ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 18:00 - კვირა, 20 December
მდებარეობა: 
ემა დონაჰიუს რომანის მიხედვით (ადაპტაციის ავტორი ავთანდილ დიასამიძე)

ოთახი

რეჟისორი  –  ავთანდილ დიასამიძე
სცენოგრაფია - გიორგი კავილაძე
კოსტიუმების მხატვარი - გიორგი კავილაძე
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება - დიმიტრი დიასამიძე
რეჟისორის თანაშემწე - მაია მებონია

 

მონაწილეობენ:
ჯეკი- ნუცა მაღრაძე, დედა- ანი ანდღულაძე, ნიკი- გიორგი სურმავა,  ჯეკი - გენა შონია

 

სპექტაკლის შესახებ:
ცნობილია, რომ ჩაკეტილი სივრცე მოზარდის განვითარებას, სოციალური უნარების ჩამოყალიბებას უშლის ხელს, ამიტომ მნიშვნელოვანია თავისუფალი გარემოს შექმნა. სწორედ ამ უფლებისთვის, თავისუფლებისთვის იბრძვიან ასეთ ჩაკეტილ გარემოსგან მოწყვეტილ სივრცეში, ერთ პატარა ოთახში დაბადებული 7 წლის ჯეკი, რომელსაც რეალური სამყარო თვალით არ უნახავს, და მისი ,,დე", რომელსაც მრავალწლიანი ტყვეობის შემდეგ რეალურ სამყაროში დაბრუნება უნდა. თუმცა მიზნის მიღწევა არც ისე მარტივია რადგან გამტაცებელს ყველაფერი დეტალურად აქვს გათვლილი და ოთახიდან გაღწევის შანსი თითქმის არ არსებობს, მიუხედავად დაბრკოლებებისა , მიუხედავად შიშისა ჯეკი და დე ახერხებენ რომ მოძებნონ ის ძალები რომელიც მიზნის მისაღწევად არის საჭირო.

 

პრემიერის თარიღი: 22.10.2020
ხანგრძლივობა:  80 წთ
საგასტროლო ჯგუფი: 10 ადამიანი

ქართული თეატრის ფარდა ფოთში პირველად 1882 წლის 17 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ ფოთი თეატრალურ ქალაქად იწოდება. 1925 წლის 29 ოქტომბერს ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ  იუზა ზარდალიშვილმა  დაარსა ფოთის დრამატული თეატრი.  

 1928 წელს  საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით დრამატული თეატრმა სახელწოდება შეიცვალა და იგი  მუშათა თეატრად გადაკეთდა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ბორის გამრეკელი. 

1929 – 30 იან წლებში  საბჭოთა ხელისუფლებამ  ნიკო  ნიკოლაძის მიერ აგებული საკათედრო ტაძრის შენობა თეატრს გადასცა. მისი სარესტავრაციო სამუშოები  1936 წლის შემოდგომაზე დასრულდა, ხოლო  6 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნა თეატრის ახალი შენობა.

 1936 წლის 11 ნოემბერს საღამოს შვიდ საათზე ფოთის ახალი შენობის სცენაზე შედგა პირველი სპექტაკლის პრემიერა - ვაკელის ,,შამილი“.

ფოთის სახელმწიფო თეატრს ვალერიან გუნიას სახელი  1963 წელს მიენიჭა.. 1982 წელს ფოთის თეატრმა თავისი არსებობის ასი წლისთავი აღნიშნა.

2005 წელს თეატრის შენობა ისტორიულ მეპატრონეს - საქართველოს ეკლესიას დაუბრუნდა, ხოლო თეატრალურმა დასმა ახალი შენობის მოლოდინში დროებითი ბინა კულტურის სახლის დარბაზში დაიდო.

2005 წელს თეატრს სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა ხელმძღვანელი თენგიზ ხუხია. თეატრმა სწორი მენეჯმენტის და აქტიური შემოქმედებითი ცხოვრების საშუალებით მოახერხა და ურთიერთობა ააგო, როგორც საქართველოს თეატრალურ საზოგადოებასთან, ასევე უცხოეთის სხვადასხვა თეატრებთან.  

2007 წლიდან ფოთის დრამატული თეატრი გახდა ევროპის თეატრების საერთაშორისო ქსელის წევრი. ხოლო 2008 წლიდან კი საქართველოს რეგიონალური თეატრების ქსელის წევრი, რომლის თავმჯდომარეობა სწორედ ფოთის თეატრის მმართველს, თენგიზ ხუხიას ხვდა წილად.

2008 წლიდან ფოთის თეატრი ახერხებს, რომ კონპროდუქცია შესთავაზოს თავის მაყურებელს. ფოთის თეატრში სამუშაოდ ჩამოდიან უცხოელი რეჟისორები, სცენოგრაფები და მსახიობები.

2014 წლის მაისში ფოთის თეატრის ახალი შენობა გაიხსნა. შენობა, რომელსაც  ცხრა წლის მანძილზე ელოდებოდა ვალერიან გუნიას სახელობის 127 წლის ისტორიის მქონე თეატრი.  პირველ საპრემიერო ჩვენებად ფოთის თატრმა მაყურებელს   შექსპირის ,,ჰამლეტი“   შესთავაზა(რეჟ.დავით მღებრიშვილი)

2015 წლის ზაფხული მნიშვნელოვანი და დატვირთული იყო ფოთის თეატრისათვის, რადგან ფოთის თეატრმა უმასპინძლა საერთაშორისო რეგიონალური თეატრების ფესტივალს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს და უცხოეთის რეგიონალურმა თეატრებმა.  საერთაშორისო რეგიონალური თეატრალური ფესტივალის  დამფუძნებლები არიან ნინელილ ჭანკვეტაძე და ფოთის თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხია.

ღნიშნულმა ფესტივალმა, რომელმაც მომდევნო წლებში  უფრო ფართო მასშტაბები მიიღო,  დიდი როლი ითამაშა, როგორც ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში, ისე ფოთის თეატრის შემოქმედებით საქმიანობაში, რადგან ფოთის თეატრს სტუმრობდა თეატრალური საზოგადოების მთელი სპექტრი.

აღსაღნიშნავია, რომ თეატრი ფოთში ფაქტობრივად ერთადერთი თავშეყრის ადგილია, სადაც ყველა თაობის ადამიანი ეზიარება კულტურულ ცხოვრებას.

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:

თეატრის დირექტორი - თენგიზ ხუხია
ტელ: (+995) 595054054
E-mail: Khukhia.tengiz@gmail.com