ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 19:00 - პარასკევი, 18 December
მდებარეობა: 
პაატა ციკოლია

მედეა s01e06

რეჟისორი  –  პაატა ციკოლია
სცენოგრაფია - ირა შენგელია
კოსტიუმების მხატვარი - ირა შენგელია
ქორეოგრაფი - ნათია ჩიკვაიძე
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება - თამარ ფუტკარაძე
რეჟისორის თანაშემწე - მაია მებონია

 

მონაწილეობენ:
გია ბურჯანაძე, ეკატერინე დემეტრაძე, სანდრო სამხარაძე.
მოცეკვავეები
მეგი ზარქუა, ეკა დარსაველიძე, ეკატერინე ბექაური, სოფო შერაზადაშვილი, ანანო გაბიცინაშვილი, ირაკლი ბიგვავა, ალექსანდრე გადელი,ა გიორგი ბურდული, ალექსანდრე კაკულია.

 

სპექტაკლის შესახებ:

სათაურში გამოტანილი ნიშნები s01e06 ერთგვარი სპეკულაციაა სატელევიზიო სერიალებით საზოგადოების უახლეს გატაცებაზე. ციფრები სათაურში მიგვითითებს, რომ წარმოდგენა, რომლესაც ახლა ვნახავთ არის ვითომ მედეას შესახებ შექმნილი სერიების პირველი სეზონის მეექვსე ეპიზოდი. რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მედეას ისტორიის მხოლოდ ფრაგმენტს ვნხავთ. ამბავი კი აქამდე დიდი ხნის წინ დაწყებულა და წინ კიდევ დიდი გზაა კულმინაციამდე ამ კონკრეტულ ეპიზოდში მედეა ჯერ ისევ კოლხეთშია და იასონს და არგონავტებს ეხმარება ოქროს საწმისის გატაცებაში. მედეას ყველა იცნობს, როგორც შვილების მკვლელ ქალს. თუმცა, ამ სერიაში მას გავიცნობთ, როგორც ოჯახის და მეფის ნების წინააღმდეგ მოქმედ უფლისწულს, რომელიც მდევრებისგან თავის დასაღწევად კლავს მცირეწლოვან ძმას. პიესა იწყება კოლხეთის სამეფოში მაშინ, როცა იასონს უკვე შესრულებული აქვთ მეფე აიეტის გამოცდები. მან შეძლო და უღელში შეაბა ბრინჯაოსფლოქვიანი და ბრინჯაოსპირიანი ხალკოტაურები (ცეცხლისმფრქვეველი ხარები) და დაამარცხა ბრინჯაოს არმია, რომელიც დრაკონის კბილების ნათესიდან გაიზარდა. თუმცა, მეფე აიეტი მიხვდა, რომ იასონი ამ დავალებას მედეას დახმარების გარეშე ვერ შეასრულებდა. მედეას დასჯის ბრძანება უკვე გაცემულია და ამბავი ტყეში იწყება, მედეას საიდუმლოდ დასჯის სცენით. პიესაში პერსონაჟებს აქვთ მობილური ტელეფონები. აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს. არსებობენ ქრისტიანული მონასტრები. არსებობს ტურიზმის განვითარებული ინდუსტრია და ინფრასტრუქტურა. თუმცა, ამ ყველაფერის პარალელურად მაინც იმართება მსხვერპლშეწირვის რიტუალები. თაყვანს სცემენ ძველ ღმერთებს. შუბებით და ხანჯლებით იბრძვიან და ძველი ბერძნული ყაიდის გალეებით ნაოსნობენ. მედეა არ არის ვნებით დაბრმავებული ქალწული, რომელიც ქალღმერთების ძალისხმევით იასონის სიყვარულის ტყვეობაში მოექცა. სიყვარული არ არის ოქროს საწმისის გატაცებაში ბერძნებისადმი მედეას დახმარების მიზეზი. მედეა არის კოლხეთის უფლისწული, მამასთან და ძმასთან დაპირისპირებული კოლხეთის ტახტის მემკვიდრე, რომელსაც კოლხეთის მეფის, მისი ოჯახის და კოლხეთის სამეფოს მიმართ ანგარიშსწორების სურვილი ამოძრავებს და არა ბრმა სიყვარული. მისი ამოცანა იასონის ცოლობა კი არა, კოლხეთის, მამის ოჯახის და კოლხური კულტურის დამხობაა. თუმცა, მცირეწლოვანი ძმის მკვლელობით დაწყებულ გრძელ გზას თავისუფლებისკენ საშინელი და ლოგიკური დასასრული აქვს, რაც ყველამ ძალიან კარგად ვიცით არგონავტების მითიდან.

 

 

პრემიერის თარიღი: 03.09.2020
ხანგრძლივობა:  90 წუთი

საქართველოს რეგიონული თეატრების ქსელი 2008 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს რეგიონული თეატრების მხარდაჭერას, განვითარებას და პოპულარიზებას. ამ მიზნით ორგანიზაცია ეწევა კულტურულსაგანმანათლებლო საქმიანობას. მეგობრობს და აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ფესტივალებთან და სხვა თეატრალურ ორგანიზაციებთან, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საზღვარგარეთ. ქართული და უცხოური თეატრების პოპულარიზაციისათვის, ახორციელებს გაცვლით პროგრამებს და კოპროდუქციებს. თანამშრომლობს უცხოელ რეჟისორებთან, სცენოგრაფებთან, მსახიობებთან. გაცვლითი პროგრამების ფარგლებშივე, ქართველ რეჟისორებს, სცენოგრაფებს, მუსიკოსებს, აძლევს საშუალებას ითანამშრომლონ უცხოურ თეატრალურ დასებთან. ახორციელებს გასტროლებს, ქვეყნის გარეთ, სადაც ქართული თეატრები საერთაშორისო ფესტივალებში წარმატებით მონაწილეობენ. საქართველოს რეგიონული თეატრების ქსელის ეგიდით, ტარდება - ტრენინგები კულტურის პოლიტიკის მენეჯმენტში, მასტერკლასები და ვორქშოფები კულტურის სფეროში.

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:

ქსელის დირექტორი - თენგიზ ხუხია
ტელ: (+995) 595054054
E-mail:  g.r.t.n@outlook.com, tkhukhia@yandex.ru