ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 18:00 - ოთხშაბათი, 02 October
მდებარეობა: მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი
ნიკოლოზ საბაშვილი, ბადრი წერედიანი

უღელტეხილი

ნიკოლოზ საბაშვილი, ბადრი წერედიანი
უღელტეხილი

რეჟისორი და მხატვარი  – ნიკოლოზ საბაშვილი
კოსტიუმების მხატვარი – ილია საჯაია
ქორეოგრაფი – გიორგი ქობალია
მუსიკალური გაფორმება  თამაზ იმნაძის
რეჟისორის თანაშემწე – ნონა როგავა
 

მონაწილეობენ:
თეა ცინცაძე, სალომე ბუღაძე, კუკური ხუბუტია, ანდრია შამუგია, ირაკლი სამუშია, მერაბ კაკალია, მზევინარ ჩარგაზია, ზემფირა გუნია, ლანა ფიფია, ნიარა ჭიჭინაძე, ფატიმა აბრახამია, თეიმურაზ გოგინავა, გენა შონია, მაია ჩარბოდაშვილი, მარტინ ღამბარაშვილი, დავით კვარაცხელია, ედიშერ ფაცაცია, ირაკლი ფაცაცია.

 

სპექტაკლის შესახებ:
უღელტეხილი  – გოლგოთას გზა, რომელსაც ვერ გაუძლეს  ბედნიერი ქალაქის ბედნიერმა მცხოვრებლებმა. ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორია, ამბავი ნაციონალური შოკისა, რომლისგანაც ჯერ კიდევ არ დაგვიღწევია თავი და ვაგრძელებთ ჯადოსნურ წრეზე სიარულს. შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი, გთავაზობთ ნიკოლოზ საბაშვილის ვერსიას  ჭუბერის ტრაგედიაზე, ამბავზე რომელიც დოკუმენტური ქრონიკებით შეიქმნა და მაყურებელთან შესახვედრად ემზადება. კიდევ ერთხელ ჩავიხედოთ ,,სულის სარკეში“,  რომ აღარ გავაგრძელოთ ჯადოსნურ წრეზე სიარული და ახალი, სამოქალაქო პასუხისმგებლობით გაცნობიერებული ცხოვრება დავიწყოთ.

 

პრემიერის თარიღი:  25.05.2019
ხანგრძლივობა: 90 წუთი, შესვენების გარეშე
საგასტროლო ჯგუფი: 22 ადამიანი

ზუგდიდის თეატრის ისტორია 1868 წლიდან იწყება. თეატრის  პირველი სპექტაკლი მოლიერის ,,ძალად ექიმი“ გახლდათ. ამ დღიდან მოყოლებული, უკვე 150 წელზე მეტია, რაც ქალაქში თეატრალური ცხოვრება არ შეწყვეტილა.

1968 წელს თეატრის 100 წლის აღსანიშნავად გამოცემული საიუბილეო ჟურნალიდან ირკვევა, რომ იმ დროს უკვე არსებობდა  ორი სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად დგამდნენ  როგორც უცხოური, ისე ქართული პიესების მიხედვით სპექტაკლებს. ასევე ცნობილი ფაქტია, რომ ზუგდიდის თეატრში საგასტროლოდ ჩამოდიოდნენ ისეთი ცნობილი თეატრის მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ: ლადო მესხიშვილი, შალვა დადიანი, ვალერიან გუნია, ალექსანდრე იმედაშვილი და სხვა…

ანტონ ფურცელაძეს, რომელიც თარგმნიდა და დგამდა სპექტაკლებს, ზუგდიის თეატრალურ ცხოვრებაში დიდი წვლილი მიუძღვის. 1930-იანი წლებიდან ზუგდიდში იდგმებოდა ახმეტლის მიერ რუსთაველის თეატრში დადგმული პიესები: ,,ლამარა“ და ,,ანზორი“... სწორედ ზუგდიდის თეატრს უკავშირდება რეჟისორ თემურ ჩხეიძის შემოქმედებითი გზის დასაწყისი, რომელიც თეატრში ავთო მახარაძესთან და ჟანრი ლოლაშვილთან ერთად მოვიდა.

თეატრის ოქროს ხანად მიჩნეულია ის პერიოდი, როდესაც თეატრს დიდი თეატრალური მოღვაწე საშა ეგუტია ხელმძღვანელობდა.

ზუგდიდის თეატრი დღემდე აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას ეწევა და არსებობის მანძილზე, არაერთი ჯილდო თუ პრემია აქვს მიღებული. 2018 წელს თეატრი ამსტერდამში ფესტივალზე იმყოფებოდა, საიდანაც წარმატებით დაბრუნდა.

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრების სამხატვრო  ხელმძღვანელები:  ლაშა შეროზია
საკონტაქტო პირები:  ზურაბ ეგუტია
ტელ:+995 595401313
E-mail:
zurab.egutia@gmail.com
lashasherozia@gmail.com

www.zugdiditheatre.ge