პროგრამა სრულად

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - ხუთშაბათი, 29 September
მდებარეობა: 
ფიოდორ დოსტოევსკი

დანაშაული და სასჯელი

ინსცენირების ავტორები: ლევან წულაძე, თემო კუპრავა
 
რეჟისორები: ლევან წულაძე, თემო კუპრავა
სცენოგრაფია ლევან წულაძის
კოსტიუმების მხატვარი ნინო სურგულაძე
ქორეოგრაფი თინათინ წულაძე
მუსიკალური გამფორმებელი ზურაბ გაგლოშვილი
ვიდეო ინსტალაცია დავით დვალიშვილი
რეჟისორის თანაშემწე ნინო ჟორჟოლიანი
 
 
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი: 

რასკოლნიკოვი - პაატა პაპუაშვილი
პორფირი - ნიკა კუჭავა
სონია - ანუკა გრიგოლია
მარმელადოვი, ლუჟინი - ბესიკ ბარათაშვილი
რაზუმიხინი - გიორგი კიკნაძე
ალიონა ივანოვნა, კატერინა - თამარ ბუნიკაშვილი
დუნია - ლელა მებურიშვილი

 

 

სპექტაკლის შესახებ: 

ერთი წლის წინ ჩავიფიქრეთ ტრილოგია ძალადობის თემაზე. ტრილოგიის პირველი ნაწილი გახლავთ ტოლსტოის „კრეიცერის სონატა“ , რომელიც ოჯახური ძალადობის თემას ეხება. 
ტრილოგიის მეორე ნაწილია ფიოდორ დოსტოევსკის  ,,დანაშაული და სასჯელი,“  - სადაც ნაჩვენებია   ძალადობის საშუალებით  წარმატების მიღწევის და შინაგანი მიზნების გადალახვის სურვილი და  ამავდროულად მისი დამანგრეველი ძალის სირთულე.
პანდემიის პერიოდმა გვაიძულა ამ სპექტაკლის რეპეტიციები 9 თვის განმავლობაში გაგვეგრძელებინა. დრომ შემოქმედებით ჯგუფს საშუალება მოგვცა ამ გენიალურ ნაწარმოებს საფუძვლიანად ჩავღრმავებოდით, ამით დიდი საჩუქარი გავუკეთეღ ჩვენს თავს, ინტელექტუალებს და არა მხოლოდ მათ...

 

პრემიერა შედგა 2021 წლის 7 მაისს
ხანგრძლივობა: 150 წუთი, ერთი შესვენებით

1928 წელს  დიდმა ქართველმა რეჟისორმა და რეფორმატორმა კოტე მარჯანიშვილმა მეორე ქართული სახელმწიფო თეატრი შექმნა. მას შემდეგ 90 წლის განვალობაში თეატრი განაგრძობს მისი დამაარსებლის კოტე მარჯანიშვილის ტრადიციების დაცვას, სწორედ ტრადიციისა და ნოვაციის შერწყმით, ხარისხზე ორიენტირებული რეპერტუარით  ახერხებს „საზოგადოებრივი“ თეატრის (სოციალური თეატრის) სახელის დამკვიდრებას. შეიძლება ითქვას, საკუთარ თავზე აიღო ერთგვარი განმანათლებლისა და სოციალური კომენტატორის ფუნქცია.  მარჯანიშვილის თეატრი ქვეყნის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და დღემდე ინარჩუნებს ლიდერის სტატუსს.

2006 წლიდან დღემდე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი  თანამედროვე თეატრის გამორჩეული რეჟისორი ლევან წულაძეა. სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად  თეატრის წარმატებას  განსაზღვრავს  საუკეთესო მსახიობთა დასი, რეჟისორები, მხატვრები,  კომპოზიტორები, ეს ის გუნდია, რომელიც  21-ე საუკუნის ტექნოლოგიური გამოწვევებთან ერთად  მუდმივი ექსპერიმენტების და განახლების ძიებაშია.

თეატრი სეზონის განმავლობაში საშუალოდ 7-10  ახალ სპექტაკლს  დგამს. რეპერტუარში სხვადასხვა თაობის რეჟისორების მიერ დაგმული 30-ზე მეტი სპექტაკლია. ვთამაშობთ  მსოფლიო და ქართულ კლასიკურ დრამატურურგიას, ამასთანავე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ  თანამედროვე ავტორებს და ტექსტებს.

თეატრი სეზონის განმავლობაში 50 000-ზე მეტ მაყურებელს მასპინძლობს, რომლის უმეტესობაც  ახალგაზრდა თაობაა.

მარჯანიშვილის თეატრის ცხოვრება მხოლოდ თეატრალური წარმოდგენებით არ შემოიფარგლება. მისი პროფილის შემადგენელი ნაწილია სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერა.   მარჯანიშვილის თეატრი   თანამედროვე პოეტებისა და მწერლების  მუდმივი თავშეყრის ადგილია,  ვმასპინძლობთ  ლიტერატურულ-  საგანმანათლებლო საღამოებს, თანამედროვე დრამატურგების პიესების კითხვას, გამოფენებსა და სხვა  ღონისძიებებს.

თეატრის საგასტროლო რუკა თითქმის ყველა კონტინენტს მოიცავს,  ყოველწლიურად   სტუმრობს ყველა დიდ და მნიშვნელოვან ფესტივალს.

ვახორციელებთ ერთობლივ დადგმებს და  პროექტებს: დიდ ბრიტანეთთან, იტალიასთან, გერმანიასთან , პოლონეთთან, საბერძნეთთან, აზერბაიჯანთან, უკრაინასთან, მაკედონიასთან.

2015  წლიდან  მარჯანიშვილის თეატრი ევროპის საერთაშორისო თეატრალურ კონვენციის – ETC-ის  წევრია. 

თეატრის დაარსებიდან 86 წლის შემდეგ გაზეთი გარდიანი  წერს:

„თუ საქართველოს სხვა თეატრების დონე ოდნავ მაინც უახლოვდება მარჯანიშვილის თეატრისას, მაშინ თეატრის კრიტიკოსის პროფესია ამ ქვეყანაში უდავოდ ყველაზე სანატრელად უნდა მივიჩნიოთ.“

 

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:
ლევან წულაძე
თეატრის დირექტორი: ეკატერინე მაზმიშვილი
ტელ: (+995) 577516850
E-mail:eka@tbilisiinternational.com
www.marjanishvili.com