ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - ორშაბათი, 21 December
მდებარეობა: 
ავთანდილ ვარსიმაშვილი (სიუჟეტის ავტორი ფილიპ ლელუში)

სამი ჰალსტუხიანი და ანგელოზი

 

რეჟისორი  – ავთანდილ ვარსიმაშვილი
სცენოგრაფია - ლევან როსტომაშვილი
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება -  ელისო ორჯონიკიძე
რეჟისორის თანაშემწე - დავით ნაცვლიშვილი

 

მონაწილეობენ:
გიორგი -ბექა სონღულაშვილი, მორისი - დათა ხუნაშვილი, სოსო - ბექა პაპუნაშვილი, თინათინი - მანანა აბრამიშვილი

 

სპექტაკლის შესახებ:

სამი ახალგაზრდა მსუბუქი დანაშაულის ჩადენისთვის პოლიციის განყოფილებაში ხვდება. მათ ადვოკატად ახალგაზრდა გოგონა ენიშნებათ. როგორ წარიმართება მათი ბედი თუ ეს გოგონა სულაც არაა ადვოკატი და ეს ახალგაზრდები სულაც არ არიან პოლიციის განყოფილებაში?

 

პრემიერის თარიღი:  01.12.2020
ხანგრძლივობა: 80წ.   შესვენების გარეშე.
საგასტროლო ჯგუფი: 18 ადამიანი

თელავის თეატრი ერთ-ერთი უძველესია საქართველოში. იგი მეფე ერეკლე II-ის კარზე  არსებობდა და ცნობილი იყო როგორც მაჩაბელას დასი. 1795 წელს თეატრის მთელი დასი გაბრიელ მაიორისა და მაჩაბელას ხელმძღვანელობით გმირულად დაეცა კრწანისის ბრძოლაში.  თელავის თეატრი არსებობის 258 წელს ითვლის.

თელავის თეატრი მრავალი საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეა და არაერთი ჯილდო და პრემია აქვს მიღებული.  დღეს  ჩვენს თეატრს  ყავს  დასი, რომელიც ღირსეულად აგრძელებს ტრადიციებს.

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:

ადმინისტრატორი - ლია გიგოშვილი

ტელ: (+995) +995 555582323

E-Mail: lia-lio@mail.ru