ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - შაბათი, 19 December
მდებარეობა: 
ჟან პოლ სარტრი

No Exit

რეჟისორი  –  გიორგი ჩალაძე
სცენოგრაფია - ანანო დოლიძე
კოსტიუმების მხატვარი - ანანო დოლიძე
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება - ია გიგოშვილი
რეჟისორის თანაშემწე - თამაზ ქარაული

 

მონაწილეობენ:
თამარ მამულაშვილი, ხატია მელქაძე, ნიკა ჩხაიძე, გიორგი ჯიქურიძე

სპექტაკლის შესახებ:

ერთმანეთისთვის უცნობი სამი ადამიანი ერთ ჩაკეტილ სივრცეში ხვდება. ცდილობენ გაარკვიონ, რა აკავშირებთ ერთმანეთთან, რათა ერთმანეთის საშუალებით წარსულსა და ჯოჯოხეთად ქცეულ აწმყოს თავი დააღწიონ. მათი ყველა მცდელობა ამაოა, ჩაკეტილი წრიდან გაქცევას ვერავინ ახერხებს.
დღეს, როგორც არასდროს, განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა ჩაკეტილმა სივრცემ; პანდემიამ  სპექტაკლის პერსონაჟების მსგავსად ჩვენი საზოგადოებაც „ეშმაკის წრეში“ გამოკეტა და ყოველ ჩვენგანს ფიქრისთვის „სახიფათოდ“ დიდი დრო მოგვცა...

 

პრემიერის თარიღი:  14.10.2020
ხანგრძლივობა:  55 წუთი,  შესვენების გარეშე
საგასტროლო ჯგუფი: 10 ადამიანი

 

90 წლის ყველაზე ახალგაზრდა და ენერგიული!  – ეს ჩვენ ვართ – ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი. ჩვენ წელს 90 წელი გვისრულდება! დაბადებიდან დღემდე უნიკალურ საქმეს ვემსახურებით  –  ვზრდით ახალ თაობას, რომელსაც უყვარს თეატრი და ხელოვნება, ვზრდით თეატრის მომავალ მოღვაწეებს.  
ჩვენს თეატრს ყველაზე მრავალფეროვანი აუდიტორია ჰყავს  –3 წლიდან 18 + ასაკის, ქართული  და რუსულ ენოვანი, თუ ამ ენებს არ ფლობთ, არა უშავს, ჩვენს თეატრში თქვენთვისაც მოიძებნენბა სპექტაკლები  ტექსტის გარეშე.  არანაკლებ საინტერესოა თოჯინური სპექტაკლები.  რეპერტუარი მრავალფეროვანია  – დრამა, კომედია, მუსიკალური და  ქორეოგრაფიული წარმოდგენები, ზღაპარი, სათავგადასავლო და რომანტიკული ჟანრის სპექტაკლები.
მეგობრული გარემო, საინტერესო დადგმები, ბრწყინვალე შემოქმედებითი გუნდი  – ეს მოზარდ მაყურებელთა თეატრია.
გინდათ ახალგაზრდული ჟინი შეინარჩუნოდ? ეს მარტივია – გვეწვიეთ და იმეგობრეთ ჩვენთან.

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო  ხელმძღვანელიდიმიტრი ხვთისიაშვილი
საკონტაქტო პირი: სოფიო დეკანოზიშვილი
ტელ:+995 551087764
E-mail:Youththeatretbilisi@gmail.com
Sofiactpa@gmail.com
www.mozardi.ge