პროგრამა სრულად

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - ოთხშაბათი, 28 September
მდებარეობა: 
ლევ ტოლსტოის მიხედვით

კრეიცერის სონატა

ინსცენირების ავტორები: ლევან წულაძე, თემო კუპრავა
 
რეჟისორები: ლევან წულაძე, თემო კუპრავა
სცენოგრაფია ლევან წულაძის
კოსტიუმების მხატვარი ნინო სურგულაძე
ქორეოგრაფი თინათინ წულაძე
მუსიკალური გამფორმებელი ზურაბ გაგლოშვილი
ვიდეო ინსტალაცია დავით დვალიშვილი
რეჟისორის თანაშემწე ნინო ჟორჟოლიანი
 
 
მონაწილეობენ: 

ნიკოლოზ კუჭავა
ლელა მებურიშვილი
მანანა კოზაკოვა-წულაძე
ქეთევან  ცხაკაია
ბესიკ  ბარათაშვილი
გიორგი (ჯაბა)  კილაძე
მარიამ ცქიფურიშვილი

 

სპექტაკლის შესახებ: 
...რატომ ქორწინდება მამაკაცი ქალზე, სიყვარულის გამო. შეხვდება ქალს,რომელიც მოეწონება და გადაწყვეტს,რომ ის ერთადერთი და განუმეორებელია.მხოლოდ მისთვის არის შექმნილი და მხოლოდ მას უნდა ეკუთვნოდეს უკუნითი უკუნითამდე .სინამდვილეში კი შესაძლებელია მას უბრალოდ დეკოლტე მოეწონა, ან კაბა, რომელიც განსაკუთრებულად უხდებოდა, ჟორსე, ან თმა რომელსაც ნიავი იმ წუთას ძალიან ლამაზად არხევდა. მას აღეძრა ბუნებრივი სურვილი მასთან ყოფნის, მისი ნახვის, მთელი ცხოვრების მასთან ერთად გატარების .ალბათ ქალსაც იგივე დაემართა და მათ შექმნეს ოჯახი. მიზანი მიღწეულია, სურვილი დაკმაყოფილებული და უცებ ირკვევა,რომ მათ არაფერი არ აკავშირებთ ერთმანეთთან გარდა ცხოველური ფიზიკური ლტოლვისა. ორ სამ თვეში ერთმანეთის პირისპირ რჩება ორი ეგოისტი, რომლებსაც ერთმანეთისგან მხოლოდ ერთი რამ სჭირდებათ, სურვილის დაკმაყოფილება და აქ ირკვევა, რომ ოჯახი და ქორწინება ერთი დიდი საზიზღარი ტყუილია და მეტი არაფერი. ისინი ატყუებენ სხვასაც და საკუთარ თავსაც. ღალატობენ ერთმანეთს და თუ ღალატობენ ეს კიდე აიტანება და თუ არა, თუ აიძულებენ ერთმანეთს ერთგულება შეინახონ, განშორება სურთ და მიუხედავად ამისა მაინც ერთად არიან, აი მაშინ იწყება ჯოჯოხეთი,  თავს იკლავენ, ხოცავენ ერთმანეთს, წამლავენ სხვასაც და საკუთარ თავსაც... 

 

პრემიერა შედგა 2020 წლის 18 თებერვალს
ხანგრძლივობა: 120 წუთი, შესვენების გარეშე

1928 წელს  დიდმა ქართველმა რეჟისორმა და რეფორმატორმა კოტე მარჯანიშვილმა მეორე ქართული სახელმწიფო თეატრი შექმნა. მას შემდეგ 90 წლის განვალობაში თეატრი განაგრძობს მისი დამაარსებლის კოტე მარჯანიშვილის ტრადიციების დაცვას, სწორედ ტრადიციისა და ნოვაციის შერწყმით, ხარისხზე ორიენტირებული რეპერტუარით  ახერხებს „საზოგადოებრივი“ თეატრის (სოციალური თეატრის) სახელის დამკვიდრებას. შეიძლება ითქვას, საკუთარ თავზე აიღო ერთგვარი განმანათლებლისა და სოციალური კომენტატორის ფუნქცია.  მარჯანიშვილის თეატრი ქვეყნის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და დღემდე ინარჩუნებს ლიდერის სტატუსს.

2006 წლიდან დღემდე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი  თანამედროვე თეატრის გამორჩეული რეჟისორი ლევან წულაძეა. სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად  თეატრის წარმატებას  განსაზღვრავს  საუკეთესო მსახიობთა დასი, რეჟისორები, მხატვრები,  კომპოზიტორები, ეს ის გუნდია, რომელიც  21-ე საუკუნის ტექნოლოგიური გამოწვევებთან ერთად  მუდმივი ექსპერიმენტების და განახლების ძიებაშია.

თეატრი სეზონის განმავლობაში საშუალოდ 7-10  ახალ სპექტაკლს  დგამს. რეპერტუარში სხვადასხვა თაობის რეჟისორების მიერ დაგმული 30-ზე მეტი სპექტაკლია. ვთამაშობთ  მსოფლიო და ქართულ კლასიკურ დრამატურურგიას, ამასთანავე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ  თანამედროვე ავტორებს და ტექსტებს.

თეატრი სეზონის განმავლობაში 50 000-ზე მეტ მაყურებელს მასპინძლობს, რომლის უმეტესობაც  ახალგაზრდა თაობაა.

მარჯანიშვილის თეატრის ცხოვრება მხოლოდ თეატრალური წარმოდგენებით არ შემოიფარგლება. მისი პროფილის შემადგენელი ნაწილია სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერა.   მარჯანიშვილის თეატრი   თანამედროვე პოეტებისა და მწერლების  მუდმივი თავშეყრის ადგილია,  ვმასპინძლობთ  ლიტერატურულ-  საგანმანათლებლო საღამოებს, თანამედროვე დრამატურგების პიესების კითხვას, გამოფენებსა და სხვა  ღონისძიებებს.

თეატრის საგასტროლო რუკა თითქმის ყველა კონტინენტს მოიცავს,  ყოველწლიურად   სტუმრობს ყველა დიდ და მნიშვნელოვან ფესტივალს.

ვახორციელებთ ერთობლივ დადგმებს და  პროექტებს: დიდ ბრიტანეთთან, იტალიასთან, გერმანიასთან , პოლონეთთან, საბერძნეთთან, აზერბაიჯანთან, უკრაინასთან, მაკედონიასთან.

2015  წლიდან  მარჯანიშვილის თეატრი ევროპის საერთაშორისო თეატრალურ კონვენციის – ETC-ის  წევრია. 

თეატრის დაარსებიდან 86 წლის შემდეგ გაზეთი გარდიანი  წერს:

„თუ საქართველოს სხვა თეატრების დონე ოდნავ მაინც უახლოვდება მარჯანიშვილის თეატრისას, მაშინ თეატრის კრიტიკოსის პროფესია ამ ქვეყანაში უდავოდ ყველაზე სანატრელად უნდა მივიჩნიოთ.“

 

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:
ლევან წულაძე
თეატრის დირექტორი: ეკატერინე მაზმიშვილი
ტელ: (+995) 577516850
E-mail:eka@tbilisiinternational.com
www.marjanishvili.com