ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 21:00 - შაბათი, 01 October
მდებარეობა: 
ნინო ხარატიშვილის პიესის „კოლონია“ მიხედვით

მარსზე

(ონლაინ სპექტაკლი)

რეჟისორი: ნინო ბურდული
სცენოგრაფია: ნუცა ჭყონია
კოსტიუმების მხატვარი: ნუცა ჭყონია
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება : ერეკლე გეწაძე
რეჟისორის თანაშემწე: თეკლე ფედროვი

 

მონაწილეობენ:
ჟული - ლელა ახალაია
ასმა - სალომე მაისაშვილი
თეა - ნინო თარხან-მოურავი
ლუკი - ოთარ აშკარელი
კლაუსი - ილია ჭეიშვილი
იური - ნიკა წერედიანი

 

 

სპექტაკლის შესახებ:
სპექტაკლის სიუჟეტი დედამიწისგან შორს, პლანეტა მარსზე ვითარდება. სპეციალურად შერჩეული ექვსი „ახალი ადამიანი“ ახალი ცხოვრების ძიებაში სახლდება მისტიურ, დაუნდობელ და სამარისებული სიჩუმით სავსე წითელ პლანეტაზე.
რა ცხოვრებისეულ სიძნეელებს უქმნის მარსი „კოლონიზატორებს“ და სად გადის ადამიანის ფიზიკური და სულიერი დაძაბულობის ზღვარი? შეეჩვევიან კი ჩაკეტილ სივრცეში ცხოვრებას ერთმანეთისგან ექვსი რადიკალურად განსხვავებული პიროვნება? შეძლებენ კი ისინი შექმნან იდილიით სავსე „მშვენიერი ახალი სამყარო“  -  ერთგვარი თანამედროვე უტოპია, ედემის ბაღი? მიიღებს მათ უცხო პლანეტა, როგორც საუკუთარს, თუ მოეპყრობა, როგორც უცხო სხეულს?
სიმარტოვის მოყვარულ პლანეტაზე, უცხო, შემაძრწუნებელ ატმოსფეროში შურით, სიყვარულით და ადამიანური ინტრიგებით დატვირთული კოლონიის სადგურში განვითარებული წმინდა დედამიწისეული ვნებები პიესას უფრო დრამატულს და მისტიურს ხდის, ხოლო მარსის ჩაკეტილი სივრცე პანდემიით გამოწვეული კარჩაკეტილობის სიმბოლოდ იქცევა.

 

პრემიერის თარიღი:  პრემიერა დაგეგმილია ფესტივალის ფარგლებში
ხანგრძლივობა: 70 წუთი, შესვენების გარეშე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  თეატრი, რომელიც 2010 წელს გაიხსნა ვაკის თეატრალური სარდაფის ბაზაზე, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არსებული პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი პროფესიული თეატრია. 

 თეატრის პროფესიულ წარმოდგენებში ცნობილი მსახიობების გვერდით ყოველთვის არიან დაკავებულები უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რაც მათი პროფესიული ზრდისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. თეატრის ძირითადი მისია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური  ცენტრის სტუდენტების პროფესიული ზრდა და ტრენინგია.

თეატრი ანტრეპრიზის პრინციპზე მომუშავე შემოქმედებითი სივრცეა, მას არა ჰყავს სამხატვრო ხელმძღვანელი და მუდმივმოქმედი დასი. ყოველი ახალი წარმოდგენისათვის რეჟისორისა და მსახიობების მოწვევა ხელახლა ხდება სხვადასხვა თეატრებიდან.

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
საკონტაქტო პირებინატალია თვალჭრელიძე, ნათია კვაშალი
ტელ:+995 599 529199;
+995 597 760074;
E-mail:theatre@iliauni.edu.ge;
www.iliaunitheatre.ge