პროგრამა სრულად

პროგრამა: საერთაშორისო პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი
მდებარეობა: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (დიდი სცენა)
როი ოპენჰაიმი და იდო რიკლინი

ემოცია მოძრაობის გარეშე

მუსიკალური ფანტაზია ორკესტრისთვის, მსახიობისა და ვიდეოარტისთვის

რეჟისორი: იდო რიკლინი და როი ოპენჰაიმი
კომპოზიტორი:  ზოჰარ შარონი
ვიდეოარტი:  იოავ კოენი
ქორეოგრაფი:   მირი ლაზარი
ფოტოგრაფი:  იოსი ცვეკერი

ითაჩ ოჰირის მონაწილეობით

ორკესტრის ისტორია:
,,რევოლუციური ორკესტრი’’  მუსიკალური, შემოქმედებითი და საშემსრულებლო ანსამბლია, იგი ასრულებს ორიგინალურ მუსიკას, რომელიც ინტეგრირებულია ხელოვნების სხვა ფორმებთან. ორკესტრის მულტიდისციპლინური მუსიკალური პროექტები  მუსიკის ზღვრებსა და ხელოვნების სხვა ფორმებთან მის ურთიერთქმედებას იკვლევს. ნამუშევრებს ჯგუფი წარმოადგენს ახალი და უჩვეულო, ძალზე შთამაგონებელი, გამორჩეული საორკესტრო ფორმატით.

ორკესტრი 2004 წელს დაარსდა, მხატვრულ ხელმძღვანელობას მას კომპოზიტორი ზოჰარ შარონი და დირიჟორი როი ოპენჰაიმი უწევენ.

ორკესტრის წევრები არიან კლასიკური მუსიკოსები, რომლებიც ისრაელში წამყვან ორკესტრებსა და კამერულ ანსამბლებში უკრავენ და/ან მთელი მსოფლიოს როკ- , ჯაზურ და სხვაგვარი მუსიკის ანსამბლებთან თანამშრომლობენ.

 .

სპექტაკლის შესახებ:

(E)motion  Without Movement/,,ემოცია მოძრაობის გარეშე’’ მუსიკლური ფანტაზიაა, რომელიც ღრმად იხედება ხელოვანის სულში. იგი თავს ასბტრაქტული მუსიკალური სამყაროების შემქმნელად ხედავს, რომელსაც დონკიხოტური ბრძოლა აქვს წამოწყებული გარშემო გამეფებულ სიჩუმესთან.

თუმცა, არსებობს ერთი მოუშორებელი, უცვლელი ხმა, რომელსაც "შემოქმედი" ვერ აკონტროლებს. ეს არის "მთხრობელი" - ადამიანის შინაგანი ხმის განსახიერება. ,,მთხრობელი’’ მუდამ თან გვახლავს, ჩვენს გონებაშია, ჩვენი აზრებითა და ეჭვებით სულდგმულობს. ,,ემოცია მოძრაობის გარეშე“  თვალს გვადევნებინებს, როგორ ცვლიან ერთმანეთს ,,შემოქმედი“ და ,,მთხრობელი“ , ორი  - შექმნისა და თხრობის აქტი, მუსიკალური და ნარატიული გამოცდილება. წარმოდგენის ბოლო წუთებში, დირიჟორი, იგივე შემოქმედი,  კონტროლს ადუნებს,  ეგოზე, ,,მთხრობელზე“, უარს ამბობს და მთლიანად, დაუბრკოლებლად უძღვნის თავს საკუთარი სამყაროების შექმნის პროცესს. ამ წამებიდან ერთადერთ ზღვრად მხოლოდ ცა რჩება. მაყურებელი ამბად იქცევა, რომელიც საკუთარ მთხრობელს დაეძებს და უგულებელჰყოფს დროს, რომელიც ყოველ წამს და წუთს ანადგურებს ჩვენს სხეულს, ამბობს დირიჟორი დამაგვირგვინებელ სცენაში.

ხანგრძლივობა:  75 წუთი, შესვენების გარეშე
ადგილი: მარჯანიშვილის თეატრი

პრესა:

ადარ ავისარის რეცენზიიდან:

“…აქვე, პირველი აბზაციდან დაგიზოგავთ დროს, არ წაგაკითხებთ სტატიის 2000 სიტყვას, რომლის წერასაც ახლა შევუდექი. არც კი შევეცდები ინტელექტუალური დაძაბულობის შექმნას და ჯერ ამ სამ სიტყვას დავწერ: ,, საოცრება, სრულყოფილება, აღფრთოვანების წყარო.“

გენერალური პროდიუსერი – ომერ ლაქნერ რაიხენტალი