ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 21:00 - პარასკევი, 30 September
მდებარეობა: 
ნინო ხარატიშვილი

მსახურთა შემოდგომა

რეჟისორი: ნინო ხარატიშვილი
სცენოგრაფია: იულია ბ. ნოვიკოვა
კოსტიუმების მხატვარი: გუნა მაიერი, ნინო ნუცა ჭყონია, ავთანდილ მოდებაძე
რეჟისორის თანაშემწე:  მაია სახლთხუციშვილი, ნათია შალიკაშვილი

 

მონაწილეობენ:
რინა - ნინო ბურდული
კაელა - ნატა მურვანიძე
ლუსი - ნატუკა კახიძე

 

სპექტაკლის შესახებ:
პირქუში, მიტოვებული სასახლე. გარეთ სამოქალაქო ომი მძვინვარებს. გენერალი - ქვეყნის პირველი პირი და ამ სახლის ბატონი - გაქცეულია. ყველამ თავს უშველა, სამი მსახურის გარდა: მზარეული რინა, მოახლე კაელა და ხელის გოგო ლუსი მარტო დარჩნენ. მიუხედავად რინას და კაელსა მცდელობისა, ომი მაინც იჭრება დახშულ ფანჯრებსა და ჩარაზულ კარებში, შეაღწევს სამყაროსგან მოწყვეტილი ქალების გონებაში. კაელასა და რინას შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ლუსი სათამაშოდ გადაიქცევა; მეტოქეები არ ერიდებიან არავითარ შეურაცხყოფასა და დამცირებას ერთმანეთის გასატეხად. უსაფრთხო და დაცული ადგილი, სახლი, თანდათან ემსგავსება ბრძოლის ველს, საიდანაც თავის დაღწევა სულ უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება.
კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობისა და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით .

 

პრემიერის თარიღი:  25.06.2021
ხანგრძლივობა:  90 წუთი

სამეფო უბნის თეატრი 1997 წელს დაარსდა და ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი თეატრი იყო იმ დროის საქართველოში. მის სცენაზე წლების განმავლობაში არაერთი ინოვაციური ინიციატივა განხორციელდა.

    ამჟამად თეატრის დასი  ერთ-ერთი წამყვანია საქართველოში, ამაზე ნათლად  მეტყველებს ქართველ კრიტიკოსთა მაღალი შეფასებები  და თეატრის  საერთაშორისო საგასტროლო რეზიუმე.

     სამეფო უბნის თეატრის მთავარი  პრინციპი ახლის ძიებაა.  იგი მაყურებელს სთავაზობს საქართველოში  ჯერ არ დადგმულ დრამატურგიულ მასალას. ასევე ცდილობს აღმოაჩინოს საინტერესო, ახალი ხედვის მქონე ახალგაზრდები და შემოქმედებითად წაახალისოს ისინი.

      ჯეროვანი ყურადღება ეთმობა თანამედროვე ქართული დრამატურგიის განვითარებას და ამიტომ თეატრის რეპერტუარში ყოველთვის დიდი ადგილი უკავია ჩვენს მწერალთა შემოქმედებას.  

      სამეფო უბნის თეატრი ასევე ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. 2014 წლიდან გამოჩენილი ქართველი რეჟისორის, თემურ ჩხეიძის ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს სახელოსნო, სადაც ახალგაზრდა რეჟისორები და დრამატურგები პროფესიულ განათლებას იღებენ.  ამავე ინიციატივის ნაწილია თეატრის მიერ წამოწყებული საგამომცემლო საქმიანობა, რომელის მიზანია თეატრალურ ხელოვნებასთან დაკავშირებული თეორიული ლიტერატურისა და დრამატურგიის ქართულ ენაზე გამოცემა.

     თეატრის საერთაშორისო აქტივობები მოიცავს ერთობლივ ვორკშოპებსა თუ ლექცია-სემინარებს, გაცვლით ინიციატივებს ევროპელ პარტნიორებთან.

      თეატრის საერთაშორისო საგასტროლო რუკა ბოლო წლების განმავლობაში მეტად გაფართოვდა. სამეფო უბნის თეატრმა თავისი სპექტაკლები წარმოადგინა  ბელგიის, შვედეთის, გერმანიის, პოლონეთის, ბელარუსის, მოლდოვეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის, ბულგარეთისა და საფრანგეთის ქალაქებში.