პროგრამა სრულად

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 21:00 - პარასკევი, 04 ოქტომბერი
მდებარეობა: კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი
დანტე ალიგიერი

ღვთაებრივი კომედია

დანტე ალიგიერი
ღვთაებრივი კომედია

რეჟისორი –  იოსებ ბაკურაძე
მხატვრები - ბიძინა სიდიანი, ანა გორბასი
ქორეოგრაფი – ლაშა რობაქიძე
კომპოზიტორები – სანდრო ნიკოლაძე, დავით კაკულია
 

მონაწილეობენ:
ანა თალაკვაძე, მიხეილ ზაქაიძე, თამთა თავდიშვილი, კოტე ლიპარტელიანი, ბექა გარსენიშვილი, მარიამ ბალახაძე, გიორგი ხაჩიძე, ინდირა რეიესი

 

სპექტაკლის შესახებ:
დანტეს ცნობილი ნაწარმოების თეატრალური წარმოდგენა, სადაც ჯოჯოხეთი, სალხინებელი და სამოთხე სამ 20 წუთიან დადგმაში არის გაერთიანებული.

 

პრემიერის თარიღი:  17.03.2019
ხანგრძლივობა: 60 წუთი, ორი შესვენებით
საგასტროლო ჯგუფი: 14 ადამიანი

მოძრაობის თეატრი 2000 წელს  კახა ბაკურაძემ  დააფუძნა. მას შემდეგ მუდმივი ინოვაციებით, საინტერესო სპექტაკლებითა და კრეატიული ღონისძიებებით, დღემდე აგრძელებს მაყურებლის დაინტერესებას. ამჟამად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იოსებ ბაკურაძეა. თეატრი საქართველოს სახელით არაერთხელ იყო წარდგენილი საერთაშორისო ფესტივალებზე. მათ შორის შექსპირის საერთაშორისო ფესტივალზე 2018 წელს, იოსებ ბაკურაძის სპექტაკლით „ქარიშხალი“ ; 2018 წელს, კულტურის სამინისტროს ორგანიზებით იყო  ფრანკფურტში River Bank Festival-ზე. 2019 წელს თეატრი მიწვეულია მიუნხენში, ვილნიუსში და მინსკში. მრავალჯერ იყო ევროპის ქვეყნებში გამართული ფესტივალების მონაწილე. სექტემბერში მოძრაობის თეატრს ამერიკული დასი ესტუმრება, რომელიც ჩვენს მსახიობებთან  ერთად დადგამს სპექტაკლს. მოძრაობის თეატრი  აერთიანებს თანამედროვე ცეკვას, მიმოდრამას, აკრობატიკას, პანტომიმას, ფიზიკურ თეატრს, ბალეტს, საბრძოლო და საცირკო ელემენტებს, ფოლკლორს და საავტორო მუსიკას. ამ სპეციფიკიდან გამომდინარე სანახაობა ერთნაირად საინტერესოა ყველა ასაკისა თუ ეროვნების მაყურებლისათვის.

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო  ხელმძღვანელი: იოსებ ბაკურაძე
საკონტაქტო პირი: ეკა ბაკურაძე
ტელ:+995 599624034,
E-mail:pr.movementtheatre@gmail.com,
www.mtheatre.ge

იოსებ ბაკურაძე

2000 წლიდან მოძრაობის თეატრის დამფუძნებელი
2010 წელს დაამთავარა რობერტ სტურუას სამაგისტრო ჯგუფი.


მნიშვნელოვანი დადგმები:
მოძრაობის თეატრი-”ქარიშხალი”, ”ამბავი ერთი მკვლელისა”, ”ღვთაებრივი კომედია.”
რუსთაველის თეატრი-”გაუმარჯოს ბუშონს”, ”როგორც იქნა”
თელავის თეატრი-”სადილი ექვსისთვის”
ახალციხის თეატრი-”მატარებელი მოდის”
სინეტიკის თეატრი(ვაშინგტონი)-”ტიტუს ანდრონიკუსი”
ბათუმის თეატრი-”კუნძული

2012 წლიდან მოძრაობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი