სიახლეები

fuse წარმოგიდგენთ ლექციას საერთაშორისო აღიარების მქონე ლაივ-მედია ოპერის, "Dökk''-ის შესახებ.

14.10.2019

fuse წარმოგიდგენთ ლექციას საერთაშორისო აღიარების მქონე ლაივ-მედია ოპერის, "Dökk''-ის შესახებ. ეს იქნება მსჯელობა მის საფუძვლებზე, ათწლიანი მუშაობისა და იმ პროცესების გახსენება თუ მიმიხილვა, რასაც შედეგად მოჰყვა ეს ცოცხალი ინსტალაციები და ლაივ-პერფორმანსები, რომლებიც უკვე მთელმა მსოფლიომ ნახა.

Dökk სინამდვილის სხვადასხვა კუთხითა და პერსპექტივით ხედვის მცდელობებიდან იშვა, ურთულესი ტექნოლოგიური სისტემების მეშვეობით, რომლებსაც სხეულის მოძრაობების, ემოციების, რეალურ მონაცემთა ბაზების, საუნდის რეაქტიული ელემენტებისა და 3D სივრცის აღრევა-შეერთება შეუძლია. ამ ლექციის მეშვეობით, fuse* გაცილებით ღრმად ინტერპრეტირების საშუალებას აძლევს მაყურებელს, გამოყენებული სისტემის სირთულის მიღმა ჭვრეტაში ეხმარება, მის ტექნიკურ ხერხებსა და საიდუმლოებებს ააშკარავებს.

18 ოქტომბერს
ადგილი: მარჯანიშვილის თეატრი, დიდი სცენა
დასაწყისი: 17:00 საათზე