ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 18:00 - პარასკევი, 30 September
მდებარეობა: 
ნიკოლოზ საბაშვილი

უსახური

რეჟისორი: ნიკოლოზ საბაშვილი
სცენოგრაფია: ნიკოლოზ საბაშვილი
მუსიკალური გაფორმება: ნიკოლოზ საბაშვილი
ქორეოგრაფი: ნიკოლოზ საბაშვილი
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება : ნიკოლოზ საბაშვილი
რეჟისორის თანაშემწე: :  ანა ბეჟაშვილი

 

მონაწილეობენ:
თამთა ბაქრაძე
დავით ბეკოშვილი
რომან ბოგვერაძე
მალხაზ გაბუნია
გიორგი გოგიშვილი
ლევან კაციაშვილი
რამონა მიქელაძე
ნინო პაპიაშვილი
თორნიკე ფრანგიშვილი
გიორგი ღონღაძე

 

სპექტაკლის შესახებ:
,,უსახური“ – ასე ჰქვია რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლს, რომელიც თანამედროვე საზოგადოების მანკიერი თვისებების მხილებას ექსპერიმენტული თეატრალური ფორმებით გამოხატავს. ეგზისტენციური შიში გარემომცველი სამყაროს მიმართ, სიკეთისა და ბოროტების მარადიული ჭიდილი, საზოგადოების საყოველთაო გულგრილობა და საკუთარი თავის შეცნობის, უკეთესი მომავლის ძიების დაუოკებელი სურვილი – ეს ის თემებია, რომლებიც წარმოდგენის ერთიან სიუჟეტს ქმნის. რეჟისორის კონცეფციის ორგანული ნაწილია სპექტაკლის ორიგინალური მუსიკალური და მხატვრული გაფორმება, რომლის ავტორადაც თავად ნიკოლოზ საბაშვილი გვევლინება. თოჯინების მხატვრული აგებულება მკვეთრად სცილდება დღემდე არსებული, თოჯინური სპეციფიკისათვის დამახასიათებელ და სტერეოტიპად ქცეულ პერსონაჟებს... უსახური, ინდივიდუალურ მახასიათებლებს მოკლებული თოჯინები სიმბოლურად ერთფეროვან, ზნეობრივ საყრდენს გამოცლილი თანამედროვე საზოგადოების ყოველდღიურ ყოფას გამოხატავს. 

 

 

პრემიერის თარიღი:  28.04.2021
ხანგრძლივობა:  65  წუთი შესვენების გარეშე

თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი დაარსდა 1934 წელს გიორგი მიქელაძის მიერ. ეს არის საქართველოში პირველი და ამჟამად მოქმედი ერთადერთი სახელმწიფო პროფესიული თოჯინების თეატრი თბილისში. თავისი არსებობისა და ისტორიული განვითარების მანძილზე, თეატრი ყოველთვის ასრულებდა მისადმი დაკისრებულ ეროვნულ მისიას  რაც უპირველეს ყოვლისა  მომავალი თაობების ესთეტიკურად აღზრდას, მათი ცნობიერების ამაღლებასა და ჩამოყალიბებას გულისხმობს.
თეატრი მრავალფეროვანი სარეპერტუარო პოლიტიკითა და მოზარდი მაყურებლის სხვადასხვა სეგმენტის მხატვრული მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქმნის შესაბამის პროდუქციას - წარმოდგენებს. დღესაც, პანდემიის პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი არ გაჩერებულა და სახელმწიფოს თანადაფინანსებით იდგმება ახალი სპექტაკლები. 
გარდა ადგილობრივი მაყურებლისა, თეატრი წარმატებით ახორციელებს მრავალ საერთაშორისო გასტროლს და წვლილი შეაქვს ქართული კულტურის მსოფლიო კულტურებთან ინტეგრაციის საქმეში. 

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
დირექტორის მოადგილე -  ნერონ აბულაძე
ტელ: (+995) 591 98 18 23
ელ-ფოსტა: puppetstbilisi@gmail.com