ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 20:00 - ოთხშაბათი, 02 ოქტომბერი
მდებარეობა: კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (დიდი სცენა)
უილიამ შექსპირი

ჰამლეტი

უილიამ შექსპირი
ჰამლეტი

რეჟისორი ლევან წულაძე
სცენოგრაფი ლევან წულაძე
კოსტიუმების მხატვარი – ნინო სურგულაძე
ქორეოგრაფი – თინათინ  წულაძე

მუსიკალური გაფორმება ზურაბ გაგლოშვილის

რეჟისორის თანაშემწე   ნინო კალანდაძე
 

მონაწილეობენ:
ნიკა კუჭავა, ანა ვასაძე, ბაია დვალიშვილი, ნიკა თავაძე, აკაკი ხიდაშელი, ზაზა სალია, ანა გრიგოლია, დავით ხურცილავა, პაატა პაპუაშვილი, კოკო როინიშვილი

 


სპექტაკლის  შესახებ:

სიტყვები, სიტყვები, სიტყვები...

ერთ-ერთ სცენაში ჰამლეტი წიგნით ხელში გვევლინება და როცა მას შეკითხვით მიმართავენ, რას კითხულობო, ფილოსოფიური ბუნდოვანებით პასუხობს: სიტყვებს, სიტყვებს, სიტყვებს...

საინტერესოა, რა სიტყვებს კითხულობს ჰამლეტი?

იქნებ ოთხთავის დასაწყისს: „დასაბამიდან იყო სიტყვა"?! ანუ იმ მოციქულის ტექსტს, რომელიც აპოკალიფსს დაწერს მოგვიანებით, რადგან ჰამლეტიც აპოკალიფსის მხედრად მიიჩნევს თავს თუნდაც მხოლოდ აქ, ელსინორის დანაშაულებითა და თვალთმაქცობით მოწამლულ ციხესიმაგრეში, სადაც დემონებთან საბრძოლველად მხოლოდღა აკრძალული სიმართლის თქმა და მხილება დარჩა იარაღად...

როცა ყველა ცრუობს და არავის უნდა სინამდვილის აღქმა, სიმართლის მთქმელი სიძულვილის ობიექტად იქცევა: თითქმის შეუძლებელია ასეთი ადამიანის ატანა, რომელიც დაუღალავად მოგიწოდებს რეალობას გაუსწორო თვალი,  თუნდაც როგორც წინასწარმეტყველი კასანდრა ტროაში, რომელიც სწორედ იმით არის დაწყვევლილი, რომ მისი წინასწარმეტყველების ესე იგი, ობიექტურობის არავის სჯერა. ტროელებს გამარჯვება სწყურიათ, ხოლო კასანდრა დამარცხებას წინასწარმეტყველებს, შესაბამისად, აუტანელია  არა ტროელების რწმენა, არამედ კასანდრას წინასწარმეტყველებაა!

ჰოდა, იქნებ ჰომეროსს კითხულობს ჰამლეტი, „ილიადას", სადაც სხვა ყველაფერთან ერთად, სულელად გამოცხადებული ბრძენი კასანდრას ტრაგედია აღწერა უსინათლო პოეტმა?!

თუ იქნებ ესქელეს „ორესტეაა" ჰამლეტის მიერ წაკითხული სიტყვები   ამბავი მოკლული აგამემნონის შვილის, ქმარი-მეფის მკვლელი დედისა და მისი საყვარლის შესახებ, რომელიც მიკენის მეფე გახდება? და რაც მთავარია, ბიჭის ამბავი, რომელიც მამის მკვლელ დედაზე და მის საყვარელზე იძიებს შურს...

რა უცნაურია, როგორ გავს ეს ტრაგედია თავად მისი, ჰამლეტის, ამბავს აქაც ხომ მკვდარი მამა, მოღალატე დედა და „მოსიყვარულე" ბიძაა?! ორესტე უდავოდ ჰამლეტის ტყუპისცალია, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ დანიის უფლისწული ვერასდროს გაიმეტებს მოსაკლავად ჰერტრუდას, მაშინ, როცა ორესტე დაუფიქრებლად მოსპობს კლიტემნესტრას. რამხელა დისტანციაა ამ ორ გადაწყვეტილებას, ამ ორ პირობით „რემარკას" შორის   ჰამლეტი, რომელიც ჭოჭმანობს და ფიქრობს მკვლელობაზე და ორესტე, რომელიც ასევე ფიქრობს, მაგრამ აღარ ჭოჭმანობს...

უცნობია, კითხულობდა თუ არა ჰამლეტი, ვთქვათ, ევრიპიდეს „ორესტეს", სადაც ავტორი დედის და ბიძის მკვლელობით გაგიჟებული უფლისწულის ცხოვრებას აღწერს, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს ტექსტი წაკითხული ექნებოდა ჰამლეტის ყოფის აღმწერ უილიამ შექსპირს, ისევე, როგორც სხვა მნიშვნელოვანი ტექსტი არისტოტელეს „პოეტიკა", სადაც დიდი ბერძენი ფილოსოფოსი ერთი და იმავე ამბის სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციაზე მსჯელობს ოცდასამი საუკუნის სიღრმიდან თუ როგორ იცვლება დრო და ჩვენ კი ერთსა და იმავე ამბავს ვყვებით: ორესტე-ჰამლეტის ამბავს, სადაც რთულია, მეტიც, თითქმის შეუძლებელია იმის განსაზღვრა, ადამიანი შეიშალა თუ თავად სამყაროა შეშლილი, რომელიც ჰამლეტს თვლის შეშლილად?!

თუ ეს მხოლოდ უძალო სიტყვებია და სხვა არაფერი?! სიტყვები, სიტყვები, სიტყვები...

ლაშა ბუღაძე 

   

პრემიერის თარიღი: 02.07.2019
ხანგრძლივობა: 160 წუთი, ერთი შესვენებით 
                                                    

 

 

1928 წელს  დიდმა ქართველმა რეჟისორმა და რეფორმატორმა კოტე მარჯანიშვილმა მეორე ქართული სახელმწიფო თეატრი შექმნა. მას შემდეგ 90 წლის განვალობაში თეატრი განაგრძობს მისი დამაარსებლის კოტე მარჯანიშვილის ტრადიციების დაცვას, სწორედ ტრადიციისა და ნოვაციის შერწყმით, ხარისხზე ორიენტირებული რეპერტუარით  ახერხებს „საზოგადოებრივი“ თეატრის (სოციალური თეატრის) სახელის დამკვიდრებას. შეიძლება ითქვას, საკუთარ თავზე აიღო ერთგვარი განმანათლებლისა და სოციალური კომენტატორის ფუნქცია.  მარჯანიშვილის თეატრი ქვეყნის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და დღემდე ინარჩუნებს ლიდერის სტატუსს.

2006 წლიდან დღემდე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი  თანამედროვე თეატრის გამორჩეული რეჟისორი ლევან წულაძეა. სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად  თეატრის წარმატებას  განსაზღვრავს  საუკეთესო მსახიობთა დასი, რეჟისორები, მხატვრები,  კომპოზიტორები, ეს ის გუნდია, რომელიც  21-ე საუკუნის ტექნოლოგიური გამოწვევებთან ერთად  მუდმივი ექსპერიმენტების და განახლების ძიებაშია.

თეატრი სეზონის განმავლობაში საშუალოდ 7-10  ახალ სპექტაკლს  დგამს. რეპერტუარში სხვადასხვა თაობის რეჟისორების მიერ დაგმული 30-ზე მეტი სპექტაკლია. ვთამაშობთ  მსოფლიო და ქართულ კლასიკურ დრამატურურგიას, ამასთანავე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ  თანამედროვე ავტორებს და ტექსტებს.

თეატრი სეზონის განმავლობაში 50 000-ზე მეტ მაყურებელს მასპინძლობს, რომლის უმეტესობაც  ახალგაზრდა თაობაა.

მარჯანიშვილის თეატრის ცხოვრება მხოლოდ თეატრალური წარმოდგენებით არ შემოიფარგლება. მისი პროფილის შემადგენელი ნაწილია სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერა.   მარჯანიშვილის თეატრი   თანამედროვე პოეტებისა და მწერლების  მუდმივი თავშეყრის ადგილია,  ვმასპინძლობთ  ლიტერატურულ-  საგანმანათლებლო საღამოებს, თანამედროვე დრამატურგების პიესების კითხვას, გამოფენებსა და სხვა  ღონისძიებებს.

თეატრის საგასტროლო რუკა თითქმის ყველა კონტინენტს მოიცავს,  ყოველწლიურად   სტუმრობს ყველა დიდ და მნიშვნელოვან ფესტივალს.

ვახორციელებთ ერთობლივ დადგმებს და  პროექტებს: დიდ ბრიტანეთთან, იტალიასთან, გერმანიასთან , პოლონეთთან, საბერძნეთთან, აზერბაიჯანთან, უკრაინასთან, მაკედონიასთან.

2015  წლიდან  მარჯანიშვილის თეატრი ევროპის საერთაშორისო თეატრალურ კონვენციის – ETC-ის  წევრია. 

თეატრის დაარსებიდან 86 წლის შემდეგ გაზეთი გარდიანი  წერს:

„თუ საქართველოს სხვა თეატრების დონე ოდნავ მაინც უახლოვდება მარჯანიშვილის თეატრისას, მაშინ თეატრის კრიტიკოსის პროფესია ამ ქვეყანაში უდავოდ ყველაზე სანატრელად უნდა მივიჩნიოთ.“

 

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:
ლევან წულაძე
თეატრის დირექტორი: ეკატერინე მაზმიშვილი
ტელ: (+995) 577516850
E-mail:eka@tbilisiinternational.com
www.marjanishvili.com

ლევან წულაძე

ლევან წულაძე დღეს ქართული თეატრის ნამდვილ ავანგარდშია და ეს ბევრი ფაქტითა და ნიშნით დასტურდება. დასტურდება ათობით წარმატებული სპექტაკლით, საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო თუ ადგილობრივი პრემიებითა და მაყურებლით, რომელიც მის სპექტაკლებს არასოდეს აკლდა.

მან კოლეგა-მეგობრებთან ერთად, XX საუკუნის 90-იან წლებში, თბილისის ცენტრალურ უბნებში - რუსთაველზე, შემდეგ ვაკეში -პირველი დამოუკიდებელი თეატრები „თეატრალური სარდაფები“  შექმნა.  2006 წელს მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანლად დანიშვნის შემდეგ, ახალი მხატვრული ამოცანების გადაჭრისა და ახალი ფორმების ძიება-დამკვიდრების პარალელურად,  უშუალოდ თეატრში კიდევ 2 „თეატრი“ შექნა - „სხვენი“ და „სარდაფი“ და თანამედროვე  ქართულ თეატრს   კიდევ რამდენიმე  ახალი გეზი მისცა - სივრცეების რეპერტუარიც და ფორმაც სწორედ მდებარეობიდან და ფორმატიდან განსაზღვრა.

ძიებების პროცესი (საკუთარი თუ სხვებთან, განსაკუთრებით, ახალგაზრდებთან ერთად) რამდენიმე მიმართულებით გააგრძელა. სხვადასხვა ჟანის, ფორმის, სტილისტიკის სპექტაკლები - სევდიანი კომედიებიდან ტრაგიკომედიამდე, დრამიდან ტრაგედიამდე, შექსპირიდან თომას მანამდე, ბრეხტიდან გოგოლამდე, ჩეხოვიდან ზიუსკინდამდე, პოლიკარპე კაკაბაძიდან ლაშა ბუღაძემდე, შალომ ალეიხემიდან და გურამ ბათიაშვილიდან გოეთემდე და კაფკამდე და სხვა და სხვა - წარმოადგენენ ლევან წულაძეს, როგორც მრავალსახოვან ხელოვანს, რომლისთვისაც შემოქმედებაში წინააღმდგობები არ არსებობს და თუ არსებობს, მათი დაძლევის ბევრი ხერხი და საშუალებაა ცნობილი. და თუ ცნობილი არაა, ახლის გამოგონება შეუძლია.  

იშვიათია, როდესაც პიროვნება, მისი თვისებები (და არა, ვთქვათ, პოზიცია, აზროვნება, სათქმელი) ასე ჩანს ნამუშევარებში. ლევან წულაძის ყველა სპექტაკლი ყოველ მორიგ ჯერზე გვაჩვენებს, თუ როგორი ადამიანია ის, როგორ უყვარს ადამიანები, როგორ შეუძლია მათი პრობლემები საკუთარად აქციოს და დაპირდეს, შემდეგ აასრულოს  დაპირებები, რომ, მაშინაც კი, როდესაც აღარ არსებობს იმედი და რაც მოხდა, ვეღარასოდეს დაბრუნდება. მოგცეს რწმენა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

 

1982 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი,მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო.
1997 წელს დააარსა პირველი დამოუკიდებელი თეატრი  „თეატრალური სარდაფი რუსთაველზე“
2002  წელს მეორე ახალი დამოუკიდებელი სივრცე  „თეატრალური სარდაფი ვაკეში“
2006 წლიდან არის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

განხორციელებული დადგმები : 

კოტე მარჯანიშვილის  სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი:

ვლადიმირ ეროფეევი "დაუსრულებელი სიზმარი" 
პოლიკარპე კაკაბაძე "ყვარყვარე თუთაბერი"
უილიამ შექსპირი"ზაფხულის ღამის სიზმარი"
გურამ ქართველიშვილი "ქაქუცა ჩოლოყაშვილი" 
აკა მორჩილაძე, ლევან წულაძე ”პიგმალიონი” 
არტურ შნიცლერი ”ფერხული” რეჟისორი და სცენოგრაფი
ანტონ ჩეხოვი ”ქალი ძაღლით” რეჟისორი და სცენოგრაფი
ავქსენტი ცაგარელი ”ხანუმა” 
ალეხანდრო კასონა "ეუხენა ბალბოა"
ჯოვანი ბოკაჩო ”დეკამერონი” რეჟისორი, ინსცენირების ავტორი და სცენოგრაფი
კოკი მიტანი ”ჟოლო” რეჟისორი და სცენოგრაფი
ლუი დე ბერნიე ”კაპიტან კორელის მანდოლინა” მერკური თეატრი (კოლჩესტერი, დიდი ბრიტანეთი) მარჯანიშვილის თეატრი, საერთაშორისო ხელოვნებისა და კულტურის ფონდი ( NFA International Arts and Culture), დიდი ბრიტანეთი
გურამ ბათიაშვილი "კოტე მარჯანიშვილი" რეჟისორები - ლევან წულაძე, დიმიტრი ხვთისიაშვილი
უილიამ შექსპირი "როგორც გენებოთ"
ჟან–ბატისტ მოლიერი "ტარტიუფი" (მარჯანიშვილის თეატრის სარდაფი)
"მთვრალი ალუბალი" ტექსტის ავტორი და რეჟისორი (მარჯანიშვილის თეატრის სარდაფი)
ნიკოლოზ გოგოლი "შეშლილის წერილები" რეჟისორი (მარჯანიშვილის თეატრის სარდაფი)
ვაცლავ  ჰაველი "წასვლა" რეჟისორი (მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა)
ანა კოზაკოვა  (მიხეილ სებასტიანის მიხედვით) "უსახელო ვარსკვლავი" რეჟისორი (მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა)
შალომ ალეიხემისა და გურამ ბათიაშვილის ნაწარმოებების მიხედვით​ "BEGALUT - უცხოობაში" რეჟისორი (მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა)
დავით კლდიაშვილის მიხედვით "ბაკულას ღორები"  რეჟისორი და სცენოგრაფი (მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა)
ლაშა ბუღაძე „ნავიგატორი" რეჟისორი (მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა)
ჟან კოკტო „წმინდა ურჩხულები" რეჟისორი (მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა)
ლევან წულაძე „სამსახური ანუ ზაფხულის ღამის სიზმარი" (მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა)
უილიამ შექსპირი ჰამლეტი"  (მარჯანიშვილის თეატრის დიდი სცენა)

საერთაშორისო დადგმები:

2011 - აზერბაიჯანი, ბაქოს ნაციონალური თეატრი, სპექტაკლი "დონ ჟუანი ან სიყვარულის გეომეტრია", მაქს ფრიში
2011 - მაკედონია, სკოპია, მაკედონიის ნაციონალური თეატრი, სპექტაკლი "ფიგაროს ქორწინება", პიერ ბომარშე
2011 - თეატრი მერკური (კოლჩესტერი, დიდი ბრიტანეთი) მარჯანიშვილის თეატრი, საერთაშორისო ხელოვნებისა და კულტურის ფონდი ( NFA International Arts and Culture), დიდი ბრიტანეთი ”კაპიტან კორელის მანდოლინა”, ლუი დე ბერნიე
2012 - დიდი ბრიტანეთი, ფესტივალი "Globe to Globe", სპექტაკლი "როგორც გენებოთ", უილიამ შექსპირი
2015 - საბერძნეთი, ათენი, თეატრი ანესის, სპექტაკლი "დანაშაული და სასჯელი", თედორე დოსტოევსკი
2016 - იტალია, ბოლონია, არენა დელ სოლე, სპეკტაკლი "კუ", ლუიჯი პირანდელო

თეატრალური ინსტიტუტი:
ჭოლა ლომთათიძე "თეთრი ღამე"
ედუარდო დე ფილიპო "აჩრდილები"
ჯერომ სელინჯერი "თამაში ჭვავის ყანაში"
ედუარდო დე ფილიპო "ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი"
აკილა კამპანილე "პიეროს სიკვდილი"


შოთა რუსთაველის სახელობის  სახელმწიფო თეატრი:
ჩარლზ დიკენსი "საშობაო სიზმარი" 
ფედერიკო გარსია ლორკა "სისხლიანი ქორწილი"
გეორგ ბიუჰნერი "ვოიცეკი"

თეატრალური სარდაფი რუსთაველზე:
თომას მანი "მარიო და ჯადოქარი"
ბერტოლდ ბრეხტი "სამგროშიანი ოპერა" 
ბესო ბარათაშვილი "აკუსტიკა" 
ნიკოლაი გოგოლი "ცხვირი" 
ფრანც კაფკა "მეტამორფოზა" 
პაატა მოისწრაფიშვილი "მელოდია ფლეიტისათვის"
იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე "ფაუსტი" 
ვლადიმერ ნაბოკოვი "ორი ნოველა"
არტურ შნიცლერი "კაზანოვას დაბრუნება" 
ნინო ბასილია "თაგვი" 
პატრიკ ზიუსკინდი "კაფე როსინი"
ნინო ბასილია "ლიფტიორი"
ბერტოლდ ბრეხტი "ბიურგერული ქორწილი"
კლოდ მანიე "ოსკარი"

თეატრალური სარდაფი ვაკეში:
უილიამ შექსპირი "ვენეციელი ვაჭარი" 
ავქსენტი ცაგარელი "ხანუმა" 
ვაჟა-ფშაველა "გველის-მჭამელი"
რალფ კნიგი "ET CETERA"
პიერ ბომარშე "ფიგაროს ქორწინება"
ლევან წულაძე "სხვა მთვარე"

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი: 
ანრი მელიაკი და ლუდოვიკ ჰალევი "კარმენი" რეჟისორი (საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრი)

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული  თეატრი:
ვლადიმერ  ნაბოკოვი "ემიგრანტები"
ვლადიმერ  ნაბოკოვი "ორი ნოველა"

პატარა თეატრი:
ლაშა ბუღაძე "კაპრიჩიო"

ქალაქ რუსთავის მუნიციპალური თეატრი:
მიხეილ ჯავახიშვილი "კვაჭი კვაჭანტირაძე"

პროექტები:
უცნობი "ქვეყანაშია ფერები მუქი"  რუსთაველის თეატრი  
აჩიკო მეფარიძის სოლო კონცერტი, ფილარმონია 
თამუნა ამონაშვილის  სოლო კონცერტი, ფილარმონია 
ფრიდონ სულაბერიძის იუბილე, ფილარმონია 
"ცეკვა ზღაპარში" ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი

კინოროლები: 
"საფეხური" რეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი 
"ოტელო" რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი
 

პრემიები და წოდებები:
სანდრო ახმეტელის სახელობის პრემია სპექტაკლისათვის "ფაუსტი"
2005 წ. საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემია "საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი" – სპექტაკლისათვის "ხანუმა"
2005 წ. "ღირსების ორდენი"
2009 წ. თეატრალური პრემია "დურუჯი" საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის, სპექტაკლი ”ქალი ძაღლით”
2011 წ. თეატრალური პრემია ”დურუჯი” საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის, სპექტაკლი ”ჟოლო”
2013 წ. ბრწყინვალების ორდენი
2014 წ. საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემია "საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი"  სპექტაკლისათვის „ტარტიუფი“
2015 წ. თეატრალური პრემია "დურუჯი" საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის, სპექტაკლი ”შეშლილის წერილები"
2016 წ. ათინორამას პრემია, საბერძნეთი - წლის საუკეთესო რეჟისორი სპექტაკლისათვის, დანაშაული და სასჯელი“ , ანესის თეატრი, ათენი, საბერძნეთი