სიახლეები

ინფორმაცია უორკშოპის შესახებ / Information about workshops

11/19/2021

2, 3 დეკემბერი
ელექტრონული ქსოვილების უორკშოპი
(
workshop Yvonne Dicketmüller)
Duration:
December 2
E-Textiles 13:00-16:00
December 3 E-Textiles 10:00-13:00
ადგილი: მარჯანიშვილის თეატრი, ყუშიტაშვილის სარეპეტიციო
Number of participants: 10 persons

მაიკლ აიკჰოფი
Akademie für Theater und Digitalität/
Theater Dortmund (თეატრისა და ციფრული ტექნოლოგიების აკადემია) /  დორტმუნდი
დრამატურგი

მაიკლ აიკჰოფი 20 წელია, სხვადასხვა თეატრის დრამატურგად და პროდიუსერად მუშაობს. მისი ინტერესების სფეროში შედის საერთაშორისო გამოცდილების გაცვლა-გამოცვლა,  ყველაზე განსხვავებული სოციალური დისკურსებისა და მსახიობების ურთიერთქმედება. მას აინტერესებს ჟურნალიზმის, პოლიტიკური აქტივიზმისა და დოკუმენტალისტიკის თეატრალური ფორმების გადაკვეთაც. აიკჰოფი ათი წლის განმავლობაში მუშაობდა  Schauspiel Dortmund-ის დრამატურგად, მცირე ხნის წინ კი იქვე დააარსა თეატრისა და ციფრული ტექნოლოგიების აკადემია.
ივონ დიკეტმიულერი პროფესიონალი მეთოჯინეა, რომელსაც  ელექტროინჟინერიაში მუშაობის გამოცდილება აქვს. თავის შემოქმედებით პრაქტიკაში მას მოსწონს ამ ერთი შეხედვით დაუკავშირებელი სფეროების გაერთიანება თეატრალურ დადგმებში. მისი ნამუშევრები მოიცავს  კლასიკური, ანალოგურ თოჯინებსაც და მცირე ზომის ავტონომიურ მუყაოს რობოტებსაც, რომლებსაც  თოჯინებს უდგამს. ივონ დიკეტმიულერი იკვლევს ტექსტილის ხელოვნებას და მის შესაძლებლობებს ამა თუ იმ ტექნოლოგიასთან შერწყმისას. 2020 წელს მან წარმოადგინა რამდენიმე ნაქსოვი ხმის გამაძლიერებელი, რომლებიც 2021 წელს ნაჩვენები იქნა Kunstmuseum Bochum-ზე და Art Space ფესტივალზე ბრემერჰაფენში.  Akademie für Theatre und Digitalität-ის აკადემიური პროექტის ფარგლებში იგი იკვლევს მექატრონიკასა და  ახალი საწარმოო ტექნიკის შესაძლებლობებს - 3D ბეჭდვასა და ლაზერულ ჭრას და მათ შესაძლო გამოყენებას კოსტიუმის დიზაინის სფეროში.
უორკშოპის შესახებ:
ეს  სემინარი  6-საათიანი შესავალი იქნება ელექტრონული ტექსტილის სამყაროში.  ამ დღეს შევისწავლით სხვადასხვაგვარი ელექტრონული ქსოვილის დამზადებას და მათ გამოყენებას მიკროსაკონტროლო დაფის მეშვეობით, რომელიც საგანგებოდაა შექმნილი ქსოვილზე სამუშაოდ. ვისწავლით, როგორ გამოვიყენოთ ჩვენი ცოდნა ქსოვილის წარმოების ტექნიკის შესახებ, მაგალითად, კერვა და ქარგვა, ტექსტილის კონცენტრატორებისა და სენსორების შესაქმნელად. ამ გაკვეთილის განმავლობაში თქვენ დაამზადებთ ქსოვილის რამდენიმე ნიმუშს, რათა შემდეგ შინ წაიღოთ, შთაგონება მიიღოთ საკუთარი ნამუშევრითა და  ელექტრონულ ქსოვილებზე   თეატრის კონტექსტში დაიწყოთ ფიქრი.
თეატრისა და ციფრული ტექნოლოგიების აკადემია (Akademie für Theater und Digitalität)
ეს აკადემია Schauspiel Dortmund-ში ჩვენ მიერ გაწეული სამუშაოს გამოხატულება და შედეგია,  სხვა დანარჩენს შორის, დრამის სფეროს გაციფრულების საკითხებზე მუშაობის ნაყოფი. შემდეგი  ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, სანამ აკადემიას ვქმნიდით, ჩვენთვის შემდეგი კითხვები იყო მნიშვნელოვანი:
1. როგორ მოვახდინოთ კონცენტრირება ციფრულ თემებსა და შესაბამის საკითხებზე თეატრის სფეროს მეთოდებითა და ტექნიკით?
2.  როგორ იცვლება თეატრში ციფრული ტექნიკის შემოტანით ნარატიული ნიმუშები და ამბის თხრობა?
3. როგორ იცვლება მაყურებლის როლი თეატრში?
4. რომელი ახალი პროფესიებისა და ტექნოლოგიების საჭიროება გაჩნდება თეატრში? როგორ და რისთვის უნდა იმუშაონ თეატრის პროფესიონალებმა პროგრამისტებთან, მათემატიკოსებთან, ინჟინრებთან, ვირტუალური და  აუგმენტირებული ( შემვსები) რეალობის სპეციალისტებთან? როგორი იქნება იმ სპეციალისტების, მეცნიერებსა თუ მწარმოებლების როლი, რომლებსაც თავიანთი  რობოტიკაში, სენსორულ ტექნოლოგიებსა და ვიზუალურ ხელოვნებაში მუშაობენ? მოკლედ, ვინ იქნება ის ხალხი, ვინც ხვალინდელ თეატრს შექმნის?
5. სად ვიპოვოთ დრო ციფრული ტექნოლოგიების ექსპერიმენტებისთვის  სპეციალიზებულ, პროფესიონალურ თეატრში, რომელსაც დროის ძალზე მცირე რესურსი და მოკლე სარეპეტიციო პერიოდები აქვს?
6. როგორ  მოვიპოვოთ ფული საექსპერიმენტოდ თუ კვლევითი სივრცის შესაქმნელად?
7. დაბოლოს: როგორ შეცვლის დიგიტალიზაცია ხელოვნებასა და მისი ინსტიტუციებს?
ყველა ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად და  გამოკვეთილი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, Schauspiel Dortmund-ის სამხატვრო ხელმძღვანელმა კაი ფოგესმა და მის ირგვლივ შემოკრებილმა გუნდმა  თეატრისა და ციფრული ტექნოლოგიების აკადემია დააარსა. აკადემიამ ოფიციალურად  2019 წლის იანვარში დაიწყო მუშაობა კულტურისა და მეცნიერების სამინისტროს (Nordrhein-Westfalen), ევროპის EFRE-Fund-ის, Kulturstiftung des Bundes-ის ფინანსური მხარდაჭერითა და დორტმუნდის ადგილობრივი ხელისუფლების შემწეობით, რომელიც მომავლის ციფრულ პორტალში აკადემიას ახალ შენობას ჰპირდება. ჯერჯერობით კი, აკადემია განსაკუთრებულ  მნიშვნელობას ანიჭებს  ოთხ ძირითად მიმართულებას.
ესენია:
1.  სამაგისტრო კურსი, რომელსაც ამჟამად ადგილობრივ გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის აკრედიტაცია აქვს.
2. დამოუკიდებელი თუ სახელმწიფო თეატრებისთვის თანამშრომლების (მხატვრების და ტექნიკოსების) მომზადება და სათანადო განათლების მიცემა.
3. შემოქმედებითი კვლევის საშუალების მიცემა მხატვრებისა და ტექნიკოსებისთვის, რომლებიც ხუთთვიანი სასწავლო კურსის განმავლობაში შემოქმედებით-ტექნიკურ თემას თავად აირჩევენ.   საკითხები, რომლებზეც ისინი იმუშავებენ, შეიძლება ეხებოდეს რობოტიკის, სენსორული ტექნოლოგიების, ვიზუალური ხელოვნების, ხელოვნური ინტელექტის სფეროს, ვირტუალური რეალობას ან შევსებული/გაძლიერებული რეალობას და სხვა.
4. გარდა ამისა, ჩვენ კონსულტაციებს ვუწევთ თეატრებს ციფრული თეატრის პროექტების განხორციელებისას, ამასთან, არაერთ უცხოელ პარტნიორთან ვთანამშრომლობთ კულტურის

იმ ინსტიტუციების ქსელის განსავითარებლად, რომელთა შემოქმედებითი სამუშაო სხვადასხვაგვარად  უკავშირდება ციფრულ ტექნოლოგიებს. თავიანთ მხატვრულ შემოქმედებაში.

www.theater.digital
www.yvonnedicketmueller.de
Instagram: @yvonnedicketmueller

3, 4 დეკემბერი
შევსებული ქსოვილები

(workshop Luise Ehrenwerth)
Duration:
December 3: Augmented Textile 14:00-17:00
December 4: Augmented Textile 10:00-13:00
ადგილი: მარჯანიშვილის თეატრი, ყუშიტაშვილის სარეპეტიციო
Number of participants: 10 persons
Request:
Participants should bring their own smartphones and personal Laptops with Unity installed

მაიკლ აიკჰოფი
Akademie für Theater und Digitalität/
Theater Dortmund (თეატრისა და ციფრული ტექნოლოგიების აკადემია) /  დორტმუნდი
დრამატურგი

მაიკლ აიკჰოფი 20 წელია, სხვადასხვა თეატრის დრამატურგად და პროდიუსერად მუშაობს. მისი ინტერესების სფეროში შედის საერთაშორისო გამოცდილების გაცვლა-გამოცვლა,  ყველაზე განსხვავებული სოციალური დისკურსებისა და მსახიობების ურთიერთქმედება. მას აინტერესებს ჟურნალიზმის, პოლიტიკური აქტივიზმისა და დოკუმენტალისტიკის თეატრალური ფორმების გადაკვეთაც. აიკჰოფი ათი წლის განმავლობაში მუშაობდა  Schauspiel Dortmund-ის დრამატურგად, მცირე ხნის წინ კი იქვე დააარსა თეატრისა და ციფრული ტექნოლოგიების აკადემია.
ლუიზ ერენვერტი
თეატრისა და ციფრული ტექნოლოგიების აკადემია,
09/2021 -დან 01/2022-მდე
ლუიზ ერენვერტი კოსტიუმის დიზაინერი, თეატრის მხატვარი და სცენოგრაფია, დრეზდენის სახვითი ხელოვნების აკადემიის დიპლომის შემდეგ, (2018 წელს) ფრილანსერად მუშაობს.  შემოქმედებით სამუშაოში მისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა სფერო სცენური სივრცეების აღქმის სენსორული არხებია და ადამიანებზე მათი გავლენაა. თავის აკადემიურ პროექტში connecting:stitches/ „დაკავშირება: ნაკერები“ იგი იკვლევს კოსტიუმებზე მუშაობის პროცესისა და ციფრული ტექნოლოგიების გაერთიანების შესაძლებლობებს,

ტექსტილის წარმოების მეთოდების გაერთიანებით შერეულ რეალობასა და 3D-მოდელირებასთან.

უორკშოპის შესახებ:
უორკშოპზე დავამზადებთ ქსოვილზე დასატან გამოსახულებას შევსებული/გაძლიერებული რეალობისათვის და მას ტილოს ჩანთებზე დავიტანთ, მერე შეგეძლებათ, მთელს მსოფლიოში ატაროთ ჩვენი ჩანთა –  ეს იქნება სრულიად რეალური ,,შევსებული რეალობა"!

მონაწილეები შეისწავლით ქსოვილის წარმოების მეთოდებს, უფრო - მათ საფუძვლებს, მაგალითად, კერვას, მათ შორის - ნაკუწებით.  ტექსტილის ხელოვნების ცალკეული ნიმუშების შესაქმნელად (ნუ შეგეშინდებათ ხელსაქმის, მერე რა, რომ პირველად გიხდებათ ამის კეთება!). შემდეგ,  Unity-ის ძრავის გამოყენებით,  შევქმნით  შევსებული რეალობის მარტივ აპლიკაციას თქვენივე სმარტფონებისთვის, რომელიც  თქვენ მიერ შერჩეულ ქსოვილზე ვირტუალურად დაიტანს გამოსახულებას.

თეატრისა და ციფრული ტექნოლოგიების აკადემია (Akademie für Theater und Digitalität)

ეს აკადემია Schauspiel Dortmund-ში ჩვენ მიერ გაწეული სამუშაოს გამოხატულება და შედეგია,  სხვა დანარჩენს შორის, დრამის სფეროს გაციფრულების საკითხებზე მუშაობის ნაყოფი. შემდეგი  ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, სანამ აკადემიას ვქმნიდით, ჩვენთვის შემდეგი კითხვები იყო მნიშვნელოვანი:
1. როგორ მოვახდინოთ კონცენტრირება ციფრულ თემებსა და შესაბამის საკითხებზე თეატრის სფეროს მეთოდებითა და ტექნიკით?
2.  როგორ იცვლება თეატრში ციფრული ტექნიკის შემოტანით ნარატიული ნიმუშები და ამბის თხრობა?
3. როგორ იცვლება მაყურებლის როლი თეატრში?
4. რომელი ახალი პროფესიებისა და ტექნოლოგიების საჭიროება გაჩნდება თეატრში? როგორ და რისთვის უნდა იმუშაონ თეატრის პროფესიონალებმა პროგრამისტებთან, მათემატიკოსებთან, ინჟინრებთან, ვირტუალური და  აუგმენტირებული ( შემვსები) რეალობის სპეციალისტებთან? როგორი იქნება იმ სპეციალისტების, მეცნიერებსა თუ მწარმოებლების როლი, რომლებსაც თავიანთი  რობოტიკაში, სენსორულ ტექნოლოგიებსა და ვიზუალურ ხელოვნებაში მუშაობენ? მოკლედ, ვინ იქნება ის ხალხი, ვინც ხვალინდელ თეატრს შექმნის?
5. სად ვიპოვოთ დრო ციფრული ტექნოლოგიების ექსპერიმენტებისთვის  სპეციალიზებულ, პროფესიონალურ თეატრში, რომელსაც დროის ძალზე მცირე რესურსი და მოკლე სარეპეტიციო პერიოდები აქვს?
6. როგორ  მოვიპოვოთ ფული საექსპერიმენტოდ თუ კვლევითი სივრცის შესაქმნელად?
7. დაბოლოს: როგორ შეცვლის დიგიტალიზაცია ხელოვნებასა და მისი ინსტიტუციებს?
ყველა ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად და  გამოკვეთილი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, Schauspiel Dortmund-ის სამხატვრო ხელმძღვანელმა კაი ფოგესმა და მის ირგვლივ შემოკრებილმა  გუნდმა  თეატრისა და ციფრული ტექნოლოგიების აკადემია დააარსა. აკადემიამ ოფიციალურად  2019 წლის იანვარში დაიწყო მუშაობა კულტურისა და

მეცნიერების სამინისტროს (Nordrhein-Westfalen), ევროპის EFRE-Fund-ის, Kulturstiftung des Bundes-ის ფინანსური მხარდაჭერითა და დორტმუნდის ადგილობრივი ხელისუფლების შემწეობით, რომელიც მომავლის ციფრულ პორტალში აკადემიას ახალ შენობას ჰპირდება. ჯერჯერობით კი, აკადემია განსაკუთრებულ  მნიშვნელობას ანიჭებს  ოთხ ძირითად მიმართულებას.

ესენია:
1.  სამაგისტრო კურსი, რომელსაც ამჟამად ადგილობრივ გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის აკრედიტაცია აქვს.
2. დამოუკიდებელი თუ სახელმწიფო თეატრებისთვის თანამშრომლების (მხატვრების და ტექნიკოსების) მომზადება და სათანადო განათლების მიცემა.
3. შემოქმედებითი კვლევის საშუალების მიცემა მხატვრებისა და ტექნიკოსებისთვის, რომლებიც ხუთთვიანი სასწავლო კურსის განმავლობაში შემოქმედებით-ტექნიკურ თემას თავად აირჩევენ.   საკითხები, რომლებზეც ისინი იმუშავებენ, შეიძლება ეხებოდეს რობოტიკის, სენსორული ტექნოლოგიების, ვიზუალური ხელოვნების, ხელოვნური ინტელექტის სფეროს, ვირტუალური რეალობას ან შევსებული/გაძლიერებული რეალობას და სხვა.
4. გარდა ამისა, ჩვენ კონსულტაციებს ვუწევთ თეატრებს ციფრული თეატრის პროექტების განხორციელებისას, ამასთან, არაერთ უცხოელ პარტნიორთან ვთანამშრომლობთ კულტურის იმ ინსტიტუციების ქსელის განსავითარებლად, რომელთა შემოქმედებითი სამუშაო სხვადასხვაგვარად  უკავშირდება ციფრულ ტექნოლოგიებს. თავიანთ მხატვრულ შემოქმედებაში.
www.theater.digital

 

 

6 – 10 დეკემბერი
ხანგრძლივობა:
6 დეკემბერი   15:00 – 18:00
7, 8, 9, 10 დეკემბერი  10:00 – 16:00
ადგილი: მარჯანიშვილის თეატრი, მცირე სცენა
ადამიანების რაოდენობა: 10

კრის ზიგლერი/ მოძრავი სურათები
ინტერაქტიული სცენა – მოძრაობისათვის თვალის დევნება სცენაზე ციფრული მედიის სამართავად 

სპიკერის შესახებ:
კრის ზიგლერი საცეკვაო ხელოვნების, პერფორმანსისა და ახალი მედიახელოვნების სფეროში განხორციელებული არაერთი საერთაშორისო ინტერდისციპლინარული პროექტის რეჟისორი, ციფრული არტისტი და არქიტექტორია. იგი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტერაქტიულ მედიას და, სხვა დანარჩენს შორის, თეატრის სცენაზე იმერსიულ გარემოთა შექმნას ასწავლის.
90 -იანი წლების შუა პერიოდიდან ზიგლერი იკვლევს ინტერაქტიული, გამძაფრებული და ვირტუალური რეალობის გავლენასა და გამოყენებას საშემსრულებლო, სასცენო ხელოვნებაში. 2018 წელს იგი ევროპის თეატრალური ლაბორატორიის წევრი გახდა, ამავე წლებში მუშაობდა ციფრულ ინსტრუმენტებზე  კონკრეტულ გარემოში გასამართი თეატრალური წარმოდგენებისთვის. მას შემდეგ, რაც პირველად მიიღო ქალაქ მიუნხენის ,,ახალგაზრდა ხელოვანთა და ახალი მედიის პრემია", მისი ნამუშევრები მთელს მსოფლიოში იდგმება.
ზიგლერი ნომინირებული იყო მონაკოს ცეკვის ციფრული ფორუმის პრემიაზე,  მოპოვებული აქვს რამდენიმე პრემია დიზაინის დარგში, როგორებიცაა ნიუ იორკის I.D. Design -ის ბრინჯაოს და ვერცხლის პრემიები და სხვა. თავისი ნამუშევრების საჩვენებლად ორჯერ იქნა მიწვეული ლინცში ( ავსტრია) ფესტივალ Ars Electronic-ზე.

უორკშოპის შესახებ:
ამ უორკშოპზე კრის ზიგლერი სცენაზე ინტერაქტიული გარემოს შექმნის გამოცდილებას გაგიზიარებთ. უორქშოფის პირველ ნაწილში მისი მონაწილეები მარტივი ინსტრუმენტების
გამოყენებას ისწავლიან სცენაზე მოძრავი მსახიობების/მოცეკვავეებისათვის თვალის სადევნებლად  და მათი მოძრაობისას  ბგერისა და განათების სამართავად. მეორე ნახევარში გვსურს, მოძრაობისათვის თვალის მისადევენებელი სამოსი მოგარგოთ, რათა განათება და საუნდი სხეულის მოძრაობისამებრ ვცვალოთ. ბოლოს,  სცენაზე ვირტუალური პერსონაჟების შექმნას და  ანიმაციურად მათ გაცოცხლებას ვისწავლით. ამ ნაწილს მოგვიანებით უფრო მრავალკომპონენტიანი სემინარები მოჰყვება.

http://movingimages.de 
https://www.facebook.com/chrisziegl

 

 

18, 19, 20 დეკემბერი
ხანგრძლივობა: 11:00 – 17:00
ადგილი: მარჯანიშვილის თეატრი, მცირე სცენა
ადამიანების რაოდენობა: 15

ტრანსფორმაცია 
გამორჩეული პერსონაჟების შექმნის ხელოვნება

ჯაილზ ფორმანი
ჯაილზ ფორმანი  სამსახიობო ოსტატობის სწავლებით მთელ მსოფლიოშია ცნობილი, არაერთხელ უმუშავია მრავალი ჯილდოსა თუ პრემიის მქონე ფილმსა და სატელევიზიო შოუზე. ფორმანი სამსახიობო ხელოვნებას ლონდონის დრამატულ ცენტრში ეუფლებოდა, კრისტოფერ ფეტსის, იატ მალმგრენის და როვენ ადივის ხელმძღვანელობით. ეს ის აკადემიაა, რომელმაც მსოფლიოს არაერთი ვარსკლავი შეჰმატა - ენტონი ჰოპკინსი, შონ კონერი, პირს ბროსნანი, მაიკლ ფასბენდერი, ჯერალდინ ჯეიმზი, ტომ ჰარდი და მრავალი სხვა.
თავად ჯაილზი ელენ მაკკროისთან, ტერა ფიცჯერალდსა და ანასტეშა ჰილთან ერთად სწავლობდა. როგორც დრამატული ცენტრის პროფესორთა ჯგუფის წევრი, ფორმანი ისეთ პერიოდში ასწავლიდა, როდესაც ცენტრი მრავალმა ცნობილმა მსახიობმა დაამთავრა: სახსენებლად მაიკლ ფასბენდერის და  ტომ ჰარდის სახელებიც იკმარებს. იგი წლების განმავლობაში ამზდებდა და/ან ხელმძღვანელობდა  კინოს, სატელევიზიო შოუებისა თუ თეატრის უამრავ მსახიობს.

სემინარის შესახებ:
რა აქვთ ერთმანეთთან საერთო ენტონი ჰოპკინსს, პირს ბროსნანს, კოლინ ფერტს, ლამბერტ უილსონს, ჰელენ მაკრორის, შონ ჰარისს, პოლ ბეტანის, სანტიაგო კაბრერას, ტომ ჰარდის, მაიკლ ფასბინდერსა და გვენდოლინ კრისტის?
პერსონაჟების ანალიზი ან მოძრაობის ფსიქოლოგიასთან დაკავშირებული მუშაობა
იატ მალმგრენი

ჯილზ ფორმენი მოხარულია, რომ  იატ მალმგრენისა და რუდოლფ ფონ ლაბანის მიერ შემუშავებულ მეთოდზე, პერსონაჟების ანალიზსა თუ მოძრაობის ფსიქოლოგიაზე დაფუძნებული არაჩვეულებრივი ნამუშევარი თბილისში ჩამოაქვს.
იატ მალმგრენის ნაშრომი მსახიობს საფუძვლიან უნარს უვითარებს, გარდაიქმნას როგორც შინაგანად, ასევე - გარეგნულად. ეს მეთოდი ფასდაუდებელი ინსტრუმენტია მსახიობისთვის, რომელსაც სწამს პერსონაჟისა და მასზე მუშაობისას მაქსიმალური სიზუსტის მიღწევა სურს. ეს არის ადამიანის თვითგამოხატვის შესაძლებლოების ღრმად შემსწავლელი მეთოდი, რომელიც პირველად რუდოლფ ფონ ლაბანმა შეიმუშავა, 50 წლის განმავლობაში ხვეწდა, ჩამოყალიბებული და საბოლოო სახე კი იატ მალმგრენმა მისცა. ეს არის ადამიანის თვითგამოხატვის ერთადერთი ვრცელი ტიპოლოგია, რომელიც

ჩვენთვისაა ცნობილი, ამ გარდაქმნების ხელშესაწყობად მას არაჩვეულებრივი სავარჯიშოების კომპლექსი აქვს დართული. სწორედ ეს ნამუშევრები აკავშირებს სტანისლავსკისთან ლაბანსა და მის ფუნდამენტურ რიტმებს - ლაბანის საოცარ აღმოჩენას, რომელთა მეშვეობითაც იქმნება პერსონაჟი. ლაბანს სწამდა, რომ ადამიანს შეეძლო გამოეცნო, თუ ვინ არის მეორე ადამიანი ან რა სურს მას - თუნდაც იმაზე დაკვირვებით, როგორ შემოდის იგი ოთახში!! ნახეთ ეს ნამუშევარი და იგი შეცვლის თქვენს წარმოდგენას პერსონაჟის და სამყაროს შესახებ. 

პრესა:
”რევოლუციური, მაგრამ თან სრულიად პრაქტიკული მიდგომა ჩვენი ხელობისადმი. ამ მეთოდის გარეშე მე ვერ ვმუშაობ. ” 

კოლინ ფერტი, ,,საუბრები პროცესის შესახებ“

www.gilesforeman.com
www.facebook.com/gilesforeman.centre