ქალი ვარ, გესმის ჩემი ?/ من یه زنم ، صدامو میشنوین ؟

  • რეჟისორი: ქამელია ღაზალი
  • თეატრი:თეატრალური ჯგუფი ,,პრაქსისი“
  • მასპინძელი თეატრი:კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი (დიდი სცენა)
  • თარიღი:
    • 7 ოქტომბერი - 20:00 სთ,

ქამელია ღაზალი

დრამა

 

რეჟისორი - ქამელია ღაზალი

კომპოზიტორი - მეჰრან მირმირი

დიზაინი -   ,,პრაქსისის“ გუნდი

ფოტოგრაფი - რეზა ღაზიანი

 

მონაწილეობენ: 

სეთარეჰ ესკანდარი

სარაჰ ბაჰრამი

ჰანა ქამქარი

ფაჰიმეჰ ამანზადე

ელნაზ ესმეილზადეგანი

 სანაზ ნაჯაფი

თოომაჯ დანეშბეჰზადი 

 

სპექტაკლის შესახებ: 

ჩვენი სპექტაკლი ირანელი ქალების - გარდასული დროთა თუ თანამედროვე ქალების ტკივილსა და ტანჯვაზეა. იგი სამი თაობის ამბებს მოგვითხრობს , ბებიიდან  ჩვენს დროში   მცხოვრები ახალგაზრდა გოგონამდე; მოგვითხრობს ამ ქალების სიყვარულზე, სიძულვილზე, შიშზე, იმედებზე.. ჩვენი სპექტაკლი ომზეა - ომზე, რომლის ხმაც არავის არასდროს ესმოდა. ეს ის ხმაა,  ათწლეულების განმავლობაში  რომ იმალება თოვლისა და სიცივის ქვეშ, ხმა, რომლის ექოსიც კი გვეშინია. ეს ხმა ქალისაა.

მისი იმედგაცრუებების ისტორია მისი დაბადებიდან იწყება: გოგონა მოწიფულობის ასაკში შედის, ხდება დედა, ბებია, შემდეგ ბერდება და ასე გრძელდება ეს ამბავი  თაობიდან თაობამდე - ზოგჯერ შეიძლება მიინავლოს, ძალა დაკარგოს, მაგრამ თვითონ არასდროს ქრება, თითოეული ეს ტკივილი, ტანჯვა, სურვილები ოჯახის სხვა ქალს გადაეცემა მემკვიდრეობად.

ქალი, მისი სხეული და გონება, ათასი სხვა ქალის ამბად ქცეული და შემდეგ  ჩვენს სპექტაკლში აღბეჭდილი, დახვეწილი თხრობითაა ნაამბობი, თითოეულ ამბავს  თითო მსახიობი ყვება, მაგალითად, ბებია, მთხრობელი, რომელიც ყველაფრის მომსწრე გამხდარა, რაც კი  ამ ათწლეულების განმავლობაში მოხდა და ახლა ცდილობს, ეს ქაოტური მდგომარეობა თავიანთ სქესის წარმომადგენლებს შეუმსუბუქოს.

 

ხანგრძლივობა:  60 წუთი, შესვენების გარეშე

 

პრესა: 

ჩვენი სპექტაკლი ნაჩვენები იქნა ევროპის 24-ე კულტურის დღეებზე კარლსრუეში; 

ჩვენი წარმოდგენა გაიმართა მილანის ,,პიკოლო ტეატროში“;

მოლავის თეატრის დარბაზში ( თეირანი, ირანი); 

ჰაფეზის თეატრის შენობაში, (თეირანი, ირანი). 

www.praxistheatergroup.com

კარლ მარქსის თანახმად, პრაქსისია ადამიანის საქმიანობისა და ქმედების ყველა ის ფორმა, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების ტრანსფორმაციას იწვევს. პრაქსისი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის საქმიანობასა და ქმედებებს: ფაქტობრივად, ერთმანეთს უპირისპირებს პრაქტიკულ, აქტიურ ადამიანსა და დეკარტისეულ ყოვლისმცოდნე სუბიექტს. 

ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელსაც აბსოლუტური იდეებისაგან სული ეხუთება; ამ ვითარებაში ისე ვართ გამოკეტილები, როგორც ციხეში და  მისგან თავის დაღწევის ხერხები არ გაგვაჩნია.  ,,პრაქსისის“ დასს სამი წამყვანი მსახიობი ჰყავს: თოომაჯ დანეშბეჰზადი, ქამელია ღაზალი და რეზა ღაზიანი. 

ჩვენ ერთად შევიყარეთ, რათა წინ აღვუდგეთ მონოლითურ აბსოლუტებს. ჩვენი თეატრალური პერსპექტივა შემოქმედების ყველა  სფეროში დაგროვილ  ოცი საუკუნის გამოცდილებას ემყარება. მათ შორისაა მოდის ინდუსტრია, ფერწერა, ქანდაკება და სხვა ტექნიკური და ფიზიკური მიღწევები თეატრის სფეროში.

 

ფოტო გალერეა

© 2022 All Rights Reserved