ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 21:00 - კვირა, 20 December
მდებარეობა: 
დავით კლდიაშვილი

უბედურება

რეჟისორი  –  საბა ასლამაზიშილი
სცენოგრაფია - თეო კუხიანიძე
კოსტიუმების მხატვარი - თეო კუხიანიძე
რეჟისორის თანაშემწე - თამაზ ქარაული

 

მონაწილეობენ:
ხათუნა ბერძენიშილი, მარიამ ჩუხრუკიძე, ნიკა ფაიქრიძე, ნიკა ნანიტაშვილი, ბაჩო ჩაჩიბაია

სპექტაკლის შესახებ:

საბა ასლამაზიშვილმა დავით კლდიაშვილის „უბედურება“ რომელმაც „უბედურება” გაფართოებულ და ეგზისტენციური ჟღერადობის სოციალურ დრამად აქცია.ტექსტის სრულიად ახლებური გააზრებითა და კონცეფციით, საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლი უფრო სიყვარულის შეუძლებლობის უბედურებაზეა, ვიდრე სოციალურ ან ცრურწმენებით ნაკვებ უბედურებაზე, რაზეც ჩვენი დიდი კლასიკოსი წუხდა. რეჟისურა კი სწორედ „დიდ“ თუ „მცირე“ ტექსტებში ახალი ვექტორების ძიებისა და მიმართულების მიცემის ხელოვნებაა.

 

პრემიერის თარიღი:  06.10.2020
ხანგრძლივობა:  55 წთ.  შესვენების გარეშე
საგასტროლო ჯგუფი: 10 ადამიანი

 

90 წლის ყველაზე ახალგაზრდა და ენერგიული!  – ეს ჩვენ ვართ – ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი. ჩვენ წელს 90 წელი გვისრულდება! დაბადებიდან დღემდე უნიკალურ საქმეს ვემსახურებით  –  ვზრდით ახალ თაობას, რომელსაც უყვარს თეატრი და ხელოვნება, ვზრდით თეატრის მომავალ მოღვაწეებს.  
ჩვენს თეატრს ყველაზე მრავალფეროვანი აუდიტორია ჰყავს  –3 წლიდან 18 + ასაკის, ქართული  და რუსულ ენოვანი, თუ ამ ენებს არ ფლობთ, არა უშავს, ჩვენს თეატრში თქვენთვისაც მოიძებნენბა სპექტაკლები  ტექსტის გარეშე.  არანაკლებ საინტერესოა თოჯინური სპექტაკლები.  რეპერტუარი მრავალფეროვანია  – დრამა, კომედია, მუსიკალური და  ქორეოგრაფიული წარმოდგენები, ზღაპარი, სათავგადასავლო და რომანტიკული ჟანრის სპექტაკლები.
მეგობრული გარემო, საინტერესო დადგმები, ბრწყინვალე შემოქმედებითი გუნდი  – ეს მოზარდ მაყურებელთა თეატრია.
გინდათ ახალგაზრდული ჟინი შეინარჩუნოდ? ეს მარტივია – გვეწვიეთ და იმეგობრეთ ჩვენთან.

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო  ხელმძღვანელიდიმიტრი ხვთისიაშვილი
საკონტაქტო პირი: სოფიო დეკანოზიშვილი
ტელ:+995 551087764
E-mail:Youththeatretbilisi@gmail.com
Sofiactpa@gmail.com
www.mozardi.ge