ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 16:00 - შაბათი, 01 October
მდებარეობა: 
ირაკლი სამსონაძის პიესის „გადამდგმურებამდეს“_ს მიხედვით

როცა ძალიან მოგენატრები

რეჟისორი: ავთო ვარსიმაშვილი
სცენოგრაფია: მირიან შველიძე
მუსიკალური გაფორმება: ავთო ვარსიმაშვილი
რეჟისორის თანაშემწე: დავით ნაცვლიშვილი

 

მონაწილეობენ:
თორნიკე - ვანო იანტბელიძე
ზაზა - პაატა გულიაშვილი

 

სპექტაკლის შესახებ:
„როცა ძალიან მოგენატრები“ - ასე უწოდა დამდგმელმა რეჟისორმა ავთანდილ ვარსიმაშვილმა სპექტაკლს, რომლის ავტორია მწერალი და დრამატურგი ირაკლი  სამსონაძე, რომელმაც საგანგებოდ თელავის თეატრისთვის დაწერილ თავის ერთმოქმედებიან დრამას უწოდა „გადამდგმურებამდე.“
პიესაში მამა-შვილის   ტრაგიზმამდე ასული ურთიერთობა  ვითარდება მძიმე სოციალური პრობლემების ფონზე  დაწყებული თაობათა ურთიერთობის კოლიზიით  დასრულებული ეკონომიკური კრიზისით: ნარკოდამოკიდებულებამ,აზარტული თამაშებით გატაცებამ, ბინის დაკარგვამ, ოჯახში ქალზე ძალადობამ გამოიწვია მამა-შვილის ურთიერთობის მეტად გამწვავება.
სპექტაკლი სევდიანი კომედიაა და  სრულდება მეტად ოპტიმისტურად: ზაზას უბრუნდება სახლიდან წასული ცოლ-შვილი, გულშწუხებული მამაც მომჯობინდება და ორივე მამა-შვილი მხიარულად გაეშურებიან  რძალთან და შვილიშვილთან შესახვედრად ანუ „ახალი ცხოვრების დასაწყებად“. პიესა ფაქტობრივად  ვითარების სიტუაციური და ფსიქო-ფიზიკური „რესტარტით“ სრულდება.

 

პრემიერის თარიღი:  02.04.2021
ხანგრძლივობა:  60წ . შესვენების გარეშე

თელავის თეატრი ერთ-ერთი უძველესია საქართველოში. იგი მეფე ერეკლე II-ის კარზე  არსებობდა და ცნობილი იყო როგორც მაჩაბელას დასი. 1795 წელს თეატრის მთელი დასი გაბრიელ მაიორისა და მაჩაბელას ხელმძღვანელობით გმირულად დაეცა კრწანისის ბრძოლაში.  თელავის თეატრი არსებობის 258 წელს ითვლის.

თელავის თეატრი მრავალი საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეა და არაერთი ჯილდო და პრემია აქვს მიღებული.  დღეს  ჩვენს თეატრს  ყავს  დასი, რომელიც ღირსეულად აგრძელებს ტრადიციებს.

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:

ადმინისტრატორი - ლია გიგოშვილი

ტელ: (+995) +995 555582323

E-Mail: lia-lio@mail.ru