პრეს-რელიზები

24 სექტემბერი- WITHIN - შიგნიდან,ინდოეთი

8/17/2016

2016 წლის 24 სექტემბერი, 20:00 საათი
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი
 

WITHIN - შიგნიდან, ინდოეთი

ქორეოგრაფი: ადიტი მანგალდასი

მონაწილეობენ:
ადიტი მანგალდასი, გაური დივაკარი, კარან განგანი, მინჰაზი, სანი შიშოდიია, მანოჯ ჯუმარი, აამრაპალი ბჰანდარი, ანჯანა კუმარი, მოჰიტ განგანი, აშიშ განგანი, ფარაზ აჰმედი, ამირ ხანი

სპექტაკლის შესახებ:
გვაიძულებს თუ არა დრო, „შიგნით“ ჩავიხედოთ? გავიაზროთ ჩვენი ყველაზე ღრმა და რთული ემოციები, ვიკვლიოთ ჩვენი შინაგანი სივრცეები, სადაც ჰუმანურობა და ველურობაა, მასკულინობა და ფემინურობა, სიკეთე და ბოროტება ერთმანეთს გადახვევიან. და ელოდებეიან, როდის გავხსნით ამ კვანძს. ელოდებიან, როდის გავცდებით ბინარულობას; ელოდებიან გამოხატვის საშუალებას, რითაც ჩვენს ცხოვრებას, ქცევებს და თავად ჩვენ განგვაპირობებენ.

ედინბურგის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე, 2013 წელს, სალმან რუშდიმ თქვა: „კლასიკურ შემთხვევაში ჩვენ საკუთარ თავს განვსაზღვრავდით იმით, თუ რა გვიყვარს; სად ვცხოვრობთ, სად არის ჩვენი სახლი, ჩვენი ოჯახითა და მეგობრებით. მაგრამ ამ ეპოქაში გვთხოვენ, საკუთარი განვსაზღვროთ იმით, თუ რა გვძულს. ერთი სიტყვით, რაც ნერვებს გიშლის, ის განგსაზღვრავს შენ. და თუ არაფერი გიშლის ნერვებს, მაშ ვინ ხარ?“

არსებობს თუ არა სხვა გზა, აღმოცაჩინოთ ცა, მარადისობა ჩვენს შიგნით? სად პოულობს ადამიანი შთაგონებას ამ შინაგანი მოგზაურობისათვის?

„იმისათვის, რომ საკუთარი თავი გაიგო, საჭიროა შექმნა სარკე, რომელიც ზუსტად აირეკლავს შენს არსს... მხოლოდ არსის რაობის გაგებით მიიღწევა მისგან თავისუფლება.“ ჯ. კრიშნამურტი

ქორეოგრაფისაგან:
სპექტაკლის „შიგნიდან“ დადგმაზე მუშაობა ჩემი სხვა ნამუშევრებისაგან ძალიან განსხვავებული რამ იყო. ეს იყო საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და შინაგანი ემოციების კვლევის ხშირად შემაშფოთებელი პროცესი. რაღა თქმა უნდა, კომფორტის ზონის დატოვება ხშირად მიხდებოდა. სწორედ ამ მოგზაურობაში გიწვევთ ჩვენთან ერთად.

როცა ნამუშევრის კონცეფციაზე ვმუშაობდი, ხელახლა ჩავეძიე მითოლოგიურ ამბებს დღევანდელი სოციალური ცხოვრების მღელვარე კონტექსტში. საბოლოოდ, ესაა ის ფარული დინება, რომელიც კვებავს ნაწარმოებს. „შიგნიდან“ გამოსვლა, ემოციებში „გაკვანძული“ და მათგანვე „გახსნილი“. ამ პროცესში ჩემთვის უდიდესი შთაგონების წყარო იყო სიდჰას სკულპტურის სიცარიელე და მარადიული სივრცე. 

პრესა:
‘შიგნიდან“ იწყება სიბნელიდან და გადადის სინათლეში, ეს არის ორი ურთიერთდაკავშირებული, მაგრამ თან მკვეთრად განსხვავებული ნამუშევრის კომბინაცია, რომელიც შეგძრავთ“.

დებორა ჯონსი, deborahjones.me, 22 თებერვალი, 2016

 

კომპანიის შესახებ:
ადიტი მანგალდასი არის კლასიკური ინდური საცეკვაო ფორმის, კათაკის წამყვანი შემსრულებელი. კათაკის გურუებთან, შრიმატი კუმუდინი ლახიასთან და პანდიტ ბირჯუ მაჰარაჯთან მრავალწლიანი სწავლის შედეგად, ადიტი დღევანდელობაში ცნობილია თავისი შემოქმედებითობით, ტექნიკითა და მისთვის დამახასიათებელი ენერგიით, რომლითაც აღბეჭდილია მისი თითოეული წამორდგენა. კლასიკური დადგამების გარდა (რაც მისი ნამუშევრების ძირითად ნაწილს შეადგენს), ადიტი მანგალდასმა სცადა საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით ახალი სიმაღლეებისათვის მიეღწია, გამოეყენებინე კათაკი ტრამპლინად თანამედროვე საცეკვაო ენის შესაქმნელად, რომელიც კლასიკური სულითაა გაჯერებული. მისი სოლო და ჯგუფური წარმოდგენები, როგორც ტრადიციული, ასევე თანამედროვე, მსოფლიოს წამყვან ფესტივალებზეა აღიარებული. 

ადიტი მანგალდასის ცეკვის კომპანია - დრიშტიკონის ცეკვის ფონდი მრავალი წელია მაყურებლის წინაშე წარადგენს ინოვაციურ, დინამიურ ნამუშევრებთ, რომელთაც არ აკლია არც მაყურებლისა და არც კრიტიკოსთა აღიარება. მუსიკოსთა და მოცეკვავეთა რეპერტუარი ინდოეთს როგორც სამშობლოში, ისე მის ფარგლებს მიღმა, საერთაშორისო ფორუმებსა და უმნიშვნელოვანეს ცეკვის ფესტივალებზე წარადგენს. 2012 წელს ისინი წარდგნენ მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს და უმსხვილეს ფორუმზე, ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე. ფესტივალის სამოცწლიანი ისტორიის მანძილზე მხოლოდ ორი ინდური ცეკვის კომპანია იყო თავისი პროგრამით წარდგენილი. 2014-15 წლებში კომპანიამ საკუთარი ბოლო ორი ნამუშევარი წარადგინა ალქემი ფესტივალზე, დედოფალ ელიზაბეთის დარბაზში, საუს ბენქ ცენტრი, ლონდონი. 2015 წელს ისინი ასევე მონაწილეობდნენ აბუ დაბის კლასიკურ სერიაში, ემირატების სასახლეში. 2016 წელს მათ 5 წარმოდგენა გამართეს პერთის საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში, ჰით ლეჯერის თეატრში, შემდეგ კი სიბიუს საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალზე, რუმინეთში.

2016 წელს კომპანიამ მიიღო შეკვეთა დაედგა ახალი წარმოდგენა „შეწყვე-ტილი“ ლონდონის დანს ამბრელასაგან. პრემიერა შედგება ინდოეთში, მუმბაიში 2016 წლის აგვისტოში, ხოლო დიდ ბრიტანეთში 2016 წლის ოქტომბერში, ბარბიკან თეატრში, ლონდონი.

დრიშტიკონს წილად ხვდა პატივი, წარმოდგენები გაემართა რამდენიმე ქვეყნის ხელმძღვანელ პირთა საპატივცემულოდ. მათ შორის იყო ესპანეტის მეფე-დედოფლის, ბჰუტანის მეფის, გერმანიის კანცლერისა და სხვა მრავალი პრემიერ-მინისტრისა თუ ლიდერისათვის გამართული ღონისძიებები, მათ შორის ასევე იყო, ინდოეთის პრეზიდენტის, პრანაბ მუხერეჯისადმი მიძღვნილი წარმოდგენა 2016 წლის მარტში. მათ მაყურებელთა შორის ასევე ხშირად არიან დიპლომატები, მეწარმეები, ხელოვანები, მეცნიერები, მწერლები და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები. 

                                    

საკონტაქტო პირი
თამარ ლალიაშვილი პრესასთან და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი
ტელ:+995 574 77 11 71
Email: tamuna@tbilisiinternational.com