პროგრამა სრულად

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 18:00 - კვირა, 06 ოქტომბერი
მდებარეობა: 
მაკა კუკულავა

საწოლში მირასთან

რეჟისორი –  სოფო ქელბაქიანი
კოსტიუმების მხატვარი  - ლიზა ჭიჭინაძე
კომპოზიტორი –  ერეკლე გეწაძე

 

მონაწილეობენ:
ნინო კასრაძე, შაკო მირიანაშვილი,ირაკლი გოგოლაძე.

 

სპექტაკლის შესახებ:
მირა ცნობილი ტელევარსკვლავია, რომელსაც   ყოველკვირეული გასართობი ლაივ შოუ „საწოლში მირასთან” მიყავს. გადაცემის სტუმები ძირითადად ცნობილი ადამიანები არიან, მირა მათ თავის საწოლში იწვევს და ასეთ გარემოში ცდილობს საუბარს. მაყურებელს ლაივ შოუს ჩაწერაზე მისული დარბაზი ხვდება, რომელიც ერთვება იმ სპექტაკლში, რაც ჩვენს თვალწინ გათამაშდება.

შოუ იწყება და ის ისაა მირამ ეთერში სტუმარი უნდა მოიწვიოს, რომ მაყურებლის დარბაზიდან ნიღბიანი ახალგაზრდა კაცი წამოხტება, სცენისკენ გაექანება, რევოლვერს იღებს და მირა მძევლად აჰყავს. ახალგაზრდა კაცი მოითხოვს ეთერი არ გათიშონ. პროდიუსერი ლეო, რომელიც მირას ყურსასმენის მეშვეობით ესაუბრება და რომლის ხმა მხოლოდ მირას ესმის ამშვიდებს მას, ეუბნება, რომ ბიჭის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, მირამ კი შოუ უნდა გააგრძელოს. ბიჭი ითხოვს თანხას და იმის გარანტიას, რომ ის და მირა უსაფრთხოდ გავლენ ტელევიზიის შენობიდან, ბიჭი თვითმფრინავში ჩაჯდება ფულთან ერად, მირას გაათავისუფლებს და თვითონ გაფრინდება. პროდიუსერი ლეო მირას ეუბნება, რომ რეიტინგისთვის ძალზედ ხელსაყრელია ეს ყველაფერი და სთხოვს მას ლაივი მონდომებით გააგრძელოს. მირა და ბიჭი საუბარს იწყებენ. ლეო ცდილობს მიმართულება მისცეს მირას და კარნახობს როდის რა იკითხოს. საუბარი მირას მორიგ გადაცემას ემსგავსება, დრო გადის, თანხა არ ჩანს. ბიჭი ითხოვს დააჩქარონ მოვლენები, ვიდრე მოთმინების ფიალა აევსება. მირა დაძაბულია. მას ეჭვი უჩნდება, რომ რეიტინგის გამო ლეო მის სიცოცხლეს გაწირავს. გაღიზიანებული მირა  უკვე ეწინააღმდეგება ლეოს დირექტივებს.  მოულოდნელად ლეოს წამოცდება, რომ ყველაფერი, რაც ხდება მისი დადგმული სცენარია შოუს რეიტინგის ასამაღლებლად. ეს მირას ჰგონია, რომ ისევ ვარსკვლავია, სინამდვილეში გადაცემას არავინ აღარ უყურებს და სწორედ ეს ლაივია ახლა შანსი, რომ მირამ დაიბრუნოს ძველი პოპულარობა.

ლეოს სიტყვებით გამწარებული მირა ბიჭს ეტყვის, რომ მისი არ ეშინია, რადგან იცის, – რევოლვერი ცარიელია. ამის შემდეგ ბიჭი ფეხსაცმლიდან ტყვიას ამოიღებს და განაცხადებს, რომ ეს დეტალი სპექტაკლის ავტორებმა ვერ გაითვალისწინეს.  იწყება ნამდვილი თამაში ახლა უკვე ბიჭის წესებით. პირობები არ იცვლება, ოღონდ მირა ახლა მართლაც მძევალია. სპექტაკლზე მისული მაყურებელი მონაწილე ხდება იმ  სახიფათო თამაშისა, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდება მსხვერპლისათვის. ვინ არის ნამდვილი მსხვერპლი, ამას სპექტაკლის ბოლოს გავიგებთ.

 

პრემიერის თარიღი: 25.04.2019
ხანგრძლივობა: 90 წუთი, შესვენების გარეშე
საგასტროლო ჯგუფი: 8 ადამიანი

თეატრი ათონელზე დამოუკიდებელი პროფესიული თეატრია, რომელიც 2005 წელს დაარსდა. დამფუძნებელია რევაზ სალუქვაძე, თეატრის სამხატრო ხელმძღვანელი – ნანა ფაჩუაშვილი.

თეატრს არ ჰყავს საკუთარი დასი და ხშირად უთმობს სცენას თანამედროვე ახალგაზრდა რეჟისორებს და მსახიობებს, რითიც საშუალებას აძლევს მათ საკუთარი ნამუშევრები ფართო საზოგადოებას წარუდგინონ.

თეატრში  2005 წლიდან არაერთი წარმატებული და გახმაურებული სპექტაკლი დაიდგა, მათ შორის: „ემიგრანტები”, „დილა მშვიდობისა ასდოლარიანო!”, „დედა-დედოფალი” და სხვა.  მოწვეულნი გვყავდა ისეთი ცნობილი რეჟისორები და მსახიობები, როგორებიც არიან:  თემურ ჩხეიძე, ქეთი დოლიძე,  ნანა ფაჩუაშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, რამაზ იოსელიანი, ზურა ყიფშიძე, გოგა პიპინაშვილი.

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო  ხელმძღვანელი:  ნანა ფაჩუაშვილი
საკონტაქტო პირითინათინ სალუქვაძე
ტელ: +995 599285000
E-mail: atonelith@gmail.com

სოფო ქელბაქიანი

თეატრის რეჟისორი და მხატვარი.

 

2007წ. დაამთავრა ქ.თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია / მედია-ხელოვნების ფაკულტეტი,ციფრული მულტიმედი,მედია-ხელოვნების სპეციალობა/

 

1014 წ. დაამთავრა თანამედროვე ხელოვნების განვითარების ცენტრი - თემურ ჩხეიძის სახელოსნო /სპეციალობა - თეატრის რეჟისორი/

 

2009-2013 წ. მუშაობდა როგორც თეატრის რეჟისორი და მხატვარი  - მოსწავლე-ახალგაზდობის სახლთან არსებული, ექსპერიმენტული თეატრი „პანო“ /დამფუძნებელი/

2015წ. სამეფო უბნის თეატრი. სპექტაკლი -"სამშობლო",ნოველქა- "ქაღალდის თვითმფრინავი"/პიესის ავტორი -მაკა კუკულავა/

2017წ.  თეატრი ათონელზე . სპექტაკლი- „ დასასრულის შემდეგ“ /პიესის ავტორი - დენის კელი/

2018წ. სამეფო უბნის თეატრი. სპექტაკლი - „ მარიონეტების ცხოვრებიდან“ /პიესის ავტორი - ინგმარ ბერგმანი/

2019წ. თეატრი ათონელზე. სპექტაკლი  -„საწოლში მირასთან“ /პიესის ავტორი - მაკა კუკულავა/

მუშაობს როგორც თეატრის რეჟსორი და მხატვარი.