პროგრამა სრულად

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 19:00 - პარასკევი, 30 September
მდებარეობა: 
ია კელერმანი; საბა ასლამაზიშვილი

ფერიცვალებულნი

რეჟისორი: საბა ასლამაზიშვილი
სცენოგრაფია:  ანდრია ვაჭრიძე
კოსტიუმების მხატვარი: ანდრია ვაჭრიძე
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება : ია კელლერმანი

 

მონაწილეობენ:
გივიკო ბარათაშვილი; ანიკო შურღაია; გიორგი მაქაძე, ლადო ვაშაკიძე; ლუკა ახალაძე.

 

სპექტაკლის შესახებ: 
ხუთი მეგობარი - სასაფლაოზე, გარდაცვლილი მეგობრის წლის თავზე იკრიბება. აქედან ერთ -ერთი მეორე დღეს ჟენევაში სამუდამოდ გამგზავრებას აპირებს.

 შეხვედრა საუკეთესო საშუალებაა გაიხსენო გარდაცვლილი მეგობარი და პატიება სთხოვო მას, განსაკუთრებით მაშინ, თუ  მკვლელი ზუსტად ამავე სამეგობროშია.

ერთი წლის წინ მომხდარმა მკვლელობამ თითოეულ პერსონაჟში გამოიწვია ცვლილება, და რთულია გაარკვიო როდის დასრულდა მათი მეგობრობა მკვლელობის შემდგომ, თუ მანამდე ძალიან დიდი ხნით ადრე.

სიმართლე გამჟღავნდება თუ მეგობრები ისევ შეძლებენ გააგრძელონ თამაში ისე, როგორც ამას ერთი წლის განმავლობაში, აკეთებენ.

სპექტაკლის პროცესის დროს, ყველანი ერთად ვნახავთ როგორ მოქმედებენ ადამიანები დიდი საიდუმლოს გაგების შემდეგ, ცდილობენ პრობლემის გადაჭრას თუ ისევ ფიქრობენ იმაზე, როგორ დამალონ ეს.

პიესის საკვლევი კითხვები:

რა არის ან სად არის ნამდვილი მეგობრობა

როდის ექმნება მას საფრთხე

ბავშვობის მეგობროობა და მეგობრები, როგორც მიღებული მოცემულობა, რომელსაც არ ირჩევ, დგება თუ არა დრო, როცა ეს ყველაფერი ინგრევა?

არსებობს თუ არა სიყვარულის სახელით ჩადენილი დანაშაული, რომლის პატიება შესაძლებელია, როგორც მოკლე ისე საზოგადო კონტექსტში?

ახაგაზრდობა, თაობა, რომელიც გარკვეული შიშებისა და ფობიების გამო, გაურბის სიმართლეს, აშენებეს სულ სხვა სამყაროს, ილუზიურ სამყაროს,რომელშიც იწყებენ და აგრძელებენ ცხოვრებას. რა დროს ხდება ტრაგედია, როცა შენს თავს და შენს შექმნილ სამყაროს უპირატესობას ანიჭებ და იჯერებ რომ შენს გარდა,  ყველაფერი უმნიშვნელოა?.

პიესა ერთგვარი, ჩვენგან დამოუკიდებელი, გამოვლინება იყო 2020 წლის ქართულ საზოგადოებაში დატრიალებული სამწუხარო მოვლენებისა. ყველაფერს მეტად საინტერესოს ადგილი და ფორმა ხდის, სასაფლაო და სპექტაკლის სანახავად მოსული ადამიანები, რომლებიც სპექტაკლზე მოსვლით პროცესიის ნაწილნი და მონაწილენი ხდებიან.

 

პრემიერის თარიღი:  21. 07. 2020
ხანგრძლივობა:  50 წუთი

 

თეატრალური კომპანია „ხვლიკი“ დაარსდა 2019 წელს. ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანება, რომლის მიზანია თეატრალური (და არა მარტო) პროექტების განხორციელება. კომპანიის პირველი პროექტი იყო სპექტაკლი „ბიოციდი“ (რეჟისორი: საბა ასლამაზიშვილი), რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და პოპულარული გახდა საზოგადოებისთვის. კომპანიის მეორე პროექტი გახლდათ სპექტაკლი “ფერიცვალებულნი”(რეჟისორი: საბა ასლამაზიშვილი), რომელიც კომპანიამ განახორციელა არასტანდარტულ გარემოში - სასაფლაოს ტერიტორიაზე. ამ სპექტაკლმაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოიპოვა, როგორც მაყურებელში, ასევე თეატრმცოდნეებში და კიდევ უფრო მეტად გაზარდა დამოუკიდებელი თეატრალური კომპანია “ხვლიკით” დაინტერესებულ ადამიანთა რაოდენობა.

„ხვლიკის“ მთავარი მიზანია, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ხელოვანთა გაერთიანება ერთ

სივრცეში, მათთან ერთად, თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქტის შექმნა, იმისათვის რომ

თანამედროვე ხერხებითა და ტექნოლოგიებით ვუპასუხით ჩვენი დროის გამოწვევებს.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
თეატრის მმართველი - საბა ასლამაზიშვილი
ტელ: (+995) 555 32 76 98
ელ-ფოსტა: lizardtheatergeorgia@gmail.com