სიახლეები

6 – 10 დეკემბერი,ინტერაქტიული სცენა – მოძრაობისათვის თვალის დევნება სცენაზე ციფრული მედიის სამართავად

10/21/2021

6 – 10 დეკემბერი
ხანგრძლივობა:
6 დეკემბერი   15:00 – 18:00
7, 8, 9, 10 დეკემბერი  10:00 – 16:00
ადგილი: მარჯანიშვილის თეატრი, მცირე სცენა
ადამიანების რაოდენობა: 10

კრის ზიგლერი/ მოძრავი სურათები
ინტერაქტიული სცენა – მოძრაობისათვის თვალის დევნება სცენაზე ციფრული მედიის სამართავად 

სპიკერის შესახებ:
კრის ზიგლერი საცეკვაო ხელოვნების, პერფორმანსისა და ახალი მედიახელოვნების სფეროში განხორციელებული არაერთი საერთაშორისო ინტერდისციპლინარული პროექტის რეჟისორი, ციფრული არტისტი და არქიტექტორია. იგი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტერაქტიულ მედიას და, სხვა დანარჩენს შორის, თეატრის სცენაზე იმერსიულ გარემოთა შექმნას ასწავლის.
90 -იანი წლების შუა პერიოდიდან ზიგლერი იკვლევს ინტერაქტიული, გამძაფრებული და ვირტუალური რეალობის გავლენასა და გამოყენებას საშემსრულებლო, სასცენო ხელოვნებაში. 2018 წელს იგი ევროპის თეატრალური ლაბორატორიის წევრი გახდა, ამავე წლებში მუშაობდა ციფრულ ინსტრუმენტებზე  კონკრეტულ გარემოში გასამართი თეატრალური წარმოდგენებისთვის. მას შემდეგ, რაც პირველად მიიღო ქალაქ მიუნხენის ,,ახალგაზრდა ხელოვანთა და ახალი მედიის პრემია", მისი ნამუშევრები მთელს მსოფლიოში იდგმება.
ზიგლერი ნომინირებული იყო მონაკოს ცეკვის ციფრული ფორუმის პრემიაზე,  მოპოვებული აქვს რამდენიმე პრემია დიზაინის დარგში, როგორებიცაა ნიუ იორკის I.D. Design -ის ბრინჯაოს და ვერცხლის პრემიები და სხვა. თავისი ნამუშევრების საჩვენებლად ორჯერ იქნა მიწვეული ლინცში ( ავსტრია) ფესტივალ Ars Electronic-ზე.

უორკშოპის შესახებ:
ამ უორკშოპზე კრის ზიგლერი სცენაზე ინტერაქტიული გარემოს შექმნის გამოცდილებას გაგიზიარებთ. უორქშოფის პირველ ნაწილში მისი მონაწილეები მარტივი ინსტრუმენტების
გამოყენებას ისწავლიან სცენაზე მოძრავი მსახიობების/მოცეკვავეებისათვის თვალის სადევნებლად  და მათი მოძრაობისას  ბგერისა და განათების სამართავად. მეორე ნახევარში გვსურს, მოძრაობისათვის თვალის მისადევენებელი სამოსი მოგარგოთ, რათა განათება და საუნდი სხეულის მოძრაობისამებრ ვცვალოთ. ბოლოს,  სცენაზე ვირტუალური პერსონაჟების შექმნას და  ანიმაციურად მათ გაცოცხლებას ვისწავლით. ამ ნაწილს მოგვიანებით უფრო მრავალკომპონენტიანი სემინარები მოჰყვება.

http://movingimages.de 
https://www.facebook.com/chrisziegl

 

რეგისტრაციისთვის გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია მოცემულ ელექტრონულ მისამართზე tia@tbilisiinternational.com
- მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები, 300 სიტყვა
- რეგისტრაცია სრულდება 26 ნოემბერს 18:00 საათზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ!
- მონაწილეთა რაოდენობა - 10 ადამიანი
- მონაწილეებმა პერსონალურ ლეპტოპებში უნდა ჩამოტვირთონ პროგრამა Unity და თან იქონიონ პერსონალური მობილური ტელეფონები (smartphones)
- აუცილებელია კოვიდ პასპორტების წარდგენა
(5. ტრენინგის, კონფერენციის, სემინარის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად.
51. ნებისმიერი ტიპის ტრენინგზე, კონფერენციასა და სემინარზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია მხოლოდ 72 საათით ადრე PCR ტესტის ან 24 საათით ადრე სწრაფი ანტიგენის ტესტით ტესტირების საფუძველზე.
52. ნებისმიერი ტიპის ტრენინგზე, კონფერენციასა და სემინარზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია PCR ტესტის ან/და სწრაფი ანტიგენის ტესტის გარეშე სრული ვაქცინაციიდან 14 დღის შემდეგ.
53. ნებისმიერი ტიპის ტრენინგზე, კონფერენციასა და სემინარზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია, თუ ახალი კორონავირუსის (COVID-19-ის) ლაბორატორიულად დადასტურებიდან ორი კვირის შემდეგ არ არის გასული 6 თვეზე მეტი.)
ვორქშოფი ჩატარდება ინგლისურ ენაზე, რომელსაც ეყოლება თარჯიმანი.