პროგრამა სრულად

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 21:00 - ხუთშაბათი, 29 September
მდებარეობა: 
ლაშა შეროზია (ჰ. ლევინი ს ნოველების მიხედვით)

ნოველები ცხოვრებიდან ანუ დიგი–დიგი, ბუმ–ბუმ, პუცი–პუცი

რეჟისორი: ლაშა შეროზია
სცენოგრაფია:  თამარ ჭავჭანიძე
კოსტიუმების მხატვარი: თამარ ჭავჭანიძე
ქორეოგრაფი: გიორგი ქობალია
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება: მერი ბეროშვილი
რეჟისორის თანაშემწე:  თამუნა ფარულავა

 

მონაწილეობენ:
მარინა დარასელია, ნანა ბუკია, მზეკო  ჩარგაზია, ლანა ფიფია, სალომე ბუღაძე, მარიამ ხანთაძე, მარინა ბურდული, რეზო ჯოჯუა, ზურაბ ლაშხია, გოგი გუგუჩია, ანდრო სამუგია, ზურაბ ანთელავა, მალხაზ მესხია, გიორგი ჩაჩუა, გიორგი გახარია

 

სპექტაკლის შესახებ: 
აქ რასაც ნახავთ ყველაფერს აქვს აზრი, აქ რასაც ნახავთ არაფერს აქვს აზრი.მცირე ცხოვრებისეული ნოველებისგან შემდგარი ტრაგი-კომიკომედია. დღევანდელი ადამიანის ყოფა სავსეა აბსურდულობით, სევდით, ტრაგიზმით, მენტალური თუ ფიზიკური პრობლემებით, არარეალიზებული სურვილებით და პიროვნების გაუცხოებით საკუთარ თავთან. შავი კომედია არის ფარი, რომელიც ამ პრობლემებს აღიარებს, უპირისპირდება და ცდილობს გადაარჩინოს ადამიანი საკუთარი თავისგან და სხვებისგან. არსაიდან მოსული პერსონაჟები ეძებენ ბედნიერებას. ეძებენ იქ, სადაც ის არ არის და ეძებენ იქ, სადაც შეიძლება რომ იყოს. ამ ნოველებში ნახავთ იმას რაც არ შეიძლება რომ მოხდეს, მაგრამ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხდება. ჩვენ ვლაპარაკობთ იმედგაცრუებულ, მშიერ, შეშინებულ, უიმედო, ფსევდო სამყაროში  ცხოვრებ ადამიანებზე და ვიცინით. ვიცინით საკუთარ თავზე!

 

პრემიერის თარიღი:  11.04.2021
ხანგრძლივობა:  90 წუთი, შესვენების გარეშე

 

ზუგდიდის თეატრის ისტორია 1868 წლიდან იწყება. თეატრის  პირველი სპექტაკლი მოლიერის ,,ძალად ექიმი“ გახლდათ. ამ დღიდან მოყოლებული, უკვე 150 წელზე მეტია, რაც ქალაქში თეატრალური ცხოვრება არ შეწყვეტილა.

1968 წელს თეატრის 100 წლის აღსანიშნავად გამოცემული საიუბილეო ჟურნალიდან ირკვევა, რომ იმ დროს უკვე არსებობდა  ორი სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად დგამდნენ  როგორც უცხოური, ისე ქართული პიესების მიხედვით სპექტაკლებს. ასევე ცნობილი ფაქტია, რომ ზუგდიდის თეატრში საგასტროლოდ ჩამოდიოდნენ ისეთი ცნობილი თეატრის მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ: ლადო მესხიშვილი, შალვა დადიანი, ვალერიან გუნია, ალექსანდრე იმედაშვილი და სხვა…

ანტონ ფურცელაძეს, რომელიც თარგმნიდა და დგამდა სპექტაკლებს, ზუგდიის თეატრალურ ცხოვრებაში დიდი წვლილი მიუძღვის. 1930-იანი წლებიდან ზუგდიდში იდგმებოდა ახმეტლის მიერ რუსთაველის თეატრში დადგმული პიესები: ,,ლამარა“ და ,,ანზორი“... სწორედ ზუგდიდის თეატრს უკავშირდება რეჟისორ თემურ ჩხეიძის შემოქმედებითი გზის დასაწყისი, რომელიც თეატრში ავთო მახარაძესთან და ჟანრი ლოლაშვილთან ერთად მოვიდა.

თეატრის ოქროს ხანად მიჩნეულია ის პერიოდი, როდესაც თეატრს დიდი თეატრალური მოღვაწე საშა ეგუტია ხელმძღვანელობდა.

ზუგდიდის თეატრი დღემდე აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას ეწევა და არსებობის მანძილზე, არაერთი ჯილდო თუ პრემია აქვს მიღებული. 2018 წელს თეატრი ამსტერდამში ფესტივალზე იმყოფებოდა, საიდანაც წარმატებით დაბრუნდა.

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრების სამხატვრო  ხელმძღვანელები:  ლაშა შეროზია
საკონტაქტო პირები:  ლაშა შეროზია
ტელ:+995 598 69 70 77
E-mail:
lashasherozia@gmail.com
www.zugdiditheatre.ge