საჰაერო თეატრი
რეჟისორები: გასტონ იუნგმანი- რობერტო სტრადა
კომპოზიტორი: გასტონ იუნგმანი
ქორეოგრაფი: რობერტო სტრადა
მუსიკის შერჩევა/მისადაგება: დიუშამ პილო
მონაწილეობენ:
გას თვისტი ( ვოკალი ), ალენ ფერგიუსონი ( კონტრაბასი ), თეო კუევასი ( დასარტყამი ინსტრუმენტები ), გასტონ იუნგმანი ( სხვადასხვა გიტარა )
ასევე:
არტ-კოორდინატორი: პაბლო კუელო
ტექნიკური კოორდინატორი: რაულ ვეგასი
პროდუქციის კოორდინატორი: იფიგენეია ანდრუტსოპულო
პროდიუსერის ასისტენტი: კაროლინა არიას ჰერი
განათება: სტეფან ვაიიონი
ხმა, მუსიკალური გაფორმება: მიგელ კალატაიო ( ასევე სამგზავრო მენეჯერი)| ლარა პოტო დე ლა კამარა რიგერი | სერჯო ძარატე
სპექტაკლის შესახებ:
Muaré experience მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ინტენსიური ურთიერთქმედებაა. ეს არის შეგრძნებათა კონტრასტულობა, ხოლო შთაბეჭდილება - იგივე გამოცდილება -ისეთივე დაგრჩებათ, როგორც როკ-კონცერტის, საჰაერო შოუსა და იმ სივრცის ერთობლივი ამეტყველება, რომელშიც ჩვენი წარმოდგენა იქმნება.
ხანგრძლივობა: 60 წუთი, შესვენების გარეშე
ადგილი: ევროპის მოედანი
პრესა:
“ მათი ცა ყველა სცენას სჯობს!”
News Santa Maria, პორტუგალია
“Muare საჰაერო ცეკვით გვაჯადოვებს”
EL NORTE, მონტერეი
ორიგინალური და უნატიფესი ქორეოგრაფიული სურათების ბმა ჰაერში - ასეთია ჩვენი საერთაშორისო ბრენდი, უსაფრთხოების სათანადო სისტემები და ამწეები კი ჰაერში გასაოცარი წარმოდგენის შექმნაში გვეხმარება.
ჩვენი მიზანია სახეებითა და მძლავრი, ორიგინალური ცოცხალი მუსიკით წარმოვშვათ თქვენში უმძაფრესი გრძნობები.
Voalá -ს დღემდე ოცდაათზე მეტი ქვეყნის ცა გაუსერავს; 2008 წლიდან მოყოლებული, ყველაზე მნიშვნელოვან ფესტივალებსა და სახელოვნებო პროექტებში მიუღია მონაწილეობა მსოფლიოს კულტურულ დედაქალაქებში.