პროგრამა სრულად

პროგრამა: საერთაშორისო პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი
მდებარეობა: ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრი (დიდი სცენა)
ნოდარ დუმბაძე

მე ვხედავ მზეს

მელოდრამა

რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი
დიზაინერი ლომგულ მურუსიძე
მუსიკალური ადაპტირება დიმიტრი ხვთისიაშვილი

 

მონაწილეობენ:  
ნიკიტა კროტოვიჩი, ოლგა სინიცა, არინა რიაბიჩინა, ირინა ცვეტკოვა, ნიკოლაი ლეონჩიკი, ანდრეი კოროლევიჩი, ვასილი კოზლოვი, 
ბელარუსის რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ლეონიდ ულშაჩენკო
ალექსანდრე პოლოსკოვი
ტატიანა როჟავსკაია
გენადი გორანსკი
ივან უშკევიჩი
ალექსანდრ გლადკი
კატერინა კრილოვა
ვლად ვინოგრადოვი
ივან შრუბეიკო
ნატალია გორბატენკო

 

ახალწვეულები:
ჯუმბერი - კირილ ნიკიტინი
კუკური - ნიკოლაი ვორობეი
ანზორი - ეგორ ფიოდოროვი
ვლად ვინოგრადოვი
დიმიტრი კოზელი
პაველ ტერეხოვი

 

სპექტაკლის შესახებ:
ყმაწვილი სოსო ჯერ ჯარში არ გაუწვევიათ, იგი საამისოდ ჯერ ახალგაზრდაა. მისი ომი მინდორში მძიმე შრომაა, მეცადინეობა, ქეთო მამიდასა და ხატიას დახმარება. სოსოია გოგონას სკოლამდე აცილებს ხოლმე, რადგან ერთადერთი, რასაც ხატია ამ სამყაროში ხედავს, მზეა, თუმცა, რაკი ასეა, არის იმედიც, რომ გოგონას ოდესმე მხედველობა აღუდგება! მერე, როცა ომი დასრულდება.

მანამდე კი, პატარა ქართული სოფელი მუშაობს, დღეს და ღამეს ასწორებს და ფრონტიდან თავის შვილებს ელოდება. ისინი უნდა დაბრუნდნენ, უნდა დაბრუნდნენ! თორემ ხატიასთან ერთად მზეს ვინ დაინახავს? ვინ აღადგენს ძველ წისქვილს, სიმინდს ვინ დათესავს? ვინ შეირთავს ცოლად მშვენიერ ქეთო მამიდას?

 

ხანგრძლივობა: 155 წუთი, ერთი შესვენებით
ადგილი:  ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრი 

 

პრესა:
სპექტაკლი ,,მე ვხედავ მზეს“ ქართველი კლასიკოსის, ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების რომანზეა დაფუძნებული. პიესა ბელარუსის რესპუბლიკის დამსახურებული კოლექტივის, ბელარუსის მოზარდი მაყურებლის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე დიმიტრი ხვთისიაშვილმა წარმოადგინა, თბილისის  მოზარდი მაყურებლის სახელმწიფო თეატრის მხატვრულმა ხელმძღვანელმა.’’

 

სპექტაკლი ეძღვნება გერმანელი ფაშისტი დამპყრობებისაგან ბელარუსის გათავისუფლების 75 წლისთავს.

 

www.beltuz.by

ბელარუსის რესპუბლიკის დამსახურებული კოლექტივი ,, ბელარუსის მოზარდი მაყურებლის სახელმწიფო აკადემიური თეატრი“ ბავშვებისათვის, მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის განკუთვნილი ერთადერთი ბელარუსული თეატრია. მოზარდი მაყურებლის თეატრი 1931 წელს დაარსდა. 1941 წელს, დიდი სამამულო ომის დაწყებამ თეატრს მუშაობა არაერთი წლით შეწყვეტინა, ხელახლა იგი მხოლოდ 1956 წელს გაიხსნა.

 2008-2014 წლებში შენობა საფუძვლიანად განახლდა.

 თეატრის ყველაზე ცნობილი რეჟისორები იყვნენ: ევსტიგნეი მიროვიჩი, ბორის ერინი, ნიკოლაი შეიკო. რეპერტუარი შედგება ისტორიული, მითოლოგიური და კლასიკური დრამატული ნაწარმოებებისაგან, მასში შედის სკოლების სასწავლო პროგრამებში შეტანილი თხზულებებიც.

 2015 წლის შემდეგ, თეატრის კლასიკური რეპერტუარი შედგენილი იყო ისეთი ავტორების ნაწარმოებებისგან, როგორებიც არიან მოლიერი, შექსპირი, მეტერლინკი, ე. პორტერი, კოლანდი, ანდერსენი, შარლ პერო, მარშაკი, კორნეი ჩუკოვსკი.