ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 16:00 - პარასკევი, 18 December
მდებარეობა: 
იოსებ ბაკურაძე

ლიზას ტორტი

რეჟისორი  – იოსებ ბაკურაძე
სცენოგრაფია - ბიძინა სიდიანი
კოსტიუმების მხატვარი - ბიძინა სიდიანი
ქორეოგრაფი - ლაშა რობაქიძე
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება -  სანდრო ნიკოლაძე

 

მონაწილეობენ:
თამთა თავდიშვილი, ლაშა რობაქიძე, ირაკლი სარალიძე, ანი მასხარაშვილი, ნიკოლოზ გოგიძე, ბექა გარსენიშვილი, ნინა ავალიანი, თანო ჩხეიძე

 

სპექტაკლის შესახებ:
ლიზა თავის მეგობრებს ეპატიჟება თავისსავე განთქმულ ტორტზე. ქალაქის მერი, როთშილდების დინასტიის წარმომადგენელი, მკვლელი, ლიზას საყვარელი და სხვანი მაგიდის გარშემო სხედან. სტუმრობისათვის ყველას თავისი მიზეზი აქვს.

 

პრემიერის თარიღი:  30 აგვისტო
ხანგრძლივობა: 60 წუთი
საგასტროლო ჯგუფი: 12 ადამიანი

 

მოძრაობის თეატრი 2000 წელს  კახა ბაკურაძემ  დააფუძნა. მას შემდეგ მუდმივი ინოვაციებით, საინტერესო სპექტაკლებითა და კრეატიული ღონისძიებებით, დღემდე აგრძელებს მაყურებლის დაინტერესებას. ამჟამად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იოსებ ბაკურაძეა. თეატრი საქართველოს სახელით არაერთხელ იყო წარდგენილი საერთაშორისო ფესტივალებზე. მათ შორის შექსპირის საერთაშორისო ფესტივალზე 2018 წელს, იოსებ ბაკურაძის სპექტაკლით „ქარიშხალი“ ; 2018 წელს, კულტურის სამინისტროს ორგანიზებით იყო  ფრანკფურტში River Bank Festival-ზე. 2019 წელს თეატრი მიწვეულია მიუნხენში, ვილნიუსში და მინსკში. მრავალჯერ იყო ევროპის ქვეყნებში გამართული ფესტივალების მონაწილე. სექტემბერში მოძრაობის თეატრს ამერიკული დასი ესტუმრება, რომელიც ჩვენს მსახიობებთან  ერთად დადგამს სპექტაკლს. მოძრაობის თეატრი  აერთიანებს თანამედროვე ცეკვას, მიმოდრამას, აკრობატიკას, პანტომიმას, ფიზიკურ თეატრს, ბალეტს, საბრძოლო და საცირკო ელემენტებს, ფოლკლორს და საავტორო მუსიკას. ამ სპეციფიკიდან გამომდინარე სანახაობა ერთნაირად საინტერესოა ყველა ასაკისა თუ ეროვნების მაყურებლისათვის.

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო  ხელმძღვანელი: იოსებ ბაკურაძე
საკონტაქტო პირი: ეკა ბაკურაძე
ტელ:+995 599624034,
E-mail:pr.movementtheatre@gmail.com,
www.movementtheatre.ge