ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 21:00 - ხუთშაბათი, 29 September
მდებარეობა: 
კახა ბაკურაძე

ნიღბების მიღმა

რეჟისორი: კახა ბაკურაძე
სცენოგრაფია: ანა მასხარაშვილი
კოსტიუმების მხატვარი: ანა მასხარაშვილი, კახა ბაკურაძე
ქორეოგრაფი : ლაშა რობაქიძე
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება : ალექსანდრე ნიკოლაძე
რეჟისორის თანაშემწე:  კახაბერ არევაძე

 

მონაწილეობენ:
ანა თალაკვაძე, თამარ ჩხეიძე, მიხეილ ზაქაიძე, ლაშა რობაქიძე, სანდრო ნიკოლაძე, კახა ბაკურაძე, დავით კაკულია, ალექსანდრე კაპანაძე

 

სპექტაკლის შესახებ:  
ხუთი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი ერთ ქალაქში ცხოვრობს. ყოველდღიურად მათ თავიანთი მარშრუტი აქვთ ქალაქში და ხშირად ისე იკვეთება მათი გზები, რომ ერთმანეთს ვერ ამჩნევენ.
ერთ დღეს ექვსივე გმირის გზა იკვეთება და ინდივიდუალურად უცხო ადამიანებთან თავგადასავალი იწყება. იმპროვიზირებულად მომხდარი ამბები სრულიად უცნობ ადამიანებთან კომიკურ და სახალისო თავგადასავალში აგდებს უცნობ გმირებს

 

პრემიერის თარიღი:  25.09.2021
ხანგრძლივობა:  60 წუთი, შესვენების გარეშე

 

 

მოძრაობის თეატრი 2000 წელს  კახა ბაკურაძემ  დააფუძნა. მას შემდეგ მუდმივი ინოვაციებით, საინტერესო სპექტაკლებითა და კრეატიული ღონისძიებებით, დღემდე აგრძელებს მაყურებლის დაინტერესებას. ამჟამად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იოსებ ბაკურაძეა. თეატრი საქართველოს სახელით არაერთხელ იყო წარდგენილი საერთაშორისო ფესტივალებზე. მათ შორის შექსპირის საერთაშორისო ფესტივალზე 2018 წელს, იოსებ ბაკურაძის სპექტაკლით „ქარიშხალი“ ; 2018 წელს, კულტურის სამინისტროს ორგანიზებით იყო  ფრანკფურტში River Bank Festival-ზე. 2019 წელს თეატრი მიწვეულია მიუნხენში, ვილნიუსში და მინსკში. მრავალჯერ იყო ევროპის ქვეყნებში გამართული ფესტივალების მონაწილე. სექტემბერში მოძრაობის თეატრს ამერიკული დასი ესტუმრება, რომელიც ჩვენს მსახიობებთან  ერთად დადგამს სპექტაკლს. მოძრაობის თეატრი  აერთიანებს თანამედროვე ცეკვას, მიმოდრამას, აკრობატიკას, პანტომიმას, ფიზიკურ თეატრს, ბალეტს, საბრძოლო და საცირკო ელემენტებს, ფოლკლორს და საავტორო მუსიკას. ამ სპეციფიკიდან გამომდინარე სანახაობა ერთნაირად საინტერესოა ყველა ასაკისა თუ ეროვნების მაყურებლისათვის.

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო  ხელმძღვანელი: იოსებ ბაკურაძე
საკონტაქტო პირი: ეკა ბაკურაძე
ტელ:+995 599624034,
E-mail:pr.movementtheatre@gmail.com,
www.movementtheatre.ge