სიახლეები

2,3 დეკემბერი, ელექტრონული ქსოვილების უორკშოპი - 3, 4 დეკემბერი შევსებული ქსოვილები

10/22/2021

2, 3 დეკემბერი
ელექტრონული ქსოვილების უორკშოპი
(
workshop Yvonne Dicketmüller)
Duration:
December 2
 E-Textiles 13:00-16:00
December 3 E-Textiles 10:00-13:00
ჩატარების ადგილი: მარჯანიშვილის თეატრი, ყუშიტაშვილის სარეპეტიციო
Number of participants: 10 persons

მაიკლ აიკჰოფი
Akademie für Theater und Digitalität/
 Theater Dortmund (თეატრისა და ციფრული ტექნოლოგიების აკადემია) /  დორტმუნდი
დრამატურგი

მაიკლ აიკჰოფი 20 წელია, სხვადასხვა თეატრის დრამატურგად და პროდიუსერად მუშაობს. მისი ინტერესების სფეროში შედის საერთაშორისო გამოცდილების გაცვლა-გამოცვლა,  ყველაზე განსხვავებული სოციალური დისკურსებისა და მსახიობების ურთიერთქმედება. მას აინტერესებს ჟურნალიზმის, პოლიტიკური აქტივიზმისა და დოკუმენტალისტიკის თეატრალური ფორმების გადაკვეთაც. აიკჰოფი ათი წლის განმავლობაში მუშაობდა  Schauspiel Dortmund-ის დრამატურგად, მცირე ხნის წინ კი იქვე დააარსა თეატრისა და ციფრული ტექნოლოგიების აკადემია.
ივონ დიკეტმიულერი პროფესიონალი მეთოჯინეა, რომელსაც  ელექტროინჟინერიაში მუშაობის გამოცდილება აქვს. თავის შემოქმედებით პრაქტიკაში მას მოსწონს ამ ერთი შეხედვით დაუკავშირებელი სფეროების გაერთიანება თეატრალურ დადგმებში. მისი ნამუშევრები მოიცავს  კლასიკური, ანალოგურ თოჯინებსაც და მცირე ზომის ავტონომიურ მუყაოს რობოტებსაც, რომლებსაც  თოჯინებს უდგამს. ივონ დიკეტმიულერი იკვლევს ტექსტილის ხელოვნებას და მის შესაძლებლობებს ამა თუ იმ ტექნოლოგიასთან შერწყმისას. 2020 წელს მან წარმოადგინა რამდენიმე ნაქსოვი ხმის გამაძლიერებელი, რომლებიც 2021 წელს ნაჩვენები იქნა Kunstmuseum Bochum-ზე და Art Space ფესტივალზე ბრემერჰაფენში.  Akademie für Theatre und Digitalität-ის აკადემიური პროექტის ფარგლებში იგი იკვლევს მექატრონიკასა და  ახალი საწარმოო ტექნიკის შესაძლებლობებს - 3D ბეჭდვასა და ლაზერულ ჭრას და მათ შესაძლო გამოყენებას კოსტიუმის დიზაინის სფეროში.
უორკშოპის შესახებ:
ეს  სემინარი  6-საათიანი შესავალი იქნება ელექტრონული ტექსტილის სამყაროში.  ამ დღეს შევისწავლით სხვადასხვაგვარი ელექტრონული ქსოვილის დამზადებას და მათ გამოყენებას მიკროსაკონტროლო დაფის მეშვეობით, რომელიც საგანგებოდაა შექმნილი ქსოვილზე სამუშაოდ. ვისწავლით, როგორ გამოვიყენოთ ჩვენი ცოდნა ქსოვილის წარმოების ტექნიკის შესახებ, მაგალითად, კერვა და ქარგვა, ტექსტილის კონცენტრატორებისა და სენსორების შესაქმნელად. ამ გაკვეთილის განმავლობაში თქვენ დაამზადებთ ქსოვილის რამდენიმე ნიმუშს, რათა შემდეგ შინ წაიღოთ, შთაგონება მიიღოთ საკუთარი ნამუშევრითა და  ელექტრონულ ქსოვილებზე   თეატრის კონტექსტში დაიწყოთ ფიქრი.
თეატრისა და ციფრული ტექნოლოგიების აკადემია (Akademie für Theater und Digitalität)
ეს აკადემია Schauspiel Dortmund-ში ჩვენ მიერ გაწეული სამუშაოს გამოხატულება და შედეგია,  სხვა დანარჩენს შორის, დრამის სფეროს გაციფრულების საკითხებზე მუშაობის ნაყოფი. შემდეგი  ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, სანამ აკადემიას ვქმნიდით, ჩვენთვის შემდეგი კითხვები იყო მნიშვნელოვანი:
1. როგორ მოვახდინოთ კონცენტრირება ციფრულ თემებსა და შესაბამის საკითხებზე თეატრის სფეროს მეთოდებითა და ტექნიკით?
2.  როგორ იცვლება თეატრში ციფრული ტექნიკის შემოტანით ნარატიული ნიმუშები და ამბის თხრობა?
3. როგორ იცვლება მაყურებლის როლი თეატრში?
4. რომელი ახალი პროფესიებისა და ტექნოლოგიების საჭიროება გაჩნდება თეატრში? როგორ და რისთვის უნდა იმუშაონ თეატრის პროფესიონალებმა პროგრამისტებთან, მათემატიკოსებთან, ინჟინრებთან, ვირტუალური და  აუგმენტირებული ( შემვსები) რეალობის სპეციალისტებთან? როგორი იქნება იმ სპეციალისტების, მეცნიერებსა თუ მწარმოებლების როლი, რომლებსაც თავიანთი  რობოტიკაში, სენსორულ ტექნოლოგიებსა და ვიზუალურ ხელოვნებაში მუშაობენ? მოკლედ, ვინ იქნება ის ხალხი, ვინც ხვალინდელ თეატრს შექმნის?
5. სად ვიპოვოთ დრო ციფრული ტექნოლოგიების ექსპერიმენტებისთვის  სპეციალიზებულ, პროფესიონალურ თეატრში, რომელსაც დროის ძალზე მცირე რესურსი და მოკლე სარეპეტიციო პერიოდები აქვს?
6. როგორ  მოვიპოვოთ ფული საექსპერიმენტოდ თუ კვლევითი სივრცის შესაქმნელად?
7. დაბოლოს: როგორ შეცვლის დიგიტალიზაცია ხელოვნებასა და მისი ინსტიტუციებს?
ყველა ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად და  გამოკვეთილი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, Schauspiel Dortmund-ის სამხატვრო ხელმძღვანელმა კაი ფოგესმა და მის ირგვლივ შემოკრებილმა გუნდმა  თეატრისა და ციფრული ტექნოლოგიების აკადემია დააარსა. აკადემიამ ოფიციალურად  2019 წლის იანვარში დაიწყო მუშაობა კულტურისა და მეცნიერების სამინისტროს (Nordrhein-Westfalen), ევროპის EFRE-Fund-ის, Kulturstiftung des Bundes-ის ფინანსური მხარდაჭერითა და დორტმუნდის ადგილობრივი ხელისუფლების შემწეობით, რომელიც მომავლის ციფრულ პორტალში აკადემიას ახალ შენობას ჰპირდება. ჯერჯერობით კი, აკადემია განსაკუთრებულ  მნიშვნელობას ანიჭებს  ოთხ ძირითად მიმართულებას.
ესენია:
1.  სამაგისტრო კურსი, რომელსაც ამჟამად ადგილობრივ გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის აკრედიტაცია აქვს.
2. დამოუკიდებელი თუ სახელმწიფო თეატრებისთვის თანამშრომლების (მხატვრების და ტექნიკოსების) მომზადება და სათანადო განათლების მიცემა.
3. შემოქმედებითი კვლევის საშუალების მიცემა მხატვრებისა და ტექნიკოსებისთვის, რომლებიც ხუთთვიანი სასწავლო კურსის განმავლობაში შემოქმედებით-ტექნიკურ თემას თავად აირჩევენ.   საკითხები, რომლებზეც ისინი იმუშავებენ, შეიძლება ეხებოდეს რობოტიკის, სენსორული ტექნოლოგიების, ვიზუალური ხელოვნების, ხელოვნური ინტელექტის სფეროს, ვირტუალური რეალობას ან შევსებული/გაძლიერებული რეალობას და სხვა.
4. გარდა ამისა, ჩვენ კონსულტაციებს ვუწევთ თეატრებს ციფრული თეატრის პროექტების განხორციელებისას, ამასთან, არაერთ უცხოელ პარტნიორთან ვთანამშრომლობთ კულტურის

იმ ინსტიტუციების ქსელის განსავითარებლად, რომელთა შემოქმედებითი სამუშაო სხვადასხვაგვარად  უკავშირდება ციფრულ ტექნოლოგიებს. თავიანთ მხატვრულ შემოქმედებაში.

www.theater.digital
www.yvonnedicketmueller.de
Instagram: @yvonnedicketmueller

3, 4 დეკემბერი
შევსებული ქსოვილები

(workshop Luise Ehrenwerth)
Duration:
December 3: Augmented Textile 14:00-17:00
December 4: Augmented Textile 10:00-13:00
ჩატარების ადგილი: მარჯანიშვილის თეატრი, ყუშიტაშვილის სარეპეტიციო
Number of participants: 10 persons
Request:
Participants should bring their own smartphones and personal Laptops with Unity installed

მაიკლ აიკჰოფი
Akademie für Theater und Digitalität/
 Theater Dortmund (თეატრისა და ციფრული ტექნოლოგიების აკადემია) /  დორტმუნდი
დრამატურგი

მაიკლ აიკჰოფი 20 წელია, სხვადასხვა თეატრის დრამატურგად და პროდიუსერად მუშაობს. მისი ინტერესების სფეროში შედის საერთაშორისო გამოცდილების გაცვლა-გამოცვლა,  ყველაზე განსხვავებული სოციალური დისკურსებისა და მსახიობების ურთიერთქმედება. მას აინტერესებს ჟურნალიზმის, პოლიტიკური აქტივიზმისა და დოკუმენტალისტიკის თეატრალური ფორმების გადაკვეთაც. აიკჰოფი ათი წლის განმავლობაში მუშაობდა  Schauspiel Dortmund-ის დრამატურგად, მცირე ხნის წინ კი იქვე დააარსა თეატრისა და ციფრული ტექნოლოგიების აკადემია.
ლუიზ ერენვერტი
თეატრისა და ციფრული ტექნოლოგიების აკადემია,
 09/2021 -დან 01/2022-მდე
ლუიზ ერენვერტი კოსტიუმის დიზაინერი, თეატრის მხატვარი და სცენოგრაფია, დრეზდენის სახვითი ხელოვნების აკადემიის დიპლომის შემდეგ, (2018 წელს) ფრილანსერად მუშაობს.  შემოქმედებით სამუშაოში მისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა სფერო სცენური სივრცეების აღქმის სენსორული არხებია და ადამიანებზე მათი გავლენაა. თავის აკადემიურ პროექტში connecting:stitches/ „დაკავშირება: ნაკერები“ იგი იკვლევს კოსტიუმებზე მუშაობის პროცესისა და ციფრული ტექნოლოგიების გაერთიანების შესაძლებლობებს,

ტექსტილის წარმოების მეთოდების გაერთიანებით შერეულ რეალობასა და 3D-მოდელირებასთან.

უორკშოპის შესახებ:
უორკშოპზე დავამზადებთ ქსოვილზე დასატან გამოსახულებას შევსებული/გაძლიერებული რეალობისათვის და მას ტილოს ჩანთებზე დავიტანთ, მერე შეგეძლებათ, მთელს მსოფლიოში ატაროთ ჩვენი ჩანთა –  ეს იქნება სრულიად რეალური ,,შევსებული რეალობა"!

მონაწილეები შეისწავლით ქსოვილის წარმოების მეთოდებს, უფრო - მათ საფუძვლებს, მაგალითად, კერვას, მათ შორის - ნაკუწებით.  ტექსტილის ხელოვნების ცალკეული ნიმუშების შესაქმნელად (ნუ შეგეშინდებათ ხელსაქმის, მერე რა, რომ პირველად გიხდებათ ამის კეთება!). შემდეგ,  Unity-ის ძრავის გამოყენებით,  შევქმნით  შევსებული რეალობის მარტივ აპლიკაციას თქვენივე სმარტფონებისთვის, რომელიც  თქვენ მიერ შერჩეულ ქსოვილზე ვირტუალურად დაიტანს გამოსახულებას.

თეატრისა და ციფრული ტექნოლოგიების აკადემია (Akademie für Theater und Digitalität)

ეს აკადემია Schauspiel Dortmund-ში ჩვენ მიერ გაწეული სამუშაოს გამოხატულება და შედეგია,  სხვა დანარჩენს შორის, დრამის სფეროს გაციფრულების საკითხებზე მუშაობის ნაყოფი. შემდეგი  ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, სანამ აკადემიას ვქმნიდით, ჩვენთვის შემდეგი კითხვები იყო მნიშვნელოვანი:
1. როგორ მოვახდინოთ კონცენტრირება ციფრულ თემებსა და შესაბამის საკითხებზე თეატრის სფეროს მეთოდებითა და ტექნიკით?
2.  როგორ იცვლება თეატრში ციფრული ტექნიკის შემოტანით ნარატიული ნიმუშები და ამბის თხრობა?
3. როგორ იცვლება მაყურებლის როლი თეატრში?
4. რომელი ახალი პროფესიებისა და ტექნოლოგიების საჭიროება გაჩნდება თეატრში? როგორ და რისთვის უნდა იმუშაონ თეატრის პროფესიონალებმა პროგრამისტებთან, მათემატიკოსებთან, ინჟინრებთან, ვირტუალური და  აუგმენტირებული ( შემვსები) რეალობის სპეციალისტებთან? როგორი იქნება იმ სპეციალისტების, მეცნიერებსა თუ მწარმოებლების როლი, რომლებსაც თავიანთი  რობოტიკაში, სენსორულ ტექნოლოგიებსა და ვიზუალურ ხელოვნებაში მუშაობენ? მოკლედ, ვინ იქნება ის ხალხი, ვინც ხვალინდელ თეატრს შექმნის?
5. სად ვიპოვოთ დრო ციფრული ტექნოლოგიების ექსპერიმენტებისთვის  სპეციალიზებულ, პროფესიონალურ თეატრში, რომელსაც დროის ძალზე მცირე რესურსი და მოკლე სარეპეტიციო პერიოდები აქვს?
6. როგორ  მოვიპოვოთ ფული საექსპერიმენტოდ თუ კვლევითი სივრცის შესაქმნელად?
7. დაბოლოს: როგორ შეცვლის დიგიტალიზაცია ხელოვნებასა და მისი ინსტიტუციებს?
ყველა ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად და  გამოკვეთილი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, Schauspiel Dortmund-ის სამხატვრო ხელმძღვანელმა კაი ფოგესმა და მის ირგვლივ შემოკრებილმა  გუნდმა  თეატრისა და ციფრული ტექნოლოგიების აკადემია დააარსა. აკადემიამ ოფიციალურად  2019 წლის იანვარში დაიწყო მუშაობა კულტურისა და

მეცნიერების სამინისტროს (Nordrhein-Westfalen), ევროპის EFRE-Fund-ის, Kulturstiftung des Bundes-ის ფინანსური მხარდაჭერითა და დორტმუნდის ადგილობრივი ხელისუფლების შემწეობით, რომელიც მომავლის ციფრულ პორტალში აკადემიას ახალ შენობას ჰპირდება. ჯერჯერობით კი, აკადემია განსაკუთრებულ  მნიშვნელობას ანიჭებს  ოთხ ძირითად მიმართულებას.

ესენია:
1.  სამაგისტრო კურსი, რომელსაც ამჟამად ადგილობრივ გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის აკრედიტაცია აქვს.
2. დამოუკიდებელი თუ სახელმწიფო თეატრებისთვის თანამშრომლების (მხატვრების და ტექნიკოსების) მომზადება და სათანადო განათლების მიცემა.
3. შემოქმედებითი კვლევის საშუალების მიცემა მხატვრებისა და ტექნიკოსებისთვის, რომლებიც ხუთთვიანი სასწავლო კურსის განმავლობაში შემოქმედებით-ტექნიკურ თემას თავად აირჩევენ.   საკითხები, რომლებზეც ისინი იმუშავებენ, შეიძლება ეხებოდეს რობოტიკის, სენსორული ტექნოლოგიების, ვიზუალური ხელოვნების, ხელოვნური ინტელექტის სფეროს, ვირტუალური რეალობას ან შევსებული/გაძლიერებული რეალობას და სხვა.
4. გარდა ამისა, ჩვენ კონსულტაციებს ვუწევთ თეატრებს ციფრული თეატრის პროექტების განხორციელებისას, ამასთან, არაერთ უცხოელ პარტნიორთან ვთანამშრომლობთ კულტურის იმ ინსტიტუციების ქსელის განსავითარებლად, რომელთა შემოქმედებითი სამუშაო სხვადასხვაგვარად  უკავშირდება ციფრულ ტექნოლოგიებს. თავიანთ მხატვრულ შემოქმედებაში.
www.theater.digital

 

რეგისტრაციისთვის გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია მოცემულ ელექტრონულ მისამართზე tia@tbilisiinternational.com
- მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები, 300 სიტყვა
- რეგისტრაცია სრულდება 26 ნოემბერს 18:00 საათზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ!
- მონაწილეთა რაოდენობა - 10 ადამიანი
- მონაწილეებმა პერსონალურ ლეპტოპებში უნდა ჩამოტვირთონ პროგრამა Unity და თან იქონიონ პერსონალური მობილური ტელეფონები (smartphones)
- აუცილებელია კოვიდ პასპორტების წარდგენა
(5. ტრენინგის, კონფერენციის, სემინარის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.
51. ნებისმიერი ტიპის ტრენინგზე, კონფერენციასა და სემინარზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია მხოლოდ 72 საათით ადრე PCR ტესტის ან 24 საათით ადრე სწრაფი ანტიგენის ტესტით ტესტირების საფუძველზე.
52. ნებისმიერი ტიპის ტრენინგზე, კონფერენციასა და სემინარზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია PCR ტესტის ან/და სწრაფი ანტიგენის ტესტის გარეშე სრული ვაქცინაციიდან 14 დღის შემდეგ.
53. ნებისმიერი ტიპის ტრენინგზე, კონფერენციასა და სემინარზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია, თუ ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) ლაბორატორიულად დადასტურებიდან ორი კვირის შემდეგ არ არის გასული 6 თვეზე მეტი.)
ვორქშოფი ჩატარდება ინგლისურ ენაზე, რომელსაც ეყოლება თარჯიმანი.