ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 21:00 - შაბათი, 01 October
მდებარეობა: 
ანტონ ჩეხოვი

თოლია

რეჟისორი: ანდრო ენუქიძე
მხატვარი: გოგლა გოგიბერიძე
ქორეოგრაფი: კოტე ფურცელაძე
რეჟისორის თანაშემწე: ზვიად მურვანიძე, თეონა ლორთქიფანიძე

მონაწილეობენ:
არკადინა - მაია  ცეცხლაძე
ტრეპლევი- მამუკა  მანჯგალაძე
სორინი -  ზაალ  გოგუაძე
ზარეჩნაია - ანო ზურაშვილი
შამრაევი -  ზაზა  ზოიძე
პოლინა - ქეთევან  ეგუტიძე
მაშა -   ანანო  იაშვილი
ტრიგორინი -  დავით   ჯაყელი
დორნი - ტიტე   კომახიძე
მედვედენკო - ლაშა  კონცელიძე
იაკობი -  გიორგი  ყურავა
უცნაური  კაცი - კახა  კობალაძე

 

სპექტაკლის შესახებ:
დიდი დრამატურგები თავის თეატრს ქმნიან და იქედან გვესაუბრებიან მარადიულ თემებზე. ანტონ ჩეხოვის „თოლია“ ე.წ. „ახალი დრამის“ ის შედევრია, რომელიც ყველა დროსა და სივრცეში მნიშვნელოვანია  - პიესა სარკაზმულია, უაღრესად დრამატული, ირონიული სიმბოლიკით გაჯერებული, მოდერნისტული და ამავე დროს  - აპოკალუპტური  -  ზუსტად ეხმიანება პანდემიით გათანგულ ჩვენს ყოფას.
პიესაში იმდენი ფსიქოლოგიური შრეა, იმდენი პერსონაჟის ხაზი თუ ბედისწერა იკვეთება ერთმანეთში, რომ ეს თავისთავად გულისხმობს ახალ რეჟისორულ წაკითხვას, ხედვას, ფორმას, რასაც ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ანდრო ენუქიძე და თეატრის დასი უკვე სთავაზობს  მაყურებელს.

 

პრემიერის თარიღი:  20.05.2021
ხანგრძლივობა:  180 წთ. ერთი შესვენებით

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელიც მდებარეობს ბათუმის ცენტრში, გაიხსნა 1952 წელს და არის უძველესი დრამატული თეატრი აჭარაში. თეატრი დღემდე ითვლება ქალაქისა და რეგიონის კულტურული და შემოქმედებითი ცხოვრების ცენტრად.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რეჟისორი ანდრო ენუქიძეა. თეატრის წარმოდგენები მოიცავს სხვადასხვა ჟანრს: კომედიას, ტრაგედიას, ფანტასმაგორიას, ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის განკუთვნილ სპექტაკლებსა და პერფორმანსებს.

2015-2019 წლებში თეატრს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია .  თეატრს გააჩნია  ერთი „დიდი სცენა“, რომელიც გათვლილია 483 მაყურებელზე და „ექსპერიმენტული სცენა“ გათვლილი 120 მაყურებელზე. თეატრის „ახალი სცენა“ კი, რომელიც გათვლილია 85 მაყურებელზე თეატრის შენობიდან ოდნავ მოშორებითაა.

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
სამხატვრო ხელმძღვანელი: ანდრო ენუქიძე
მარკეტინგისა და საზ.ურთიერთობის სამსახურის უფროსი: მიხეილ გაბაიძე
ტელ: 577947080 / 555 366 399 / 577 98 08 58
ელ-ფოსტა:  batumidramatheatre@gmail.com  / gabaidzemikheil@gmail.com
ვებგვერდი:  www.batumitheatre.ge