ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 21:00 - კვირა, 02 October
მდებარეობა: 
მარკ ჯილბერ სავაჟონი

ოჯახური აურზაური

რეჟისორი: ნინო ლიპარტიანი
სცენოგრაფია: ნინო ლიპარტიანი
კოსტიუმების მხატვარი: ნათია ბერაძე
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება: ნინო ლიპარტიანი
რეჟისორის თანაშემწე: მარი აბესაძე

 

მონაწილეობენ:
ფრედერიკი-თემურ კიკნაველიძე
არმანი- ბადრი ტაბატაძე
მარია-ნინო აბესაძე
გერტრუდა-მარეხ აბესაძე
სილვია-ბარბარე სუჯაშვილი
ჟილბერი-გიორგი ჩაჩუა
ფრანკი-ზურაბ აბესაძე
კაროლინა-მიმოზა გოგოხია
ესტელა- ნანა ისიანი
ლეგრანი-გიორგი გლოველი
სიპრიენი -თემურ ქველიაშვილი

 

სპექტაკლის შესახებ:
ფრანგულ პიესაში „ოჯახური აურზაური“ წარმოჩენილია ცხოვრება ერთი ოჯახისა, ყოფა ამბიციური და მეშჩანი ადამიანებისა, რომელთა ქმედებანი იშლება ოჯახის უფროსის სიკვდილის ფონზე. პიესაში კომიკურადაა ნაჩვენები, როგორ უცრუვდებათ მოლოდინები მდიდარი მამის მატერიალისტ შვილებს.  განსაკუთრებით ემოციურია პიესის დასასრული, როცა ყოველგვარი მცდელობა სარგებლის მიღებისა და ავტორიტეტის ხელოვნურად შენარჩუნებისა ამაოდ ჩაივლის.

 

 

პრემიერის თარიღი:  08.06.2021
ხანგრძლივობა:  1 საათი და 45 წუთი,  შესვენების გარეშე

 

ზესტაფონში თეატრალური წარმოდგენებისადმი ინტერესი სათავეს 1875 წლიდან იღებს.

1904 წლის მაისში „ამხანაგობის თეატრი“ ოფიციალურად გაიხსნა. წარმოდგენებში თბილისიდან ჩამოსული მსახიობებიც მონაწილეობდნენ.  1906 წელს „ამხანაგობის თეატრის“ შენობა დაიწვა. ამის შემდეგ თეატრალური წარმოდგენები სხვადასხვა ადგილებში იმართებოდა.

ზეტაფონის სახელმწიფო თეატრი 1939 წელს დაარსდა. 1941 წლიდან, სამამულო ომის დაწყების გამო, ზესტაფონის თატრალურ დასს მუშაობაში ხელი შეეშალა, რადგან მსახიობთა დიდი ნაწილი ფრონტზე გაიწვიეს. 1949 წელს სახელმწიფო თეატრი დაიხურა. მსახიობებმა მუშაობა ცალკეულ დრამატულ წრეებში გააგრძელეს.

ზესტაფონის თეატრის ეხლანდელი შენობა 1962 წელს გაიხსნა, სადაც ბინა სახალხო თეატრმა დაიდო. პირველი სპექტაკლი - ვ. კანდელაკის „ამაღლებული სოფელი“ (რეჟისორი მ. ვაშაძე).

1964 წელს ზესტაფონის სახალხო თეატრს უშანგი ჩხეიძის სახელი მიენიჭა.

1990 წელს ზესტაფონის სახალხო თეატრს სახელმწიფო პროფესიული  თეატრის სტატუსი მიენიჭა. პირველი სპექტაკლი - ო. ჩხეიძის „ერთი მერცხლის ჭიკჭიკი, ანუ ამბავი სულით დავრდომილთა“ (რეჟისორი ლერი  პაქსაშვილი).

2013 წლიდან დღემდე ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია ნინო ლიპარტიანი, ხოლო დირექტორი - თეა მაღლაკელიძე.

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრის დირექტორი: თეა მაღლაკელიძე
ტელ: (+995) 599 17  04 01
ელ-ფოსტა: thea.theatre@gmail.com