პროგრამა სრულად

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 00:00 - შაბათი, 05 ოქტომბერი
მდებარეობა: ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრი (დიდი სცენა)
ვინი კარნოფკა, სებასტიან შიმელი

სპლიყვიFant

ვინი კარნოფკა, სებასტიან შიმელი
სპლიყვიFant
 

რეჟისორი  –  იულე კრაჰტი
სცენოგრაფია ნინო ჩიტაიშვილისა  და კარსტენ შმიდტის
მუსიკალური გაფორმება სოფო ახუაშვილის
რეჟისორის თანაშემწე –  ხათუნა საძაგლიშვილი
 

მონაწილეობენ:
სოფო ახუაშვილი, გიორგი ჯიქურიძე

 

სპექტაკლის შესახებ:
„სპლიყვიFantი“  ქართულ - გერმანული სპექტაკლია, რომელიც  ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრისა და ლაიფციგის საბავშვო თეატრის კოპროდუქცია. სპექტაკლი განკუთვნილია სამი წლიდან ბავშვების ასაკისთვის.

ორი ოთახი, ორი ლოგინი, ორი ადამიანი, რომელიც დასაძინებლად ემზადება... კბილების გამოხეხვა არ დაგვავიწყდეს, ბალიშები გავისწოროთ, საბნები გადავიფაროთ, შუქი ჩავაქროთ და ძილი ნებისა... მაგრამ, როცა არ გეძინება ფანტაზია იღვიძებს და სიბნელეში უცნაური თავგადასავლები იწყება, ჩვეულებრივი ნივთები ჯადოსნურ მოგზაურობას იწყებენ..... „სპლიყვიFantი“   ქართული და გერმანული სიტყვის „სპილოს“ შერწყმას წარმოადგენს, რომელშიც გაერთიანებულია ქართული და გერმანული საბავშვო თეატრების ცოდნა და გამოცდილება. სპექტაკლში ქართველი და გერმანელი მსახიობები მონაწილეობენ.

სპექტაკლი  დაიდგა გოეთეს ინსტიტუტის საერთაშორისო კოპროდუქციის ფონდის მხარდაჭერით.

 

პრემიერის თარიღი: 13.04.2019 - ლაიფციგი / 4.05.2019 - თბილისი
ხანგრძლივობა: 40 წუთი, შესვენების გარეშე
საგასტროლო ჯგუფი: 5 ადამიანი
 

90 წლის ყველაზე ახალგაზრდა და ენერგიული!  – ეს ჩვენ ვართ – ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი. ჩვენ წელს 90 წელი გვისრულდება! დაბადებიდან დღემდე უნიკალურ საქმეს ვემსახურებით  –  ვზრდით ახალ თაობას, რომელსაც უყვარს თეატრი და ხელოვნება, ვზრდით თეატრის მომავალ მოღვაწეებს.  
ჩვენს თეატრს ყველაზე მრავალფეროვანი აუდიტორია ჰყავს  –3 წლიდან 18 + ასაკის, ქართული  და რუსულ ენოვანი, თუ ამ ენებს არ ფლობთ, არა უშავს, ჩვენს თეატრში თქვენთვისაც მოიძებნენბა სპექტაკლები  ტექსტის გარეშე.  არანაკლებ საინტერესოა თოჯინური სპექტაკლები.  რეპერტუარი მრავალფეროვანია  – დრამა, კომედია, მუსიკალური და  ქორეოგრაფიული წარმოდგენები, ზღაპარი, სათავგადასავლო და რომანტიკული ჟანრის სპექტაკლები.
მეგობრული გარემო, საინტერესო დადგმები, ბრწყინვალე შემოქმედებითი გუნდი  – ეს მოზარდ მაყურებელთა თეატრია.
გინდათ ახალგაზრდული ჟინი შეინარჩუნოდ? ეს მარტივია – გვეწვიეთ და იმეგობრეთ ჩვენთან.

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო  ხელმძღვანელიდიმიტრი ხვთისიაშვილი
საკონტაქტო პირი: სოფიო დეკანოზიშვილი
ტელ:+995 551087764
E-mail:Youththeatretbilisi@gmail.com
Sofiactpa@gmail.com
www.mozardi.ge