშვილი
კოსტიუმების მხატვარი: საბა ასლმაზიშვილი
ქორეოგრაფი: თორნიკე კაკულია
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება : ვახო გვახარია; კონსტანტინე ეჯიბაშვილი
რეჟისორის თანაშემწე:  ია კელლერმანი

 

მონაწილეობენ:
გივიკო ბარათაშვილი; ანიკო შურღაია; გიორგი მაქაძე, ლადო ვაშაკიძე; გაგა არაბული; მარიამ ბალახაძე; კონსტანტინე ეჯიბაშვილი; თორნიკე კაკულია

 

სპექტაკლის შესახებ: 
ბერტოლტ ბრეხტი - „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“ - თეატრალური კომპანია „ხვლიკი“-ს მიზანია ქართველი მაყურებლისთვის კარგად ცნობილი გერმანელი პროზაიკოსის, რეჟისორის დრამატურგისა და თეატრის რეფორმატორის ბერტოლტ ბრეხტის პიესა „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“ გააცოცხლოს სცენაზე. ეს იქნება თეატრალური კომპანიის მხრიდან, თეატრის რეფორმატორის, პიესის გადააზრება თანამედროვე კონტექსტში. ტექსტის ადაპტაციაზე იმუშავებენ ვალერი ოთხოზორია და ია კელერმანი.

სპექტაკლი განხორციელდება ათონელის თეატრში. ათონელის თეატრისა და თეატრალური კომპანია „ხვლიკის“ კოლაბორაცია.

მოქმედება ხდება ქალაქში, სადაც ჩამოდის სამი ღმერთი, რომელთაც დიდი ხნის განმავლობაში ელოდებიან. სწორედ მათი ჩამოსვლიდან იწყება ამბავი. როცა ღმერთები ჩამოდიან არავის სურს მათი სახლში შეფარება, არავის სურს გაუმართოს მათ დახმარების ხელი. ქალაქი ღმერთებს ელოდება, თუმცა როცა ისინი ჩამოდიან არავის სჯერა მათი ღმერთობის. ტექსტს გასდევს ბრეხტისეული სიმარტივე, სიღრმე და მოქმედებების სწრაფი ცვალებადობა.

ქალაქში ჩამოსულ ღმერთებს მეთულუხე ხვდება და კეთილ ადამიანს ახვედრებს. შან ტე ქალი, რომელიც ყოყმანზე იმარჯვებს და თავშესაფარს აძლევს ღმერთებს. შან ტეს ყოყმანის, ეჭვებისა და ფიქრების ერთობლიობა კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მის პერსონაჟს და ღმერთების დამოკიდებულებას მისადმი. ღმერთები შა ტესთან ათევენ ღამეს და მეორე დღეს მას საჩუქრად, გადასცემენ გასამრჯელოს, რომლითაც შან ტეს შეუძლია ახალი ცხოვრება დაიწყოს. კეთილი ადამიანი სიკეთისთვის საჩუქარს იღებს. სწორედ აქედან იწყება მისი, ადამიანების მხრიდან, ორად გახლეჩის მცდელობა. მაშინ, როცა შან ტეს სურს კეთილი იყოს, და საკუთარი სურვილების დათრგუნვის ხარჯზე დაეხმაროს ყველა იმ ადამიანს, რომელსაც მისი დახმარება სჭირდება. მაგრამ განა მათ სჭირდებათ შან ტეს დახმარება? იქნებ მათ მხოლოდ მისი კეთილი გულის გამოყენება სურთ?

სხვა ადამიანების მხრიდან, პერსონაჟის „ხლეჩვა“ ბრეხტისთვის დამახასიათებელი და მეტაფორულია. მკითხველს მუდმივად კითხვა უჩნდება - სადამდე შეძლებს შან ტე იყოს კეთილი სამყაროში, სადაც ყველაფერი ასე უსაშველოდ ძვირია. პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებს შან ტეს გრძნობები ზუნის მიმართ, რომელსაც ასევე მისი გამოყენება სურს.

ორად გახლეჩილი შან ტე მისმიერ გამოგონილი ბიძაშვილის სახელით გვევლინება. ადამიანის მეორე მხარეს წარმოდგენილია მისი ანტიპოდი, რომელიც უნდა დაეხმაროს მას რათა გადარჩეს ქვეყანაზე კეთილი ადამიანი, რათა ღმერთებს კვლავ ჰქონდეს იმედი ქვეყნად არსებული კეთილი ადამიანისა, რადგან იმედი მოასწავებს ადამიანთა გარდაქმნის, განვითარების საშუალებასა და შესაძლებლობას.

პიესაში მოცემულია არაერთი პრობლემა: ადამიანების ერთმანეთთან დამოკიდებულება, ადამიანების შან ტესთან დამოკიდებულება, ადამიანების ერთმანეთის მიმართ უნდობლობა, შიში, შიში სიმართლის თქმის, ერთმანეთის დაცვის. გახლეჩილი საზოგადოება შან ტესთაც მუდმივად ხლეჩს, ეს როგორც ფიზიკურ, სულიერ თუ მორალურ ხლეჩაში გამოიხატება.

უნდობლობა, ღმერთების საჩუქარი, მუდმივი დახმარების მომლოდინე ხალხი, სიყვარული, როცა ფიქრობ რომ ისაა მნიშვნელოვანი სხვა ადამიანი გახდე, საკუთარ თავში სხვა ადამიანის პოვნა და საკუთარი თავისვე დახმარების სურვილი, და ბოლოს იმედი, რომელიც შან ტეს შვილის ახალი თაობის, ახალი ადამიანის დაბადების, როგორც ცვლილებებისა და განახლების საწინდარია. ღმერთები იმედიანად მიდიან, შან ტეს შეუძლია გამრავლდეს. ასევე, მნიშვნელოვანია რა რჩება შან ტესგან, მასში, გაორებულ პერსონაჟში, რომელსაც ღმერთების იმედი აღარ მაქვს, საკუთარი გამოგონილი ბიძაშვილის აღარ, მაგრამ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეს, რადგან ის ხდება სხვა - მის შვილში.

ჩვენთვის საინტერესო საკვლევი თემა პიროვნების ცვლილება, უცვლელობა, და ამ ყველაფერზე მოქმედი გარემო ფაქტორებია. ადამიანის სულიერი, მორალური, ფიზიკური ხლეჩა,

ნებსიმიერ შემთხვევაში თანამედროვე ადამიანისთვის ეს პრობლემა საკმაოდ მწვავეა  და ამ პრობლემის კვლევა იქნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ პიესაზე დაყრდნობითა და მისი გააზრებით.

 

პრემიერის თარიღი:  01. 09. 2021
ხანგრძლივობა:  60 წუთი

თეატრალური კომპანია „ხვლიკი“ დაარსდა 2019 წელს. ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანება, რომლის მიზანია თეატრალური (და არა მარტო) პროექტების განხორციელება. კომპანიის პირველი პროექტი იყო სპექტაკლი „ბიოციდი“ (რეჟისორი: საბა ასლამაზიშვილი), რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და პოპულარული გახდა საზოგადოებისთვის. კომპანიის მეორე პროექტი გახლდათ სპექტაკლი “ფერიცვალებულნი”(რეჟისორი: საბა ასლამაზიშვილი), რომელიც კომპანიამ განახორციელა არასტანდარტულ გარემოში - სასაფლაოს ტერიტორიაზე. ამ სპექტაკლმაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოიპოვა, როგორც მაყურებელში, ასევე თეატრმცოდნეებში და კიდევ უფრო მეტად გაზარდა დამოუკიდებელი თეატრალური კომპანია “ხვლიკით” დაინტერესებულ ადამიანთა რაოდენობა.

„ხვლიკის“ მთავარი მიზანია, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ხელოვანთა გაერთიანება ერთ

სივრცეში, მათთან ერთად, თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქტის შექმნა, იმისათვის რომ

თანამედროვე ხერხებითა და ტექნოლოგიებით ვუპასუხით ჩვენი დროის გამოწვევებს.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
თეატრის მმართველი - საბა ასლამაზიშვილი
ტელ: (+995) 555 32 76 98
ელ-ფოსტა: lizardtheatergeorgia@gmail.com