პროგრამა სრულად

პროგრამა: საერთაშორისო პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - ორშაბათი, 23 სექტემბერი
მდებარეობა: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (დიდი სცენა)
ჯოუელ ბრაუნი და ივ მაცო

111 /ას თერთმეტი

რეჟისორი:  ჯორჯ ბუშევეი
ქორეოგრაფები და მოცეკვავეები  ჯოუელ ბრაუნი  და ივ მაცო

 

ტექსტის თანაავტორი/ ხმის  დიზაინერი – ჯორჯ ბუშევეი

ვიდეოტრეილერი  – ჯორჯ ბუშევეი და დეივიდ სტრიტი  

Aerial Coach – მარჯ გიბსონი
პროდიუსერი – სიუზან ჰეი
გარე თვალი – თაიმ ნუნი, დეივიდ სტრიტი, სიუზან ჰეი, რისტო ოჯა.  

ფოტოგრაფი  სიუზან ჰეი

 

 

სპექტაკლის შესახებ:

,,111’’  ორი სრულიად განსაკუთრებული მოცეკვავის - ჯოუელ ბრაუნისა და ივ მაცოს დუეტია. ეს არტისტები საკუთარი სიძლიერისა და დაუცველობის რეგისტრს იკვლევენ. ჯოუელი  თვითნასწავლი პარაპლეგიკოსი მოცეკვავეა, ცეკვავს ,,კანდოკოშიც“ - გაერთიანებული სამეფოს წამყვან საცეკვაო კომპანიაში ინკლუზიური ცეკვის განხრით. ივი ,,სკოტიშ ბალეის“ წამყვანი მოცეკვავე იყო წლების განმავლობაში. 

   111 ხერხემლის მალების ჯამია, მოცეკვავეთა მალების ჯამი - ჰიპოთეტურად, რასაკვირველია. ივი ისე მოძრაობს, თითქოს ასი მალა ჰქონდეს, ჯოუელის კი ისეთ ბრუნებს აკეთებს, რომ, როგორც თავად ხუმრობს, 11-მალიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.

 

ხანგრძლივობა: 45 წუთი, შესვენების გარეშე
ადგილი : მარჯანიშვილის თეატრი

 

პრესა:

“… ვიზუალურად გასაოცარი და შთამბეჭდავი.. მათი ხელები მოხდენილ, წარმოუდგენელ მოძრაობებში ერწყმის ერთმანეთს და შთაბეჭდილებების საოცარ ნაზავს ტოვებს.“ 
 **** THE HERALD

 

 

გარდა ცენტრალური შესასვლელისა, ხვალინდელ სპექტაკლზე გაიხსნება უზნაძის 48-ში მდებარე შესასვლელიც, რომელიც ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლე პირებისთვის.

Except for the main entrance, additional entrance will be opened from #48 Uznadze str. which is wheelchair friendly!

დუეტს ფინანსურ თუ სხვა სახის მხარდაჭერას უწევენ ასევე : Aerial Edge, Journey Productions, Ripple Arts,  Scottish Ballet,  ,,კანდოკო“, უეინ მაკგრეგორის სტუდია  და ,,Check it Scaffold’’.

www.onehundredandeleven.com

ჯოუელ ბრაუნმა და ივ მაცომ გლაზგოში ორგანიზაცია "Tramway“-ში გაიცნეს ერთმანეთი 2015 წელს, როცა ,,სკოტიშ ბალეი“, ,,ინდეპენ-დენსი“ და მარკ ბრიუ ახალ ნამუშევარზე მუშაობდნენ.
ერთად ცეკვის პირველივე დღეს მიხვდნენ, რომ ერთი გზა აქვთ. ,,111’’ ამ თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. 

,,111’’ კომპანია ,,Unlimited’’- ის მიერ დაკვეთილი და დაფინანსებული ნამუშევარია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ხელოვანებისადმი პატივის მისაგებად იქნა ჩაფიქრებული.
წარმოდგენას ფინანსური მხარდაჭერა გაუწიეს ასევე ორგანიზაციებმა "Spirit of 2012’’, "The Work Room’’, "The Place’’ "Made in Scotland’’, "Creative Scotland’ და "Tramway“- მ.

 

2019 წელს ,,111“  ედინბურგის თეატრალური ფესტივალზე "Made in Scotland’’- ის პრესტიჟული ჩვენებისთვის იქნა შერჩეული. გაზეთმა ,,გარდიანმა“ დადგმა ამ წლის თორმეტი საუკეთესო სპექატკლის ჩამონათვალში შეიტანა.