პროგრამა სრულად

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - შაბათი, 05 ოქტომბერი
მდებარეობა: 
პაოლო ჯენოვეზე

თამაში

რეჟისორი – გურანდა იაშვილი
კოსტიუმების მხატვარი – ანანო მოსიძე
სპექტაკლში გამოყენებულია Antonio Carlos Jobim -ის კომპოზიცია Chega De Saudade
სიმღერის No More Blues  შემსრულებელი ანა დოი

რეჟისორის თანაშემწე –  ნინო ჭავჭავაძე
 

მონაწილეობენ:
ბუბა გოგორიშვილი, დავით ბეშიტაიშვილი, ნანკა კალატოზიშვილი, თორნიკე გოგრიჭიანი, ეკა დემეტრაძე, გიგი ქარსელაძე, კახა კინწურაშვილი, რუსკა ქარქაშაძე

 

სპექტაკლის შესახებ:
,,არ დამალოთ თქვენი ნამდვილი გრძნობები, რადგან ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც გაქვთ.“                                                                                                               
პატარა უფლისწული

დღეს ყველაზე ახლობელ ადამიანსაც კი უნდა დაუმალო შენი საიდუმლო... სამაგიეროდ, ეს დაგეხმარება შეინარჩუნო ურთიერთობები, ცხოვრების ჩვეული წესი... თუ გინდა, უკვე დამკვიდრებული სტაბილურობა შეინარჩუნო, ღრმად შეინახე შენი ინტიმური მიმოწერა და ფოტოები...  ძალდატანებით, მაგრამ მაინც იცინე შენი მეგობრების უკბილო ხუმრობებზე, რადგანაც იცი, რომ ერთ-ერთის ცოლი მალე ბანალურ ეროტიკულ შეტყობინებას შენც გამოგიგზავნის...

ამ სპექტაკლის ნახვის შემდეგ, შესაძლებელია ასეთი ამორალური დასკვნებიც კი გააკეთოთ... ამიტომ, სანამ მოხვალთ, კარგად დაფიქრდით, ვისთან ერთად ისურვებდით გამოაშკარავების სეანსზე დასწრებას, რომ დარბაზიდან გასვლის შემდეგ თქვენი დამსხვრეული მობილური მოწყობილობა თქვენივე ანარეკლად არ იქცეს...

 

პრემიერის თარიღი: 11.05.2019
ხანგრძლივობა: 90 წუთი, შესვენების გარეშე
საგასტროლო ჯგუფი: 16 ადამიანი

თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრი, შემოქმედებითი პროცესით თუ ვიმსჯელებთ, დღეისათვის საქართველოს თეატრებს შორის ლიდერია. მის პირველობას კი მრავალი ფაქტორი განაპირობებს: მრავალფეროვნება, ხარისხი, აქტუალობა და ნიჭიერება.

თეატრი 1926 წელს დაარსდა. წლების განმავლობაში თეატრის რეპერტუარი შედგებოდა მხოლოდ   მუსიკალური კომედიებისაგან. ამ თეატრში მოღვაწეობდნენ  გამოჩენილი ქართველი რეჟისორები და მსახიობები, კომპოზიტორები და დრამატურგები, მხატვრები და ქორეოგრაფები. თეატრის პოპულარობა  სწრაფად იზრდებოდა და ის ქართული თეატრალური და მუსიკალური კულტურის უმნიშვენელოვანეს  ნაწილს წარმოადგენდა.

2004 წლიდან, მას შემდეგ რაც თეატრის სამხატვრო ხელმღვანელი   დავით დოიაშვილი გახდა, თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრში ჩატარდა რეფორმები და შეიქმნა სინთეზური ხასიათის თეატრი, რომელმაც თავის რეპერტუარში ჩართო სხვადასხვა,  რადიკალურად განსხვავებული ჟანრის სპექტაკლები: დრამა, კომედია, მიუზიკლი, მუსიკალური დრამა, ქორეოგრაფიული და ლიტერატურული სპექტაკლები.   

ეს არის თეატრი,  რომელიც ორიენტირებულია ხარისხიან დრამატურგიაზე, ახალგაზრდა ნიჭიერ რეჟისორებზე და თავად ხელმძღვანელის დავით დოიაშვილის შემოქმედებასა და სურვილზე გვესაუბროს ხელოვნების ენით, ცვალოს ფორმები, იფიქროს შერეული ხერხებით, ოსტატურად ამუშაოს მსახიობები. სწორედ ამ მიზეზით მუსიკისა და დრამის თეატრი დღეს ერთ-ერთი ინოვატორული და წარმატებული თეატრია ჩვენს ქვეყანაში. მუდმივად იზრდება მისი პოპულარობა,  მნიშვნელოვანი ჯილდოებისა და პრიზების რაოდენობა, ასევე მისი საერთაშორისო აღიარება და სახელი.

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო  ხელმძღვანელი: დავით დოიაშვილი
საკონტაქტო პირი: სოფო ლილუაშვილი
ტელ:+995 595411511
E-mail:sofia@musictheatre.ge / sofialiluashvili@gmail.com
www. musictheatre.ge

გურანდა იაშვილი

დაიბადა 1965  წლის 9 ნოემბერს.

1986 წელს დაამთავრა ქუთაისის ალექსანდრე წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგიური ფაკულტეტი.

1994 წელს დაამთავრა  შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, დრამის რეჟისორის სპეციალობით  (მ. თუმანიშვილის სახელოსნო)

 

სამუშაო გამოცდილება:

1986 –1988 წწ. – ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რეჟისორის ასისტენტი.

1994–1996 წწ. – მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი, რეჟისორის ასისტენტი.

1998–2001 წ.წ. – კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი,  რეჟისორის ასისტენტი.

2001 – 2002 წწ. – თბილისის კულტურის სამსახური, მენეჯერი.

2002 – 2003 წწ. – საპროდიუსერო კომპანია „არტ იმედი“, მენეჯერი სადადგმო დარგში.

2005 წ. – საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის პირველი არხი, პროდიუსერი.

2006  წლიდან თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის რეჟისორი.

 

განხორციელებული დადგმები :

მუსიკისა და დრამის თეატრი:

2019   -  პ. ჯენოვეზე ,,თამაში“

2012  - ლ. ბუღაძე „პანთეონი“

2009 -  პ. შენო „ანდერძი“

2007 - პ. ტრავერსი ,,მერი პოპინსი“

2006 - ე. რაძინსკი ,,მაკულატურა ანუ დღეს ორშაბათია“

 

მარჯანიშვილის თეატრი:

1999 წ.  – ჟ. მარსანი ,,მაყურებლისთვის ამის ნახვა აკრძალულია“

 

კინომსახიობთა თეატრი:

1996 წ. –  ბ. სლეიდი „ყოველი წლის თებერვალში“

 

ქუთაისის  ლადო მესხიშვილის სახელობის სახელობის. დრამატული თეატრი:

1997 წ.  – ედუარდო დე ფილიპო „ქურდი სამოთხეში“

1998 წ. –  ლ. თაბუკაშვილი „მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“

2001 წ. – კ. მანიე „ბლეზი“

 

თეატრალური უნივერსიტეტი:

1994 წ. – ჟ. კოკტო  „გულცივი მამაკაცი“

1992 წ. – ი. ბაბელი ,,მარია“