რეჟისორი – ავთანდილ დიასამიძე
სცენოგრაფია ლანა ყავრელიშვილის
მულტიპლიკაციის მხატვრები – პეტრე თომაძე, არსენ ოქრუაშვილი
მუსიკალური გაფორმება გიორგი კობერიძის
რეჟისორის თანაშემწე – ქეთი ქანთარია
მონაწილეობენ:
ნიკოლოზ ფაიქრიძე, ხატია მელქაძე, ვახტანგ ნოზაძე, იოანა ნავაძე
სპექტაკლის შესახებ:
„ოდისეა“ წარმოადგენს მულტიმედიურ, ექსპერიმენტულ პროექტს, რომელშიც გაერთიანებულა დრამატული თეატრის, ანიმაციისა და კინოს ხერხები. წარმოდგენას ლიტერატურულ საფუძვლად მითოლოგია უდევს, ყმაწვილთათვის ადაპტირებული. წარმოდგენას ორი მთავარი პერსონაჟი ჰყავს – „ხორციელი“ ადამიანი, ყოველდღიური საზრუნავით დაღლილი, ერთი ჩვეულებრივი ოჯახის მამა და ანიმაციური გმირი – ოდისევსი, რომელიც ტროას ომის შემდეგ შინ დაბრუნებას ამაოდ ცდილობს. ამ საქმეში მას სწორედ ადამიანის დახმარება სჭირდება.
პრემიერის თარიღი: 28.05.2019
ხანგრძლივობა: 90 წუთი, შესვენების გარეშე
საგასტროლო ჯგუფი: 10 ადამიანი
90 წლის ყველაზე ახალგაზრდა და ენერგიული! – ეს ჩვენ ვართ – ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი. ჩვენ წელს 90 წელი გვისრულდება! დაბადებიდან დღემდე უნიკალურ საქმეს ვემსახურებით – ვზრდით ახალ თაობას, რომელსაც უყვარს თეატრი და ხელოვნება, ვზრდით თეატრის მომავალ მოღვაწეებს.
ჩვენს თეატრს ყველაზე მრავალფეროვანი აუდიტორია ჰყავს –3 წლიდან 18 + ასაკის, ქართული და რუსულ ენოვანი, თუ ამ ენებს არ ფლობთ, არა უშავს, ჩვენს თეატრში თქვენთვისაც მოიძებნენბა სპექტაკლები ტექსტის გარეშე. არანაკლებ საინტერესოა თოჯინური სპექტაკლები. რეპერტუარი მრავალფეროვანია – დრამა, კომედია, მუსიკალური და ქორეოგრაფიული წარმოდგენები, ზღაპარი, სათავგადასავლო და რომანტიკული ჟანრის სპექტაკლები.
მეგობრული გარემო, საინტერესო დადგმები, ბრწყინვალე შემოქმედებითი გუნდი – ეს მოზარდ მაყურებელთა თეატრია.
გინდათ ახალგაზრდული ჟინი შეინარჩუნოდ? ეს მარტივია – გვეწვიეთ და იმეგობრეთ ჩვენთან.
საკონტაქტო ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: დიმიტრი ხვთისიაშვილი
საკონტაქტო პირი: სოფიო დეკანოზიშვილი
ტელ:+995 551087764
E-mail:Youththeatretbilisi@gmail.com
Sofiactpa@gmail.com
www.mozardi.ge
ავთანდილ დიასამიძე 24 წლის ახალგაზრდა ქართველი რეჟისორია.
დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტი, ლევან წულაძის სარეჟისორო ჯგუფი. დადგმული აქვს სპექტაკლები: ა. პ. ჩეხოვის „დათვი” (საკურსო სპექტაკლი 2014 წ.);
„კუბიკი” ქორეოგრაფიული დადგმა ჯ. ქარჩხაძის „იგი”-ს მიხედვით. (მარჯანიშვილის თეატრი. წინასადიპლომო სპექტაკლი. 2015 წ.); ტ. უილიამსის „მინის სამხეცე” (მარჯანიშვილის თეატრი. სადიპლომო სპექტაკლი 2015 წ. ); გ. ბიუხნერის „ვოიცეკი” (მარჯანიშვილის თეატრი. 2017 წ.); თეატრალური პერფორმანსები: ხ. კორტასარის „სახლი” და „ექსკურსია N-105157” .
მინიჭებული აქვს ყოველწლიური თეატრალური პრემია „დურუჯი” 2015-2016 წწ. სეზონზე საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორის ნომინაციაში.
2016-2017 წწ. ქალაქ კიევში GOGOLFEST-ის ფარგლებში მონაწილეობდა European Theatre Convention-ის პროექტებში, რომელთა მიზანი იყო უკრაინელ მსახიობებთან ერთობლივი მუშაობა.