სიახლეები

თბილისის ბაზარი - Art Market

27.09.2019

ჩვენ ახალ ამბავს ვიწყებთ - არტ მარკეტს სახელწოდებით თბილისის ბაზარი

შესავალი კი  ასეთია : ქართული სპექტაკლების პროგრამა უკვე წლებია თეატრის პროფესიონალებს მასპინძლობს. ნელ-ნელა პროგრამა კომუნიკაციისა და  შესაძლებლობის ნამდვილ ცენტრად გადაიქცა.  სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით გადავწყვიტეთ ახალი ნაბიჯი გადაგვედგა და შეგვექმნა კიდევ ერთი ახალი მიმართულება -  „თბილისის ბაზარი“  - თეატრალური მარკეტი, მოვლენა, რომელიც შესაძლებლობებისა და კომუნიკაციის გაღრმავებას ემსახურება.

 

ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, ეს ახალი მიმართულება მიზნად ისახავს გახდეს საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც არტისებს, მენეჯერებსა და მათ პროექტებს ერთმანეთს დააკავშირებს.

 

რა არის თბილისის ბაზარი დღეს ?

 

  1. ქართული სპექტაკლების პროგრამა:  2-6 ოქტომბერი
  2. შეხვედრები, სოციალური აქტივობები, აზრთა ურთიერთგაცვლა და დისკუსიები:  2-6 ოქტომბერი

და რაც მთავარია :

  1. ბაზრის სტუმრების პრეზენტაციები. განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რომელიც თეატრის ყველა მუშაკს ახალ ჰორიზონტს გაუხსნის და განვითარების დამატებითი შესაძლებლობის მარცვალია.

3-4 ოქტომბერი

 

გახსნა: 2 ოქტომბერი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

გუდიაშვილის ქუჩა 5.

პრეზენტაციები და დისკუსია : მარჯანიშვილის თეატრის მუზეუმი , მარჯანიშვილის ქ.8

 

საერთაშორისო მონაწილეობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია თეატრის პროფესიისათვის, განვითარებისათვის. მენეჯერებისათვის  მთელს მსოფლიოში საერთაშორისო პროექტები მთავარ ინტერესს წარმოადგენს: გასტროლები, ფესტივალები, რეზიდენციები, კო-პროდუქციები . მსოფლიო თეატრალური სცენა მუდმივ მოძრაობაშია.

 

თბილისის ბაზრის მთავარი ფუნქციაა გააღრმავოს  საერთაშორისო კავშირები, რომელიც თავის მხრივ ახალ შესაძლევლობას შექმნის თეატრისათვის. 


დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე