პროგრამა სრულად

პროგრამა: საერთაშორისო პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - ორშაბათი, 14 ოქტომბერი
მდებარეობა: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (სხვენი)
ნილ საიმონი

ქალები

კომედია 

რეჟისორი - ციცინო კობიაშვილი
დიზაინერი - ირინა კლიმენჩენკო
ქორეოგრაფი - სვიტლანა მელნიუკი
მუსიკალური ადაპტირება -  იჰორ საბლინი
ფოტოგრაფი - ოლჰა კოვალენკო

 

მონაწილეობენ:
ტეტიანა ლუბჩენკო, მარჰარიტა ტომი, კატერინა ფილატოვა, ტეტიანა ბელენკა, ლიუდმილა ტიმოფეევა, ოლექსანდრა ჰალაჩენკო, ვიტალი კრაპივა, ოლექსანდრ ლიუბჩენკო.

 

სპექტაკლის  შესახებ:
ქალები ... ძნელი მათი გაგება, თუმცა, თავად ეს არ უჭირთ! ყველაფერზე შეუძლიათ საუბარი ქვეყნის ზურგზე - კაცებზე, ფულზე, თაყვანისმცემლებზე, ქალურ ეშმაკობებსა და პრობლემებზე, სამსახურზე, მაგრამ ყველაზე მეტად - კაცებზე. ვის ესმის ყველაზე კარგად ქალის, თუ არა, მის უახლოეს მეგობრებს, ვისთანაც სკოლის წლებიდან მეგობრობს? აი, ამ წარსულის - იმ გართობის, ცეკვის, იმ წლების მოგონებებს გთავაზობთ სწორედ... ჩვენი ,,ქალები“ ჩვენთვის კარგად ნაცნობს ამბავს გვიყვება - ვის არ მონდომებია შინიდან, ,,ოჯახიდან“ მეგობრებთან გაქცევა? ასე იქცევა ჩვენი მთავარი გმირი ქალიც, ყველა მოვალეობას ზურგს აქცევს, კარტუზიაში თავის ბინას გამოიკეტავს და ჭორაობას, დასვენებას, სიმშვიდეს შეაფარებს თავს.  მათ ყველაფერი იციან ერთმანეთზე, ხუმრობენ, აშაყირებენ ერთმანეთს, მაგრამ უსაზღვრო სიყვარულით აკეთებენ ამას. ჰოდა, არც გაგიკვირდებათ, რომ სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება მას შემდეგ, რაც ერთ-ერთს მისი ქალური ბედი გამოცდას მოუწყობს.. ყველა ადამიანი თვისება, მეგობრობა, როგორც ღირებულება, რომელიც არაფრით უნდა დაიკარგოს, კიდევ უფრო მძაფრდება. და არის ისევ ის ძველი: ცრემლებს მიღმა სიცილი და სიცილს მიღმა ტირილი. ყველა გოგო ერთნაირია და ჩვენ გვგავს!

ეს სპექტაკლი ქართველ რეჟისორ ციცინო კობიაშვილთან თანამშრომლობით შეიქმნა. ჩვენი მსახიობებისთვის ეს არაჩვეულებრივი გამოცდილება იყო.

 

ხანგრძლივობა: 120 წუთი, ერთი შესვენებით
ადგილი: მარჯანიშვილის თეატრი

 

http://teatr-gogolya.pl.ua/

 

პოლტავის თეატრს ხანგრძლივი ისტორია აქვს. იგი უკვე 80 წლისაა და რეგიონისთვის მთავარ კულტურულ ცენტრს წარმოადგენს. თეატრს დიდი მიღწევები აქვს უკრაინის თუ საერთაშორისო მასშტაბით. იგი აცოცხლებს და ამდიდრებს უკრაინული თეატრის ტრადიციას. დასს რეპერტუარში კლასიკური თუ თანამედროვე პიესების მიხედვით დადგმული მუსიკალური და დრამატული წარმოდგენები აქვს. თეატრის კოლექტივი მუდამ ტურებშია და უკრაინულ თუ უცხოურ ფესტივალებში მონაწილეობს. მას დიდი შემოქმედებითი მიღწევები აქვს, წელიწადში ოთხ პრემიერას მაინც ამზადებს. ჩვენი თეატრი უკრაინული თეატრების პირველ ათეულშია.