ქართული პროგრამა

პროგრამა: ქართული სპექტაკლების პროგრამა
დასაწყისი: 15:00 - შაბათი, 19 December
მდებარეობა: 
ალექსანდრე ჩიღვინაძე

უხერხემლო

რეჟისორი  – დავით თურქიაშვილი
სცენოგრაფია - დავით თურქიაშვილი
კოსტიუმების მხატვარი - დავით თურქიაშვილი
კომპოზიტორი / მუსიკალური გაფორმება -  ლევან სარალიძე
რეჟისორის თანაშემწე - ნონა როგავა

 

მონაწილეობენ:
მარინა დარასელია, სესე მიქავა, სალომე ბუღაძე, ოთო აშკარელი

 

სპექტაკლის შესახებ:

პიესა მოგვითხრობს ოჯახისა და საზოგადოების გულგრილ დამოკიდებულებაზე განსხვავებული ადამიანების მიმართ. ოჯახისგან და საზოგადოებისგან გარიყული ელა გარდაიცვალა. მშობლებს – მართას და მამიას ისღა დარჩენიათ, სოფლის მაცხოვრებლებისგან მალულად, ნაჩქარევად დაკრძალონ შვილი. სამძიმარზე მოულოდნელად ჩამოდიან ელას მეგობრები.
"სიკვდილსაც აფრთხობ ხომ ხედავ მამია. მიცავ! ერთი ჩვენი შვილი ვერ დავიცავით...ვერავისგან. მიყურე ახლა. წადი, ჩამოიბანე ეგ ტალახი და ჩაიცვი ის შავი პერანგი, რაც გაგიუთოვე. მე დავაწყობ ამ ყვავილებს!"-ამბობს შვილმკვდარი დედა, მართა.

 

პრემიერის თარიღი: 18.02.2020
ხანგრძლივობა:  70 წთ. შესვენების გარეშე 
საგასტროლო ჯგუფი:  9 ადამიანი

ზუგდიდის თეატრის ისტორია 1868 წლიდან იწყება. თეატრის  პირველი სპექტაკლი მოლიერის ,,ძალად ექიმი“ გახლდათ. ამ დღიდან მოყოლებული, უკვე 150 წელზე მეტია, რაც ქალაქში თეატრალური ცხოვრება არ შეწყვეტილა.

1968 წელს თეატრის 100 წლის აღსანიშნავად გამოცემული საიუბილეო ჟურნალიდან ირკვევა, რომ იმ დროს უკვე არსებობდა  ორი სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად დგამდნენ  როგორც უცხოური, ისე ქართული პიესების მიხედვით სპექტაკლებს. ასევე ცნობილი ფაქტია, რომ ზუგდიდის თეატრში საგასტროლოდ ჩამოდიოდნენ ისეთი ცნობილი თეატრის მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ: ლადო მესხიშვილი, შალვა დადიანი, ვალერიან გუნია, ალექსანდრე იმედაშვილი და სხვა…

ანტონ ფურცელაძეს, რომელიც თარგმნიდა და დგამდა სპექტაკლებს, ზუგდიის თეატრალურ ცხოვრებაში დიდი წვლილი მიუძღვის. 1930-იანი წლებიდან ზუგდიდში იდგმებოდა ახმეტლის მიერ რუსთაველის თეატრში დადგმული პიესები: ,,ლამარა“ და ,,ანზორი“... სწორედ ზუგდიდის თეატრს უკავშირდება რეჟისორ თემურ ჩხეიძის შემოქმედებითი გზის დასაწყისი, რომელიც თეატრში ავთო მახარაძესთან და ჟანრი ლოლაშვილთან ერთად მოვიდა.

თეატრის ოქროს ხანად მიჩნეულია ის პერიოდი, როდესაც თეატრს დიდი თეატრალური მოღვაწე საშა ეგუტია ხელმძღვანელობდა.

ზუგდიდის თეატრი დღემდე აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას ეწევა და არსებობის მანძილზე, არაერთი ჯილდო თუ პრემია აქვს მიღებული. 2018 წელს თეატრი ამსტერდამში ფესტივალზე იმყოფებოდა, საიდანაც წარმატებით დაბრუნდა.

 

საკონტაქტო  ინფორმაცია:
თეატრების სამხატვრო  ხელმძღვანელები:  ლაშა შეროზია
საკონტაქტო პირები:  ზურაბ ეგუტია
ტელ:+995 595401313
E-mail:
zurab.egutia@gmail.com
lashasherozia@gmail.com

www.zugdiditheatre.ge