პაულო ჯენოვისი
იდეალური უცნობები
რეჟისორი – დავით ჩხარტიშვილი
მხატვარი – ანანო დოლიძე
მუსიკალური გაფორმება დავით ჩხარტიშვილის
რეჟისორის თანაშემწე – ნინი გოჩიაშვილი
მონაწილეობენ:
კობა კოპაძე, გვანცა კანდელაკი, სოსო მგალობლიშვილი, მაკა შალიკაშვილი, ომარ ბექაური, ზაზა ცარულაშვილი, თეკლა მარჯანიშვილი
სპექტაკლის შესახებ:
ბავშვობის მეგობრები მთვარის დაბნელების სანახავად შეიკრიბებიან. გადაწყვეტენ მთვარის დაბნელებამდე ტელეფონზე შემოსულ ყველა ზარს ხმამაღალ რეჟიმზე უპასუხონ და ყველა შეტყობინება ხმამაღლა წაიკითხონ...
– ბავშვობის მეგობრებს, ან ცოლ-ქმარს რა გვაქვს ერთმანეთთან დასამალი ?! ჩვენ, ხომ ისედაც ყველაფერი ვიცით ერთმანეთზე ...
არის თუ არა ეს სიმართლე, თუ ყოველთვის რჩება რაღაც, რაც დაფარულია სხვისი თვალისაგან, ისევე როგორც მთვარის ბნელი მხარე?
ზოგჯერ ჩვენმა ტელეფონმა შეიძლება საუკეთესოდ გასცეს პასუხი ამ კითხვებზე...
პრემიერის თარიღი: 28.07.2018
ხანგრძლივობა: 80 წუთი, შესვენების გარეშე
საგასტროლო ჯგუფი: 16 ადამიანი
XIX საუკუნის ქართული თეატრის ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენას გორში თეატრის ჩამოყალიბება წარმოადგენს.
სწორედ გორიდან დაიწყო ქართული თეატრის აღდგენის და ქართული დრამატურგიის განვითარების პროცესი. ამ პროცესს სათავეში ედგა გიორგი ერისთავი, რომელმაც თანამოაზრეებთან ერთად, თბილისში, 1850 წლის 14 იანვარს პირველად წარმოადგინა თავისი პიესა ,,გაყრა“.
თანამედროვე კვლევების მიუხედავად, დღემდე გორის თეატრის ოფიციალური დაარსების თარიღად 1865 წლის 26 ივლისი ითვლება, დღე როდესაც საჯაროდ უჩვენეს გიორგი ერისთავის კომედია „ძუნწი“.
მნიშვნელოვანია, რომ გორის სასცენო ხელოვნებაში თავიდანვე მრავალი ქალი მონაწილეობდა, მაშინ როდესაც სხვაგან და თბილისშიც ასეთ საქმიანობას ერიდებოდნენ.
1939 წლის დასასრულს, გორში თეატრისათვის აშენდა ახალი, 500 ადგილიანი შენობა. გორის თეატრს შემდგომში გიორგი ერისთავის სახელი ეწოდა.
დაარსებიდან დღემდე ერისთავის თეატრში არაერთი სახელგანთქმული მსახიობი და რეჟისორი მოღვაწეობდა. თეატრი დღემდე აქტიურად აგრძელებს შემოქმედებით საქმიანობას.
საკონტაქტო ინფორმაცია:
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: დავით ჩხარტიშვილი
საკონტაქტო პირი: დავით ჩხარტიშვილი
ტელ:+995 577 385286
E-mail:chxartishvili.daviti@gmail.com / eristavisteatri@gmail.com
www.eristavitheatre.com