ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 15:00 - შაბათი, 01 October
მდებარეობა: 
მოლიერი

ავადმყოფობის სიმულაცია

რეჟისორი: საბა ასლამაზიშვილი
სცენოგრაფია:  ბარბარა ასლამაზაშვილი
კოსტიუმების მხატვარი: ბარბარა ასლამაზაშვილი
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება : საბა ასლამაზიშვილი
რეჟისორის თანაშემწე:  მარინე პაპუშვილი

 

მონაწილეობენ:
არგანი - გიორგი ჩაჩანიძე
ანჯელიკი- თამუნა ჯაჯანაშვილი
ტუანეტი - ანდრია ვაჭრიძე

 

სპექტაკლის შესახებ:
სპექტაკლი „ ავადმყოფობის სიმულაცია“ არის ადამიანზე, რომელიც იგონებს და წარმოაჩენს თავის თავს, როგორც ავადმყოფს. ამავე დროს ის მაქსიმალური ძალისხმევით ცდილობს, რომ დააჯეროს ეს „ავადმყოფობა“ მის გარშემომყოფთ. ქირაობს ექიმებს, ისინი უსვამენ აბსურდულ და ულოგიკო დიაგნოზებს და უნიშნავენ ათასნაირ ვითომ „გამოსაჯანმრთებელ“ პროცედურებს. ის ექცევა ყურადღების  ცენტრში, მოსწონს ეს მდგომარეობა და ყველაფერს აკეთებს, რომ ამ წარმოსახვითი ავადმყოფობით, უკვე წარმოსახვით ცხოვრებაში გააგრძელოს სიცოცხლე.
ვფიქრობთ, რომ რეალობის აღქმის დაკარგვა და ილუზიაში ცხოვრება აუცხოებს ადამიანს, როგორც საკუთარ თავთან, ისე მის გარშემო მყოფ უახლოეს ადამიანებთან. მთავარია, დავანებოთ თავი გამოგონილ სამყაროში ცხოვრებას და რეალურად დავიწყოთ ცხოვრება, რა მიზეზითაც არ უნდა ვიგონებდეთ გარკვეული სახის „ავადმყოფობას“ მთავარი ყოველთვის რეალური არსებობაა.

 

პრემიერის თარიღი:  15.06.2021
ხანგრძლივობა:  1სთ 20წთ შესვენების გარეშე

 

 

მარგანეცის წარმოებით განთქმულ რაიონში თეატრალური დასის ჩამოყალიბებისა და წარმოდგენების გამართვის მოთხოვნილება ქალაქის დაარსებისთანავე გაჩნდა. იქ 1894 წლის 11 დეკემბერს (საქველმოქმედო წარმოდგენით) დაწყებული თეატრალური ცხოვრება დღემდე არ შეწყვეტილა.

თეატრის ისტორია მნიშვნელოვანი თარიღების, მოვლენებისა და წარმატებებისგან შედგება: 

1901 წელი გამორჩეულია იმით, რომ თეატრში, ცნობილი ქართველი მწერლის – აკაკი წერეთლის  გახმაურებული პიესა „პატარა კახი“ დაიდგა (დადგმის პროცესს თავად აკაკი ესწრებოდა). 

1910 წლიდან მოყოლებული თეატრს მუდმივმოქმედი დასი ჰყავდა. 

თეატრის ,,ოქროს ხანად“ არის მიჩნეული XX საუკუნის 20–30–იანი წლები, როდესაც რეჟისორ პავლე ფრანგიშვილის ხელმძღვანელობით სცენაზე ეროვნული დრამატურგიის პარალელურად, მსოფლიო შედევრები  (უილიამ შექსპირის, მოლიერის, ლოპე დე ვეგას და სხვათა პიესები) გაცოცხლდა. 

1949 წელს ჭიათურის თეატრმა ბინა დაიდო შენობაში, რომლის მშენებლობაც 1946 წელს, მეორე მსოლფიო ომის დამთავრებისთანავე დაიწყო. ნაგებობის მონაპოვარია დარბაზის პლაფონის მოხატულობა, რომელიც ქართველ მხატვარს რობერტს სტურუას ეკუთვნის. თეატრის ფასადს მოქანდაკე ვალერიან თოფურიძის მიერ შექმნილი აკაკი წერეთლის სკულპტურული გამოსახულება ამშვენებს. 
ჭიათურის თეატრს აკაკი წერეთლის სახელი 1949 წელს მიენიჭა. 
XX საუკუნის მეორე ნახევარში ჭიათურის თეატრმა საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა: ორჯერ გაიმარჯვა საკავშირო ფესტივალზე, ხოლო უნგრული დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალზე მთავარი პრიზი დაიმსახურა. თეატრი აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ფარგლებში ორგანიზებულ საერთაშორისო ფესტივალებში, მისი სპექტაკლები და მსახიობები არაერთხელ დაუსახელებიათ საუკეთესოებად. ჭიათურის თეატრი ხშირად მართავს გასტროლებს და მასპინძლობს სხვადასხვა თეატრს. მასთან ინტენსიურად თანამშრომლობენ ქართველი რეჟისორები, მათ შორის ახალი თაობის წარმომადგენლები.

2017 წლის დასაწყისში განახლდა და შესაბამისი ტექნიკით აღიჭუვა სცენა. დასი დაკომპლექტებულია სხვადასხვა თაობის მსახიობებით. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია მამუკა ცერცვაძე, ხოლოდ დირექტორი –  ნანა წერეთელი.