ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 16:00 - ოთხშაბათი, 28 September
მდებარეობა: 
მარიამ მეღვინეთუხუცესი

სამი და

რეჟისორი: სანდრო კალანდაძე
სცენოგრაფია:  მარიამ კალანდაძე
კოსტიუმების მხატვარი: ელენე ბახტაძე
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება : სანდრო ჩინჩალაძე, გიორგი ანთაძე
რეჟისორის თანაშემწე:  მარიამ მეღვინეთუხუცესი

 

მონაწილეობენ:
ნატალია გაბისონია, ანანო მახარაძე, ანასტასია ჭანტურაია, ბიჭკა ჭეიშვილი, გიორგი რაზმაძე, გიორგი შარვაშიძე

 

სპექტაკლის შესახებ: 
“სამი და” ახალი ქართული პიესაა, რომელიც  ასახავს თანამედროვეობაში არსებულ ურთიერთობების დინამიკას.

პიესა მოგვითხრობს დიდი ხნის უნახავი დის სახლში დაბრუნების ამბავს. მას, ერთის მხრივ ხვდება უცვლელი, გაყინული გარემო, რომელშიც დები ერთმანეთს კი არა, არამედ წინასწარ განსაზღვრულ წარმოდგენებს ხვდებიან. სინამდვილეში კი რეალობა იმდენად შეცვლილია, რომ სიმართლისთვის თვალის გასწორება საკუთარი  ცხოვრების მსხვერპლად შეწირვის ტოლფასია.  როდესაც გარემო დებს აიძულებს ნიღბების ჩამოგდებას, იკვეთება ჭრილობა, რომლის დანახვა და აღიარება ერთადერთი გზაა მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის.

***

თომა: არა, რატომღაც ვმალავთ...

თემო: რას?

თომა: ჩვენს თავებს. ყველაზე მეტად ვინც გვიყვარს, იმათ ვუმალავთ. საკუთარ თავსაც ვუმალავთ. ვერ ვხვდები, რატომ?.. ყველაფერი ხომ პატარა მარცვლიდან იწყება. ის, ის პატარა მარცვალი, გაჩენისთანავე რომ ითქვას, ჯერ რომ პატარაა და უმნიშვნელო, აქამდე ხომ არ მოვიდოდით... თქვი, ამის დედა ვატირე, თქვი, „თავს ვერ ვიკავებ“, „ვეღარ ვჩერდები, სულ სმა მინდა...“ თქვი,  „გული მტკივა“,  „მეშინია“, „ცხოვრებაში არაფრისთვის არ მიმიღწევია“, „ვერაფერს ვეღარ ვგრძნობ“, თქვი, „აღარ ვიცი ვინ ვარ“, „ოღონდ შენ არ დამტოვო...“

 

 

პრემიერის თარიღი:  09.09.2021 , 10.09.2021
ხანგრძლივობა:  1 საათი და 40 წუთი ( შესვენების გარეშე)

 

“ჰარაკი” თეატრალური კომპანიაა, რომელიც 2019 წელს დაარსდა. გუნდის მთავარი სამუშაო პრინციპი კვლევა, პროფესიული განვითარება, კოლაბორაცია და ექსპერიმენტია. დასი შედგება მუდმივი ცხრა წევრისგან - დრამატურგი, რეჟისორი და შვიდი მსახიობი - და ყველა  ნამუშევარი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად იქმნება. გუნდის მიზანია ჩაებას პროცესში, და ამ პროცესის შედეგად შექმნას ნამუშევარი რომელიც თვითშემეცნებას და საზოგადოებასთან ახალი შეხების წერტილების პოვნას ემსახურება.

ფიზიკურად თეატრი 2021 წლის 15 მაისს ღვინის ქარხანაში, პეტრიაშვილის #1 ში გაიხსნა.

თეატრი თავიდან ბოლომდე დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომელიც  საკუთარი სახსრებით და ენთუზიაზმით საზრდოობს. 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
კომპანიის დირექტორი - მარიამ მეღვინეთუხუცესი.
ტელ: (+995) 555 10 17 68
ელ-ფოსტა: theatrecompanyharaki@gmail.com
ვებ-გვერდი: https://www.facebook.com/harakicompany